მყარ ლინზებს მხედველობის კორექციისთვის მხოლოდ აქ ამზადებენ საქართველოში!
სამი ექიმია,მე რუსუდან კეკელიას გირჩევ,მაგრამ სამივე ძალიან კარგია,სამივესთან მაქვს კონტაქტი,იმიტომ რომ თუ რომელიმე არ არის,სხვა მიგიღებს.
საერთოდ,ძალიან ოჯახური სიტუაციაა,მუდმივი პაციენტები ყავთ წლების მანძილზე და ყველას სახელებით და ოჯახებით ცნობენ.
ძალიან კარგი კოლექტივია!
ერთი ცალი მყარი ლინზა ღირს 75 ლარი და შეგიძლია იხმარო ორი წელი ან ცოტა მეტი ხნით.
აქვე აქვთ რბილი ლინზებიც სხვადასხვა ქვეყნის წარმოების და სხვადასხვა ვადიანი.
კიდევ ანკეტის გახსნა ფასიანია პირველად,მგონი 35 ლარი.შემდეგ მხოლოდ ლინზის ფულს იხდი,არავითარი კონსულტაცია და სხვა რამე!
კიდევ ლინზების ბუდე დაგჭირდება,ეგეც 5 ლარამდე.
შემდეგ ექვსი თვე ლინზის შესწორება ან სხვა რამე პრობლემა - უფასოა ყველაფერი.
Gam3Masterიგივე ანკეტით არა,რადგან ლინზის ზომა აბსოლუტურად განსხვავდება სათვალის მინის ზომებისგან,მაგრამ თვითონ გამოგიკვლევენ და თვითონვე გირჩევენ გიღირს თუ არა ლინზის გაკეთება,ან რომელი უფრო შეგეფერება - მყარი თუ რბილი.
რა თქმა უნდა გიღირს,მითუმეტეს თუ მხოლოდ ერთ თვალზე გაქვს პრობლემა!
მყარი ლინზის დამზადება ერთი ცალის 75 ლარი ღირს.
რბილები სხვადასხვა ფასიანია,ვადის მიხედვით,მაგრამ მყარ ლინზაზე იაფია ბევრად.
ზუსტად არ მახსოვს,მაგრამ სამთვიანი მგონი 25 ლარამდე ღირს ერთი ცალი.
რაც შეეხება წესიერად დანახვას, ლინზებით ბევრად უკეთესი ხარისხის მხედველობას იღებ,ვიდრე სათვალით.
ის კი არა,ბუნებრივ მხედველობაზე უკეთესი ხარისხით ხედავ,თუ ლინზა კარგად არის მორგებული!
მე 22 წელია მყარ ლინზას ვხმარობ და პრობლემა არ მქონია ჯერ!
თუ რამე დაგაინტერესებთ კიდევ, მკითხეთ და რაც ვიცი,გეტყვით!
* * *
gio-giorgiთითზე უნდა დაიდო და შეხედო,თანაბრად მომრგვალებულია თუ არა.
თუ ეჭვი გეპარება,ამოატრიალე და შეადარე.
თუ მაინც ეჭვი გეპარება, ექიმთან მიდი ან აფთიაქში,სადაც ლინზები იყიდება და დაგეხმარებიან
This post has been edited by nia4u on 13 Sep 2012, 01:47