ტაკს...
ახლა მნიშვნელოვან რაღაცებს დავპოსტავ და თუ დაგჭირდებათ -გადახედეთ ხოლმე, პასუხს ბევრ შეკითხვაზე იპოვით.
ცოფი არის სასიკვდილო ვირუსული ინფექცია, რომელიც
ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს.
ადამიანებს ცოფი, როგორც წესი, ავადმყოფი ცხოველის კბენის შედეგად ემართებათ. ყველაზე ხშირად სკუნსები, ღამურები, ენოტები, მგლები, ძაღლები, კატები და იშვიათად, მაგრამ მაინც- კურდღლები, ვირთხები, ციყვები და ა.შ. ავადდებიან.
დაავადება შეიძლება ნერწყვითაც გავრცელდეს იმ შემთხვევაში, თუ ნაკაწრზე, ჭრილობაზე და ა.შ. ინფიცირებული ცხოველის დორბლი მოხვდება. ცოფი ჰაერითაც ვრცელდება. მაგ. ინფიცირებული ღამურებით დაავადებულ გამოქაბულებში (თუმცა, ეს თითქმის თეორიის დონეზეა)
იმ შემთხევაში, თუ ფიქრობთ, რომ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტი გქონდათ:* დაზიანებული ადგილები სუფთა წყლით და საპნით დაიბანეთ, რომ ცხოველის ნერწყვი მოიშოროთ.
* სისხლს საშუალება მიეცით, იდინოს.
* ექიმს რაც შეიძლება მალე მიმართეთ.
სიმპტომები:სიმპტომების გამოვლინება კბენიდან დაახლოებით ერთ თვეში იწყება. ინკუბაციური პერიოდი დაკბენის სიმძიმის პირდაპირპროპორციულია. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი ადამიანს თავზე უკბენს, ინკუბაციური პერიოდი მნიშვნელოვნაც მცირდება. ძალიან იშვიათად, მაგრამ ეს პერიოდი შეიძლება 1 წელზე მეტხანსაც გაგრძელდეს.
* ნაკბენის ქავილი და ტკივილი
დაავადების პროგრესირების შემტხვევაში ავადმყოფს კრუნჩხვები ეწყება. აგზნების და დეპრესიის პერიოდები იცვლება. ვითარდება სიკვდილის შიში. ვითარდება ყლაპვის სირთულეები - ყელის სპაზმები, რომლებიც ძალიან მტკივნეულია.
ვითარდება ჰიდრო და აეროფობიები - წყლის და ღია სივრცის შიში. (თუმცა, ღამურას ნაკბენიდან განვითარებული ცოფის შემთხევევაში, ჰიდროფობია და აგზნების სტადია არ აღინიშნება)
ადამიანი, სიმპტომების გამოვლინებიდან დაახლოებით ერთ კვირაში, გულის ან სუნთქვის უკმარისობის გამო იღუპება, მაგრამ თუ ამ სტადიაზე გადარჩება, მერე იწყება დამბლები, რომელიც ქვედა კიდურებიდან იწყება და ზემოთ ვრცელდება. ავადმყოფი, რა თქმა უნდა, იღუპება.
დაავადების სიმპტომების გამოვლინების შემდეგ მათი პროგრესირების შეჩერება შეუძლებელია. მკურნალობა მხოლოდ დამხმარე თერაპიას და მდგომარეობის შემსუბუქებას გულისხმობს. ასე რომ, სულ მცირე ეჭვის შემთხვევაშიც, ექიმთან მისვლა ნუ დაგეზარებათ.დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის შემდეგ ცოფი თავიდან რომ ავიცილოთ - უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია - პირველ 24-48 საათში (მეტი ეფექტისთვის) თავდაპირველად კეთდება ე.წ. პასიური იმუნიზაცია, რომელიც ცოფის საწინაარმდეგო იმუნოგლობულინის, ანტისხეულების, ორგანიზმში შეყვანას გულისხმობს.
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშაბებას შეუწყობს ხელს...
ვაქცინების რამდენიმე ტიპი არსებობს:
* ადამიაის დიპლოიდური უჯრედებისგან დამზადებული ვაქცინე - Human diploid cell vaccine (HDCV)
* ცოფის აბსორბირებული ვაქცინა - Rabies vaccine absorbed (RVA)
* ქათმის ემბრიონის უჯრედებიდან დამზადებული ვაქცინა - Purified chick emryo cell celture (PCEC)
ვაქცინაცია მკლავის ზედა ნაწილში 4 კვირის განმავლობაში კეთდება და მან შეიძლება გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიოს - სიწითლე, თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, თავბრუსხვევა, კუნთების ტკივილი.