და კიდევ, ცოტ-ცოტად დავყრი სიბრძნის მარცვლებს ბრინჯივით დაბნეულთათვის :
არ ჭამოთ ბრინჯი, თორემ ჩინელებივით პაწია იქნებით, ტანადაც და სხვაგანაც.
და მერე, ყოფილ საბჭოელთაგან პირველ ადგილზე ვართო, ვერ დაიკვეხნით, ამაყო გურჯო მამრებო, რაღაც-რაღაცეებში.
ისე, არიან ბედნიერი გამონაკლისები. მაგალითად, მე.
იმდენი ბრინჯის ფაფა მაჭამა დედაჩემმა თავის დროზე, რომ წესით დღეს პროტეზით უნდა ვსარგებლობდე, არადა, რომ იცოდეთ სიმართლე...
ასეა თუ ისე, ვიმეორებ, ბრინჯი არ ზრდის. დადგენილია.
გაზრდისთვის ჩვენს ორგანიზმს გლუციდებსა და ცხიმებზე მეტად სჭირდებათ : პროტეინები, ვიტამინები და მინერალები.
გლუციდებით მდიდარი საკვები (ბრინჯი, პური, კარტოფილი, სიმინდი და სხვა მარცვლეულობა) შეიცავს ბევრ ენერგიას (კალორიას), მარა გაზრდისთვის საჭირო ელემენტებს კი არა.
ზრდისთვის ძვალს სჭირდება : ფოსფორი, მაგნეზიუმი და კალციუმი, კუნთებს კი : წყალი, პროტეინები და კარბონჰიდრატები.
ყოველდღე ნაირნაირი საკვები, ბოსტნეულობა და ხილი (3-5 ცალი), წყალი (1,5 ლიტრი, სიცხეში კი მეტი უნდა) , უშაქრო სითხეები, რძე, მაწონი, ჩქარი სეირნობა, ველოსიპედი, ტანვარჯიში, ძელზე ჩამოკიდება, 7-15 წამიანი გაზმორვითი ვარჯიშები საწოლში (ანუ გაზმორვის პროცესია 3-5 წამი, გაზმორვის შეკავება კი 7-15 წმ).
ამნაირად გაზმორეთ სხეულის სხვადასხვა ნაწილები და მთელი შეგნება გადაიტანეთ ამ გაზმორილ სხეულებსა და კუნთებზე. გაიფიქრეთ და თქვით, რომ იზრდებით, რომ ,
ვარჯიშამდე 2-4 საათით ადრე (მსუბუქი კვება 2-3 სთ, მაძღარი 3-4 სთ) ჭამეთ და შემდეგაც. ვარჯიშის დროს სვით წყალი.
და რაც მთავარია სწორი სუნთქვის სწავლა (ამაზეა მთელი გამოკვლევა) დიაფრაგმის ვარჯიშით, მუცლის შიდა კუნთების მეშვეობით. ღრმად შეისუნთქეთ ცხვირით და გააჩერეთ წამნახევარი მაინც, მერე კი თუ გნებავთ პირით ამოისუნთქეთ.
მეტროში და ქალაქში ცხვირით ისუნთქეთ. ამიტომ, თუ გჭირთ სურდო, რაც შეიძლება ჩქარა მოიცილეთ. ცხვირის ნესტოებში არსებული ფლორა ფილტრავს ჰაერს. ხანდახან როგორმე მოახერხეთ ამ ფლორის გაწმენდვა. პატარა ბაშვები ტროტუარებზე სიარულის დროს დააყენეთ არა ქუჩის მხარეს, არამედ, შენობების მხარეს. მტვრის კონცერტრაცია მაღალია დაბლა, ამიტომ, თუკი ბავშვი მძიმე არაა, ხელით ატარეთ. ქალაქიდან რომ დაბრუნდებით, ჯერ ყელში გამოივლეთ წყალი და მერე დალიეთ. ონკანს რომ მოუშვებთ, დაიცადეთ რამდენიმე წამი და მერე დალიეთ.
ჰო, ეხლა ერთ სიურპრიზს შემოგთავაზებთ :
ამასწინ დავხსენი ჩემი გამთბობი ბაკი, რომლის გარსიდან მოჟონავდა წყალი და ეწვეთებოდა იატაკს. დავწმინდე ჩასაყოლი რეზინი (ჟუანი) და ვიფიქრე, ბარემ შიგ ბაკს გავწმინდავ-მეთქი !
ნეტა არ ჩამეხედა შიგ... (არც თქვენ შეხედოთ ფოტოს)...
და მაინც, აი, წყლის რამდენი ხინჯი (კალკერი) დაგროვილა მანდ ბოლო 5 წლის მანძილზე :
აი ფოტოც :

მოკლედ, იმდენია, ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხომ არ ჩამიყარეს სპეციალურად.
მანამ კი ეს : არ დალიოთ ბაკის წყალი, მისი ცხელი წყალი ასევე არ ვარგა ჩაისთვის.
ონკანის წყალიც არაა ძალიან სუფთა, არსად.
თირკმლების რენდგენზე გვეტყობა ბევრს : კალკერების და ქვიშების სახით.
ასე რომ, ბავშვიანმა ოჯახებმა უნდა ისარგებლონ წყლის გამწმენდი ფილტრებით.
This post has been edited by badriko on 7 Sep 2011, 17:42