ჭეშმარიტად აღსდგა!!! მეც გილოცავთ...
BLEF22 - ძალიან ვწუხვარ ტკივილები რომ შენც დაგეწყო... ეხლა როგორ ხარ??
ჩემი მეთორმეტე დღეა დღეს და შედარებით უკეთ ნამდვილად ვარ, თუმცა გამაყუჩებლები ჯერ კიდევ მჭირდება.(უმრავლესობას, მე-10 დღისთვის უკვე აღარ აქვთ ხოლმე ტკივილები.) ფუფხების დიდი ნაწილიც მომცილდა. მაგრამ ჯერ ვერც საკვების გემოს აღვიქვავ ნორმალურად და ყურებიც და თავიც ჯერ კიდევ მტკივა.
მაგრამ მაინც ვთვლი რომ გვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე
MIA19 -ზუსტად ეგ თეთრი ნადებია ფუფხია თუ რაც არის. ეგ უნდა მოგცილდეს. პასკა არ ჭამე? მე შოთის პურებს ისე ვჭამ, ყოველგვარი ჩაბუჟბუჟების გარეშე და პასკაც და პურიც ამ ფუფხებს აშარად არ მოსწონს

და კიდევ, გირჩევ ბეეევრი წყალი სვა და ისე მიირთვა შედარებით მაგარი საკვები, რომ უხეშად არ მოსცილდეს ეს ნადები და სისიხლდენა არ გამოიწვიოს. მოკლედ, წარმატებებს გისურვებ