ციკლს გულისხმობ ალბათ ხო?

არ შეიძლება სისხლის ჩაბარება მენსტრუაციამდე ერთი კვირით ადრე და ერთი კვირის განმავლობაში შემდგომ.
მოდი ჩამოვაყალიბოთ ის შეზღუდვები რომელიც დაწესებულია დონორების მიმართ, დაავადებების შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ არის სხვა შეზღუდვებიც:
არ არის რეკომენდებული:
1) სისხლის ჩაბარების წინა საღამოს მწარე, ცხიმიანი, შებოლილი საკვების მიღება,
2) 48 საათის განმავლობაში სისხლის ჩაბარებამდე ალკოჰოლური სასმელების მიღება,
3) ასპირინის, ანალგინის და სხვა ანალგეტიკების მიღება 72 საათის განმავლობაში სისხლის ჩაბარებამდე,
4) მინიმუმ ერთი საათი სისხლის ჩაბარებამდე სიგარეტის მოწევა.
ეს იყო რეკომენდაციები, ეხლა შეზღუდვები:
1) ქალებს შეუძლიათ სისხლის ჩაბარება წელიწადში 4-ჯერ, მამაკაცებს 5 ჯერ
2) 60 დღე მაინც უნდა იყოს შუალედი სისხლის ჩაბარების ინტერვალებში
3) სისხლის ჩაბარების შემდეგ პლაზმის ჩაბარება შეიძლება 30 დღის შემდეგ
4) პლაზმის ან სისხლის კომპონენტების განმეორებითი ჩაბარება შეიძლება 2 კვირის შემდეგ
5) არ შეიძლება სისხლის ჩაბარება უძილო ღამის შემდეგ
6) ქალებისთვის არ შეიძლება სისხლის ჩაბარება მენსტრუაციამდე ერთი კვირით ადრე და ერთი კვირის განმავლობაში შემდგომ. ასევე ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუს წოვების) განმავლობაში. როგორც წესი ორსულობის და ლაქტაციის შემდგომ 2 წელი არ შეიძლება სისხლის ცაბარება, რადგან აუცილებელია ქალის ჰორმონალური ფონი ნორმაში ჩადგეს.
7) დონორის წონა არ უნდა იყოს 50 კგ-ზე ნაკლებია და წნევა არ უნდა იყოს 100/80 ნაკლები