საღამო მშვიდობისა.
ერთი რჩევა მჭირდება. იქნებ ვინმემ მიპასუხოთ. ბოდიშს გიხდით თუ მსგავსი კითხვა იყო დასმული ვინმეს მიერ და მეორედ ვკითხულობ, უბრალოდ ყველა პოსტის წაკითხვა ვერ შევძელი.

ამ ექიმების გადამკიდე რეალურ პასუხს ვერ "მივაგენი" და იქნებ აქ მაინც გავიგო...
ვარ 28 წლის. დაახლოებით 2 წლის წინ შევამჩნიე რომ გამიდიდდა ფარისებრი ჯირკვალი, მივედი ენდოკრინოლოგთან და აღმოჩნდა რომ TSH(0.01), FT4 - მომატებული იყო მგონი(ანალიზის პასუხები სამწუხაროდ აღარ მაქვს). "ექიმმა" დამინიშნა თიროზოლი და მედროლი ვითომ სამკურნალოდ და თქვენს მტერს მე რომ დღე დამადგა!

შევშუპდი, გამომაყარა სახეზე-ტანზე, გავთმიანდი, ფეხებზე გამიჩნდა სტრიები და დამერღვა ციკლი! და ამ ყველაფრისგან შეწუხებული რომ მივედი სხვა ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგთან სხვა ყველა სიკეთესთან ერთად აღმოჩნდა რომ მომატებული იყო ცე-პეპტიდი!!! დამინიშნა მეთფორმინი და გარკვეული პერიოდის მკურნალობის მერე ეს ყველა პრობლემა მომიგვარდა. ანუ სტრიებს რა ეშველებოდა და თმა გამიქრა(ეპილაცია არ გამიკეთებია და არც სხვა არაფერით ამომიცლია), სახის კანი გამისუფთავდა, შეშუპებაც მომენტალურად გაქრა, ციკლიც მომიწესრიგდა. ექიმმა სასტიკად ამიკრძალა შაქარი და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
3 თვე გავიდა რაც წამალი აღარ მიმიღია და თავსაც კარგად ვგრძნობდი, მაგრამ რამდენადაც აღნიშნული აკრძალვის დაცვა ძალიან მიჭირს(მკვეთრად შევამცირე ტკბილეული რაოდენობა რაციონში, თუმცა მთლიანად აკრძალვა ჯერ ვერ შევძელი), შევამჩნიე რომ შედარებით მსუბუქ ფორმებში, მაგრამ მაინც სიმპტომები ისევ გამოჩნდა. 1 თვეა ისევ ვსვამ თიროზოლს.
კითხვა:
1. შეიძლება რომ თიროზოლმა გამოიწვიოს ისეთი ცვლილება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაში რომ ცე-პეპტიდმა მოიმატოს? (რამდენად შეიძლება იყოს ექიმის დანაშაული ამ ყველაფერში?)
2. ცე-პეპტიდის მომატება ზოგადად ნიშნავს რომ ინსულინრეზისტენტული ვარ? თუ კი, ეს ნიშნავს რომ შემდეგი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში დიაბეტი იქნება?
3. ინსულინრეზისტენტობა ნიშნავს რომ ჩემი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს საჭირო რაოდენობით, თუ პირიქით?
4. თუ ეს ყველაფერი ის არის რისიც ძალიან მეშინია, ანუ რომ დიაბეტის რისკჯგუფში ვარ, შევძლებ მკურნალობით ამ პროცესის შეჩერებას? თუ ნებისმიერი მკურნალობა მხოლოდ დროის გადაწევა იქნება?
ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ. წინასწარ გიხდით უდიდეს მადლობას გულისხმიერებისთვის!