წყალი

2 ყლუპი დალია მარტო და წვენიც 2 ყლუპი.
საჭმელი საერთოდ არაფერი უჭამია პირველ დღეს.
მეორე-მესამე-მეოთხე დღეა სულ კარტოფილს ჭამს და აღარ მინდა ამდენი კარტოფილი ჭამოს.
რძეზე მეც გამიკვირდა, მაგრამ ეტყობა ნარკოზთან არის რაღაც კავშირში.
არც ნაყინი მიწერია.
ჩაი არ უყვარს. აი, მანის გავუკეთებ, იქნებ ჭამოს. მაგრამ ურძეო მანი რა იქნება?

ბავშვია და ვერაფერს ვაგებინებ, ისეთ ხმაზე მღერის, გული ამოვარდნაზე მაქვს, ახველებს კიდეც, ყვირის კიდეც და ენას არ აჩუმებს, სულ ლაპარაკობს.
არადა აქ რომ თვალი გადავავლე, ხალხი მეოთხე დღეს ტკივილით იტანჯებიან.
წამალი გამოუწერეს, თუ სიცხე ექნა ან ტკივილი, დაალევინეო. ვეკითხები, არ მტკივაო იძახის, არც სიცხე აქვს.
დაახველა და ეტყობა ეტკინა მაგ დროს, მეუბნება, "ყელი მტკივა დე, წავიდეთ ექიმთან, ვუთხრათ ამომაჭრასო"

ჯერ ვერ გავაგებინე, რომ ოპერაცია უკვე გაუკეთეს.
მომავალი იწყება დღეს...