აი მაგის ფობია მეც სერიოზულად მქონდა.
2011 ში ორჯერ ამცრეს, ერთხელ თებერვალი–მარტში სრული აცრის კურსი ჩამიტარეს ნაკაწრის გამო და აღმოჩნდა რომ კატა ცოცხალი იყო. ჩემი ბრალია, გადამოწმების საშუალება არ მქონდა და 2 თვის მერე დავბრუნდი იმ ადგილას სადაც კატამ გამკაწრა და აღმოჩნდა ის კატა ცოცხალი იყო
მეორედ აგვისტოში თურქეთში გამკაწრა სასტუმროს კატამ, სისხლი არ გამომსვლია ოდნავ აიქლითა კანი, კატა აცრილიაო ბევრი კი მიმტკიცეს მაგრამ როგორც კი დავბრუნდი თბილისში ანტირაბიულ ცენტრს მივაკითხე, ექიმმა მითხრა სრული კურსი რადგან მარტში გაქვს გაკეთებული არაფერი გიჭირს იმუნიტეტი ცოფზე 1 წელი ნარჩუნდებაო, მაგრამ დამატებით 3 აცრა მაინც გამიკეთეს რომ დავწყნარებულიყავი.
საშინელი სიზმრები მტანჯავდა 1 თვე, მეგონა გავცოფდებოდი
blblblთქვენ ალბათ ექიმი ბრძანდებით.
იქნებ მითხრათ აცრის სრული კურსის ჩატარებიდან 5 თვის თავზე თუნდაც სულ ცოფიან კატას რომ გავეკაწრე იყო საჭირო დამატებით 3 ნემსის გაკეთება? რაბიოლოგთან მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ჩემი პანიკური შიშის გამო გამიკეთეს კიდევ 3 აცრა
Charlotte_ Sometimesდაზღვევა არ გაქვთ? მაგის გარეშე 1 ნემსი 10 ლარი ღირს ანტირაბიულში, არამგონია ისეთი ფასი იყოს სიცოცხლის გარისკვად ღირდეს. დაკვირვების პერიოდში მაინც კეთდება აცრა, 0 -ანუ მისვლის დღეს, 3 და 7 დღეს.თუ ცხოველი შემდეგ ცოცხალი იყო დამატებით აცრას არ გიკეთებენ. მართალია მე პანიკური შიში მაქვს კონკრეტულად ცოფის და მაგიტომ მეორე დღესვე მივაკითხე ანტირაბიულს, მაგრამ მაინც გამართლებულად მიმაჩნია რაბიოლოგთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტოთ გაიკეთოთ აცრა და ისე დააკვირდეთ ცხოველს თუ მაგის გარეშე.
იმუნიზაციის ცენტრიამ ლინკზე ცხელი ხაზის ნომერია მითითებული, 24 საათი მუშაობს. დარეკე და ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებენ
This post has been edited by Georgian_Legend on 22 Jan 2012, 22:04