pekineliმესმის შენი. ჰიპოთიოროიზმი არ მაქვს, მაგრამ დიდი ხნის წინ ჩაძინებული ფსიქოგენური გადაჭმა (
http://en.wikipedia.org/wiki/Binge_eating_disorder) გამიმწვავდა თვენახევარია, რაც სიგარეტს დავანებე თავი. ჩვეულებრივი საჭმელი იმდენად არ მინდა, შაქრიანზე და ცომეულზე მაქვს გართულება. ფსიქოლოგიური პრობლემაა ერთი შეხედვით, მაგრამ ნევროლოგიაზე და ენდოკრინოლოგიაზეა დამოკიდებული ბევრის მხრივ (ლეპტინი ახურებს ჩემს შემთხვევაში მგონი ერთ ფრონტზე და მეორეს მხრივ უსიგარეტობით არეული დოპამინი და ნეიროგადამცემები). 'შტუტგარტის კლინიკაში' მეც უნდა შავიარო
----
ისე, მადა ყოველთვის არაბუნებრივად ძლიერი მქონდა. მეტაბოლიზმი რასაც მთხოვდა, რომ მიმეშვა თავი იმაზე ორჯერ მეტის შეჭმას თავისუფლად მოვახერხებდი დღეში, მაგრამ ბოლოს როგორღაც გავწვრთენი ჩემი ჩვევები, რომ იმდენი მიმეღო, რომ შიმშილის (სომატური შიმშილის და არა ჭამის, როგორც მარიხუანის მოწევის სურვილის

) გრძნობის დაკმაყოფილებით 'დავკმაყოფილებულიყავი'. ამას იმიტომ ვწერ, რომ რაღაც მხრივ ქვეცნობიერად სულ მინდოდა ჰიპო არა, მაგრამ ჰიპერთიროიდიზმი დამმართნოდა

ვიცი რომ თმების ცვენა, ოფლისდენა და სულ სხვა სახის ნევროზები მოაქვს მაგას, მაგრამ ხანდახან ისე მენატრებოდა ერთი დიდი პიცის შეჭმა დანაშაულის შეგრძნების გარეშე (და თან რომ იცი, რომ მაინც იკლებ), რომ ლევოთიროქსინზე კინაღამ დავიწყე კაცმა ჩალიჩი
მადის დამაოკებელი წამლებიდან ვიცი რომ მერიდია იყიდებოდა და ამოიღეს. ფენტერმინი არის ეფექტური, აკადემიური და ლაბგამოკვლევების მიხედვით, მარა არ ვიცი არის თუ არა საქორთუოში. კიდე ბუპროპიონი არსებობს და ეგეც არ ვიცი, გაუგიათ თუ არა აქ
---
კიდევ ერთს დავამატებ - როდესაც ადამიანს 'ფსიქოგენური ღორმუცლობა' ჭირს

ადვილია მას დააბრალო 'ნებისყოფის ნაკლებობა'/ არ ვიტყოდი, რომ წმინდა მამა ვარ, თუმცა ბოლომდე უნებისყოფოს ვერ დავუძახებ თავს. წინა კვირას დღეგამოშვებით მხოლოდ წყლის, დიეტური კოლის და უშაქრო კევის ამარა ვიყავი (ანუ, თითქმის ნოლი კალორია - ჰაჰა, 100-200) ადვილი ნაწილი). მომდევნო დღეები - 1400 კალორიიანი დიეტით ,რაც ურთულესი იყო! რადგანაც ჭამის დაწყების მერე იგივე რამე მემართება, როგორც იმ სიმღერაში ემართებათ მესამე ჭიქის მერე). პარასკევის უჭმელობის მერე შაბათს ვისაუზმე მოკრძალებული 400-500 კალორიანი საუზმით და ლომკები რომ დამეწყო, სამი თუ ოთხი საათის განმავლობაში 9000-10000 მაინც ჩავიდგი

(რამდენიმე დიდი 'მარსი', კიტკატების ბევრი სახეობა, რძიანი, მუქი , კარამელიანი შოკოლადების პლიტკები, ქადა, ორი ფენოვანი და ერთი ბანკა ნუტელა). ამას დამატებული საღამოს სადილი რამდენიმე ნაჭერი პიცა და ნამცხვარი.
ჯანდაბას გავსუქდები, ფსიქოლოგიურად არის ძნელი

(( და ბოლოს მგონი დიაბეტსაც ავირტყამ
This post has been edited by Ar-Pharazôn on 24 Mar 2013, 12:50