#54719756 · 27 May 2019, 12:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gramatikikina ბევრ ადამიანს ერიდება და ეუხერხულება სმენის აპარატით სარგებლობა. ხოლო თანამედროვე ციფრული და მინიატურული - ყურშიდა აპარატები ძალიან ძვირია. ამიტომ წამოვჭერი საკითხი თანამედროვე ძვლოვანი გამტარობის ყურსაცვამებზე . წინა გვერდზე ფოტოს ნახავ. სმენის აპარატი სხვადასხვა სტრუქტურის დონეზე უზიანდება სხვადასხვა ადამიანს და ეს გადაწყვეტილება ამიტომ უნივერსალური ვერ იქნება. თუ სმენის დაზიანება დაფის აპკთან და სასმენ ძვებთან არის დაკავშირებული ასეთი დინამიკები გაამართლებს. გარეგნულადაც საკმაოდ თანამედროვე და მოდურია. აპლიკაციაში შესაბამისი პროგრამა ვიგულისხმე. პროგრამები რაც აპლესტორედან ვცადე ბლუთუზზე არ წავიდა. ასარჩევად კი დრო არ მაქვს უკან გადაიკითხე და იქ ნახავ.
| QUOTE | | არაფერი მოეწონა, ხმაური აქვსო |
ხმაურში ალბათ სტვენა-წივილი იგულისხმება. სმენის აპარატს აქვს თავისი მიკროფონი და თავისივე დინამიკი. თუ სასმენ მილში დინამიკი გერმეტულად არ ზის, დინამიკიდან ხმა აღწევს უკანვე მიკროფონში. ამ დროს ადგილი აქვს ე.წ. ფონის ეფექტს და აპარატი იწყებს აუტანელ სტვენას. ალბათ ხმაურში ეს იგულისხმე. ძვირფას ციფრულ აპარატებს ეს პრობლემა ასე თუ ისე გადაწყვეტილი აქვს და ყურში მჭიდრო ჩატენვა აღარ არის საჭირო
This post has been edited by GIORGI XXL on 27 May 2019, 12:56
|