გამარჯობა ყველას!

ადრეც დავწერე რომელიღაც თემაში და აქაც მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ლინზებთან დაკავშირებით:
21 წელია ვხმარობ მყარ ლინზებს.
არასდროს არანაირი პრობლემა არ შემქმნია!
მაქვს -8 ორივე თვალში და ასტიგმატიზმი.
ლინზებით ვიღებ ისეთი ხარისხის ხედვას,როგორიც ჯანმრთელი თვალითაც ხშირად შეუძლებელია!
ჩამოგითვლით დადებით ფაქტორებს,რის გამოც არასდროს დავთმობ მყარ ლინზებს:
- შესანიშნავი მხედველობა - შორსაც, ახლოსაც, კომპიუტერთანაც და კითხვის ან წერის დროსაც!
რადგან მყარი ლინზა ყველა შემთხვევაზეა გათვლილი;
- მარტივად მოსავლელი, - არ საჭიროებს ხსნარს და რაიმე ხარჯებს,მხოლოდ ბავშვის შამპუნი და გამოხდილი წყალი;
- ხმარების ხანგრძლივი ვადა - 3-4 წელი
- უშუალოდ შენს თვალზე მორგებული და არა სტანდარტული;
- აირგამტარობა,რაც იძლევა საშუალებას,რომ თვალმა ისუნთქოს და მიეწოდოს ჟანგბადი;
- აბსოლუტური კომფორტი!საერთოდ არ იგრძნობა!
- პირველი ვიზიტის შემდეგ,ექიმის ყველა კონსულტაცია უფასოა,
თუნდაც ასჯერ მიხვიდეთან თუნდაც 5 წლის შემდეგ,იხდით მხოლოდ ლინზის საფასურს;
ასე რომ, რეკომენდაციას ვუწევ მყარ ლინზებს,ოღონდ მხოლოდ პროფესიონალების დამზადებულს.
პროფესიონალები კი საქართველოში ჯერ კიდევ 21 წლის წინ იყვნენ და ახლაც არიან!

ასევე გაფრთხილებთ,რომ უხარისხოდ დამზადებულმა მყარმა ლინზამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სავალალო დაზიანება!!!
აქ ვიღაც წერდა(აღარ მახსოვს ვინ),რომ რამდენიმე დღე არ ვიღებ ლინზას თვალიდანო და მაინტერესებს,რატომ არ უნდა ამოიღო?
ისე ძნელია ლინზის ამოღება,რომ საფრთხეს შევუქმნათ საკუთარ თვალებს?
ეგ ექიმმა რომც გითხრათ,აბა,დაფიქრდით,რამდენიმე დღე თვალში უცხო სხეული განუწყვეტლივ კარგი იქნება?
და მხოლოდ იმიტომ,რომ რამდენიმე წუთი გვენანება ლინზის ამოსაღებად?
ჩემი რჩევაა,გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა,თუ ვთქვათ მუშაობთ ღამის ცვლაში ან მგზავრობთ ან რამე ეგეთი,
აუცილებლად ამოიღეთ ლინზა და დაასვენეთ თვალი!მნიშვნელობა არ აქვს მყარია თუ რბილი!
წარმატებები ყველას!