აჰა, დავბრუნდი გერმანიიდან ჩამოსული პასუხებით და დუდა მეტრეველთან ვიზიტის შემდეგ ) ,.,,,,
ე.ი რადგან ისევ ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ ჯანდაბა ამბებში, პირდაპირ ექიმის დასკვნას დავწერ ) .... (თან დასკანერებაც დამავიწყდა და ხელით დავწერ).
ულტრაბგერითი გამოკვლევა: საყურადღებო ცვლილებების გარეშე.
BMI-19; სკლერები და კანი იქტერუსის გარეშე,; კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი საშ. განვითარების, ტურგორი შენახული, პერიფერიული ლიმფადენიტი არ აღენიშნება, შეშუპება არ აღენიშნება. კანზე ღვიძLის დაზიანების მეორადი ნიშნები (პალმარული ერითემა, პერიფერიული ვენური ქსელი მუცლის წინა და გვერდით ზედაპირებზე, CAPUT MEDUSA,ტელეანგიექტაზები) არ ვლინდება.
P-84; T/A 90/60 მმ.ვწ.სვ; COR ET PULMO საყურადღებო ცვლილებების გარეშე. ენა სველი, ნადების გარეშე. მუცელი რბილი, პალპაციით უმტკივნეულო, ღვიძლი და ელენთა არ პალპირდება. დეფეკაცია რეგულარული, შარდვა თAვისუფალი. ნერვიული სისტემის მხრივ რაიმე საყურადღებო პათოლოგია არ აღენიშნება.
დასკვნა: სავარაუდოდ ქრონიკული HBV ინფექცია; სავარაუდოდ ე.წ "ჯანმრთელი მტარებლობა"; პაციენტი რაიმე მედიკამენტოზურ თერაპიას არ საჭიროებს.
დიაგნოზი : B18.1 ქრონიკული ჰეპატიტი B დელტა აგენტის გარეშე.
რეკომენდაცია:
1. რეკომენდირებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
2. კონტროლი 6 თვეში;
დამიბარა შემდეგ მისვლაზე 6 თვეში და დამავალა ამ რაღAცების გაკეთება და მიტანა პასუხების :
BIL (TOT), BIL (DIR), ALT, AST, GGT, ALP;
სისხლის საერთო ანალიზი;
შარდის საერთო ანალიზი;
საერთო ცილა, ალბუმინი;
გლუკოზა; კრეატინინი;
PT, INR;
HBSAG (R.T)
ღვიძლის ელასტოგრაფია ("ფიბროსკანი")
ფეპატობილიარული სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
ეს რაღაცები ახლაც რომ იყოს გაკეთებული კარგი იქნებოდაო, მაგრამ არ დამინიშნა გუშინვე, იმიტომ რომ სხვა დანარჩენი ანალიზები სრულ სურათს მაძლევსო.
რამდენადაც ამისხნა არ უნდა წამოვიდე სამსახურიდან, არ უნდა დავშორდე არავის და არ უნდა ჩავიკეტო ბნელ ოთახში

...
თქვენი აზრიც მაინტერესებს, ვინც ერკვევით ამ დიაგნოზის კითხვაში.
პ.ს უზომოდ კმაყოფილი ვარ დუდა მეტრეველის, რომელიც სხვა რომ არაფერი სანდომიანი და ნორმალური კაცია. კომპეტენტურობას რომ შევეშვათ.
რასაც ვერ ვიტყვი რუსიკო ადამიაზე.... რომელმაც პირველივე ვიზიტზე ლამის ალბათ 20 წლის სიცოცხლე დამაკარგვინა
და სხვას არსდროს არ შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია-ო თქვა ჭილაძემ და დავეთანხმე მე...