მოკლეთ ვცხოვრობ ესპანეთში, და გადავწყვითე სისხლის გაღება,
როცა სისხლი ამიღეს გამომკითხეს და რაკი არაფერი არ მჭირდა მოკლეთ ამომსისხლეს

ერთი თვის მერე წერილი მომივიდა, რომ ჭირდებოდათ ჩემი სისხლის ხელახალი გამოკვლევა, რაღაც ეჭვების გამო.
როცა მივედი ამიღეს სისხლი და ექიმს ვკითხე რისი ეჭვი ქონდათ, და მიპასუხა, რომ სავარაუდოდ ჰეპატიტი B გაქვსო, მაგრამ ჯერ ეს ეჭვია და მოკლეთ შეგატყობინებთო.
მერე მომივიდა წერილი, სადაც დადასტურებული იყო, რომ ნამდვილად მქონდა ჰეპატიტი B და იყო რეკომენდაცია ჩემს ოჯახის ექიმთან მიმეტანა ეს წერილი. ამ წერილში ასე ეწერა
HBaAg : REACTIVO
PCR VHB: POSITIVO
ექიმთან მივიტანე, დამინიშნა ხელახლა ანალიზები, რომლის მიხედვითაც იყო შემდეგი სურათი:
Hepatitis B, HBsAg (EIA) dil.suero POSITIVO
Hepatitis B, anti-HBc (EIA) dil.suero POSITIVO
Hepatitis B, anti HBv IgM (IEA) dil.suero Negativo
Hepatitis B, HBeAg (EIA) dil.suero Positivo
Hepatitis B, anti-HBe (EIA) dil.suero Positivo
ხოდა არ ვიცი რა ეუცნაურა ექიმს, მაგრამ მითხრა რომ ეს ცოტა უცნაური პასუხიაო, და მოდი თავიდან გაიკეთე ანალიზებიო. დაახლოებით სამი კვირის მერე ამიღეს სისხლი, რის მიხედვითაც იყო შემდეგი სურათი:
Hepatitis B, HBsAg (EIA) dil.suero POSITIVO
Hepatitis B, anti-HBc (EIA) dil.suero POSITIVO
Hepatitis B, anti HBv IgM (IEA) dil.suero Negativo
Hepatitis B, HBeAg (EIA) dil.suero Negativo
Hepatitis B, anti-HBe (EIA) dil.suero Positivo
მოკლეთ ამ ჩამონათვალიდან მეოთხე მაჩვენებელი პოზიტივიდან ნეგატივად გარდაიქმნა სამი კვირის განმავლობაში. თან ექიმი რაღაცას იქექებოდა წიგნში, რამაც ცოტა არ იყოს ნდობა შემისუსტა... მაგრამ მითხრა ექიმმა რომ კარგად ხარო, და ვირუსმა დაასრულა გამრავლება, და აღარ გაქვსო. იტოკში გამოკეთდიო.
იქნებ ვინმემ ვისაც ამ ლათინური აბცდ-ების გესმით მოკლეთ გამარკვიოთ, რა ხდება, მართლა მაგრა უნდა მიხაროდეს? თუ როგორაა საქმე.
წინასწარ დიდი მადლობა