#43020416 · 30 Nov 2014, 20:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Bloomy გონებრივ შესაძლებობებზე არ მოქმედებს. ზოგჯერ (იშვიათად) შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
kosta-rika
1. ინფარქტი გული კუნთის ნაწილის დაზიანებაა ("კუნთის სიკვდილი"), რაც გამოწვეულია გულისთვის სისხლის მომარაგების შეზღუდვით ან შეწყვეტით. 2. ბარძაყის არტერია აორტიდან გამოდის. ანუ ბარძაყის არტერიიდან შესაძლებელია გულის სისხლძარღვების კათეტერიზაცია და შესაბამისი ინტერვენცია. ამ დროს სტენტი ბარძაყში კი არ კეთდება, უბრალოდ ეს გამოიყენება როგორც გზა (კათეტერისთვის) რომელიც გულამდე მიდის.
ასეთი პრობლემების დროს ზოგჯერ ხდება გართულებები, სამწუხაროდ მათ შორის გარდაცვალებაც. რაც შეეხება მიზეზებს: თვითონ გულის კუნთის დაზიანება რომელიც სტენტირებამდე განვითარდა შეიძლება იყოს სხვადასხვა არითმიის (მათ შორის სასიკვდილო არითმიის) მიზეზიც. ამასთან ახლადჩადგმული სტენტიც შეიძლება დაითრომბოს (სტენტ-თრომბოზი). მოკლედ არის გარკვეული გართულებები რომლებიც ექიმზე არ არის დამოკიდებული და ყოველთვის შეიძლება მოხდეს (იდეალურად მართულ პაციენტთანაც კი).
fcdinamotbilisi ეს კუნთის გაციებას გავს. გირჩევთ რამე არასტეროიდული მალამო წაისვათ. თუ არ გაიარა თერაპევტს მიმართეთ.
papanwkuri შესაძლოა კოფეინტან გაქვთ "პრობლემა". ადამიანთა გარკვეულ ნაწილთან კოფეინი იწვევს გულის შემაწუხებელ აჩქარებას. პირველი რაც უნდა გააკეთოთ კოფეინის (ყავა, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა, პეპსი, შოკოლადი) შეზღუდვაა.
--------------------
> ასი ათასსა აჯობებს,თუ გამორჩევით მქმნელია > სამაგიეროდ,-ჩემში რაც არი,-სხვისი არაა ერთი მისხალი > ვიცი, ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა, სხვა ვერავინ, ვერასოდეს იტყვის! > თორელთა მოდგმის, სისხლის ვარ, ნიჭითაც არა მიჭირს რა > EHRA Certified Expert > www.RitmArt.ge - ყველაფერი არითმიებზე
|