მე გავიკეთე 24 ში ჯაფარიძეში. დღეს მეექვსე დღეა და ძალიან კარგად ვარ.
ვინც აპირებთ, არ შეგეშინდეთ, არაფერია, მითუმეტეს ნარკოზით.
მოკლედ მოგიყვებით მთელ პროცესს

)
ექთანმა რომ გამიყვანა საოპერაციოში, მაშინ ცოტა შემეშინდა,
დამაწვინეს და კათეტერი ჩამიდგეს ვენაში, და ეგრევე ნარკოზი გაუშვეს, გააზრება ვერ მოვასწარი ვერაფრის, ანუ შიშის მომენტი არ მქონია ,არც ნერვიულობის, ყოველგვარი სტრესის გარეშე ჩაიარა.
გავიღვიძე უკვე პალატაში გადავყავდი, მალე გამოვფხიზლდი.
მქონდა ძალიან ცუდი გლანდები, ნუ დაჩიქრებულიც იყო და ვიზუალურად გეგონებოდა უკვე ამოჭრილი აქვსო, საერთოდ არ მეტყობოდა, მაგრამ მაწუხებდა საშინლად,
დაღლილი ვიღვიძებდი და ხერხემალი მტკიოდა, ისედაც მალე ვიღლებოდი , როგორც აღმოჩნდა ამათი ბრალი ყოფილა:@
მოკლედ, რომ გამოვედი ნარკოზიდან 2 საათში მომიტანეს ნაყინი, არ მინდოდა არც ჭამა, არც წყალი. ნერწყვის გადაყლაპვაც მიჭირდა, მე რომ გამობერილი გლანდები არ მქონია, რაღაც გამომებერა მათ ადგილზე და ეგ მიქმნიდა დისკომფორტს.
2 საათში შევამჩნიე რომ სისხლი მომდიოდა.
გამიყვანეს, გამიყუჩეს და როგორც თქვეს კაპილარიდან ჟონავსო და მომიწვეს ეგ კაპილარი, საერთოდ არ მტკენია, მაგრამ დავისტრესე და უარესად შეშინებული დავბრუნდი პალატაში. თან მოწვის დროს ამბობდა ექიმი," აი ცუდი გლანდების მაგალითიო"
იქ კიდევ 3 ნაოპერაციევი იწვა, ყველანი ძალიან კარგად იყვნენ, მე მქონდა ცოტა გართულებები.
შიშის გამო იმ დღეს არც ვლაპარაკობდი და არც მიჭამია .
ღამე დაძაბულს მეძინა, ერთ მხარეს და დილით გაშეშებულმა გავიღვიძე. ყელი საერთოდ არ მაწუხებდა, ვერ ვმოძრაობდი და ყველა კუნთი მტკიოდა.
ფენოგელით დამზილეს და ეგ ტკივილიც 1 საათში წარსულს ჩაბარდა.
მეორე დილითვე გამომწერეს, 1 დღე ყველას ტოვებენ, მაინც საშიშია.
მე მეორე დღესაც მეშინოდა, მეთქი ხომ არ დავრჩე თქო, მაგრამ არ დამტოვეს,ყველაფერი რიგზეაო.
სახლში უკეთ გავხდი,
მარტო პირველ დღეს გავწვალდი . 5 დღე წამლებს ვსვამდი, ახლა მარტო ნიმესილი მაქვს დანიშნული თუ ამტკივდება, მაგრამ დღეში 1-ჯერ ვსვამ მაგას,
საერთოდ არ მტკივა ყელი, გლანდების დროს უფრი მტკიოდა ხოლმე . სიცხე მაქვს 37, რაც ნორმალურია.
ხო, აქ წერენ ათასგვარ საჭმელებს ვჭამთო,
მხოლოდ რბილ საჭმელებს ვჭამ, იოგურტს , ფაფას, დაბლენდერებულ ბულიონს, ჩაიში ჩალბობილ სუხარს, ცოტა წყალსაც ვსვამ, საერთოდ არ მინდება წყალი.არადა კაი ყოფილა. რძე თუ გიყვართ ეგეც მაგარია . ეცადეთ დიეტა დაიცვათ 21 დღე. ინსტრუქციას ამობეჭდილს გამოგატანენ, რა უნდა ჭამოთ და რა არა

)
5 წელია მაწვალებს და ღირდა ოპერაციის გაკეთება,
აწი ვიცი რომ არასდროს შემაწუხებს და იმ 1 დღეს თუ არ ჩავთვლით , ძალიან მარტივად გადავიტანე.
აწი 2 კვირა დიეტა დამრჩა და მერე შევჭამ მონატრებულ პეპერონს და დავლევ ყავას <3
ხო, წონაც დავაგდე, სადღაც 3 კილო ვარ მოკლებული 6 დღეში

))
ალბათ ფასებიც გაინტერესებთ

)
ანალიზები დამიჯდა 80 ლარი . (ზოგს 50-60)
490 ლარი ღირდა ოპერაცია.(ნარკოზით)
წამლები 50 ლარამდე.
როგორც ვიცი საყოველთაო დაზღვევაც ანაზღაურებს 70%-ს. პოლიკლინიკაში ,რომელიც ახლოსაა თქვენთან მიდით და დარეგისტრიდით საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში(სხვა დაზღვევები უნდა გააუქმოთ)
მერე წახვალთ იმ კლინიკაში სადაც გინდათ ოპერაციის გაკეთება და შეგივსებენ 'ფორმა100'-ს,სადაც წერია რა ოპერაცია გჭირდება და რა ჯდება. მერე ამ ფურცელს მიიტან წერეთლის 180 ნომერში(თუ არ მეშლება) ჯობია დარეკოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505-ზე და იქ გეტყვიან ზუსტად. ჯობს ოპერაციამდე 2 თვით ადრე მიხვიდეთ სადაზღვეოში, მაინც ბევრი აკითხავს მაგათ და რიგები აქვთ ოპერაციებზე.
ძალიან დიდი პოსტი გამომივიდა

აბა წარმატებები ყველას და ჯანმრთელობა რაც მთავარია

)))))))))
This post has been edited by nikon90 on 30 Jul 2013, 12:25