კლინდამიცინი და დალაცინი არის საკმაოდ ძლიერი, თან ანტიბიოტიკებს შეიცავს.....
მაშინ აქვს ეფექტი როცა იყენბე, მერე ისევ გეწყება პროცესი.....
საერთოდ არ გირჩევ წასმას.........
ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა და თავს უფლებას მივცემ ვინმეს ვურჩიო......... ))))
უფლებას მივცემ კი არა, ზოგ დერმატოლოგს სინდისი რომ ქონდეს ექიმის დიპლომს თავზე გადაიხევდა და როგორც მინიმუმ კარგი კოსმეტოლოგის სტატუსს "მიბოძებდა" ...

საკვერცხეები, ნაღველი და ჰორმონალური გამოკვლევა, ეს არის აუცილებელი რაც უნდა გაკეთდეს......
ბავშვობიდან ნაღველი მაქვს გაღიზიანებული და სულ ეს მეგონა პრობლემა, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა რომ არ არის.....
მოკლედ....3 "ძირეული" მკურნალობის სტადია გავიარე........აბსოლიტური არც ერთი არ ყოფილა,თავდაპირველი შედეგი კარგი იყო, რომელიც სტაბილურად არ ნარჩუნდებოდა, მკურნალობის დამთავრებიდან მრჩებოდა შედეგის ალაბათ 30, მაგრამ ეხლა კანი კარგ მდგომარეობაში მაქვს........
1) დერმატოლოგი.......დარცმელია..............
-საკმაოდ ძვირადღირებული, საკმაოდ თავისებური პიროვნება (ადრეც დამიწერია რატომ არმომწონდა მისი დამოკიდებულება), რომელიც წამლებით "გჭყიპავს" და თითქმის მისი პაციენტების 90% უსვამს ერთსა და იმავე დიაგნოზს..........
ჩემი რჩევა იქნება მიხვიდეთ....გაიაროთ კონსულტაცია, დაიცვათ დიეტა, მაგრამ მხოლოს პირველი 2 თვე (ირაკლის რომ კითხო მთელი ცხოვრება დიეტაზე უნდა იყო), ჩაიტაროთ ის გამოკვლევები რასაც დაგინიშნავთ, გაიკეთოთ გადასხმები (ოღონდ კლინიკაში არა, მარტივი მიზეზის გამო, მარტო გადასხმა 200 ლარი დაგიჯდებათ,მაშინ როცა ისე რომ აიყვანოთ ექთანი 60 ლარად გაიკეთებთ) ..........
და წამლები მიიღოთ...............
მაგრამ, მიიღოთ მარტო ანტიბიოტიკი რასაც დაგინიშნავთ (და დაგინიშნავთ მესამე თაობის ანტიბიოტიკს რაც ძალიან კარგია ) და მიიღოთ ალერგიის წამალი.........
დანარჩენი ზედმეტია....ღვიძლის გამაძლიერებელი და ა.შ. ეხლა ვხდები რომ არ უნდა გავკარებოდი........
თან მკურნალობის კურსი ხანგრძლივია და რომელი თაობის ანტიბიოტიკიც არ უნდა იყოს, ამ დროის მანძილზე საშინელებაა ორგანიზმისთვის....არაფერს ვამბობ დღეში 12 აბის მიღებაზე....კუჭი როგორ არ უსკდება დარცმელიას პაციენტებს მიკვირს..........
ძალიან კარგია კრიო, თუმცაეს არის, გარეგანი დამხმარე საშუალება..........
ანტიბიოტიკების მიღების დღიდანვე (შეახსენეთ და აიძულეთ, რომ დაგინიშნოთ) დაიწყეთ პარალელურად სოკოს საწინააღმდეგო და მიკროფლორის აღმდგენი წამლების მიღება...ეს ირაკლის არ ახსენდება, ორიენტირებულია კანზე და პარალელურად შეიძლება ისეთო გვერდითი მოვლენები დაგაწყებინოს ამ მკურნალობამ რომ ინანო საერთოდ რომ მიხვედი.............
2) სტაფილოკოკი..........
ირაკლის მერე სადღაც 1 წლიანი შესვენების მერე, რატომღაც გონება გამინათდა და გადავწყვიტე ჩამეტარებინა სისხლის სეროლოგიური კვლევა........
აღმომაჩნდა სტაფილოკოკი.....სტაფილოკოკზე იმიტომ არ მიფიქრია, რომ ჩირქოვანი გამონაყარი არ მქონია.....წელიწადი ისე გავა არ გამომივა, მაგრამ კანქვეშა წერტილები (ძალიან წვრილი) მქონდა (დამავიწყდა მეთქვა, დარცმელიასთან მკურნალობის პერიოდში კანი კარგად მქონდა....გამონაყარი არ მქონია და ვერც გადამივიდოდა შესაბამისად, მაგრამ კანის სტრუქტურა გაუმჯობესებული იყო თითქოს....აი კონკრეტულად რომ ვერ ხვდები რა მოხდა უკეთესობისკენ, მაგრამ რომ ხედავ რაღაც არის, მკურნალობის დამთავრების შემდეგ ეს ეფექტი თითქოს აღრა იგრძნობოდა იმდენად, მაგრამ უკეთესობა მაინც "დამრჩა").........
მივედი ინფექციურში, მალვინა ჯავახაძესთან...............
ვმკურნალობდი 2 თვე..............
ვსვამვდი ანტიბიოტიკს (10 დღიანი კურსი იყო ერთი და მეორე 1 კვირიანი) და იმუნური სისტემის გამაძლიერებლებს....
ორჯერ ვიყავი სულ....ორივე მისვლაზე სხვადასხვა ანტიბიოტიკი და სხვადასხვა დამხმარე პრეპარატი დამინიშნა......
კანი კიდევ უფრო გამიუმჯობესდა, მაგრამ ქალბატონმა მავლინამ გადაწყვიტა რომ უნდა დამებარებინა და ჩამომეტანა პრეპარატი, რომელიც არ იყიდება, ბევრ ქვეყანაში არ არის დაშვებული, საკმაოდ სარისკოა, უაზროდ აშრობს კანს და ა.შ. მაგრამ შედეგი ქონდა......
ხოდა, აი მანდ გადავწყვიტე რომმეტად აღარ მივიდოდი............
შედეგი...........კიდევ უფრო გაუმჯობესებული კანი...........გაწეწილი ჯიბე და კუჭი, რომელიც მართალია არ გამღიზიანებია მაგრამ ალბათ არ ისურვებდა მსგავსი რეჟიმით გაეგრძელებინა ყოფა და დამეგობრებოდა ანტიბიოტიკებს..........
3)ალერგია............
ალერგია ხომ 21-ე საუკუნის დაავადებაა და რატომღაც გადავწყვიტე რომ მეც მექნებოდა (ისედაც ალერგიული ვარ) .........
მივედი მაია გოთუასთან...უსაყვარლესი ქალიაა !!! (გადახვევა გამომივიდა ცოტა) ......
ჩავიტარე გამოკვლევა....აღმოჩნდა რომ ალერგია მაქვს მტვერზე და ნესტზე (რითაც ეგრევე 3ქულიანი ჩავუგდე დედაჩემს და გამოვუცხადე: "დე. მე და მტვერი ერთად არ შევიძლებით,ამიტომ ვეღარ დავალაგებ") და დავიწყე მკურნალობა.........
ძლივს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ანტიბიოტიკი კი არა, მარტო ალერგიის წამალი დამინიშნა,2 სახის, რომლებსაც ვიღებდი სადღაც 20 დღე და ჩემი წერტილებიც გაქრა........
იმის მერე აღარ მივსულვარ............
მოკლედ, მიუხედავად იმისა რომ დარცმელიასთან მკურნალობიდან შედეგი ცოტა შემრჩა, მიუხედავად იმისა რომ ჯავახაძემ საკმაოდ ძლიერი ანტიბიოტიკები დამინიშნა, ვთვლი რომ 3-ვე სტადიის გავლამ მომცა ეს შედეგი რაც მაქვს..........თუმცა, თუ ჰორმონალური და ნაღველის პრობლემა გამორიცხულია, ალბათ მაინც უფრო სტაფილოკოკს მივანიჭებდი თქვენს შემთხევაში "უპირატესობას" და როგორც კი გამოკვლევას გავიკეთებდი, მივაშურებდი ეგრევე ინფექციონისტს..........
პ.ს. თუთიაა............
ცინკი მიიღეთ,ჩაიტარეთ კურსი 4 თეში ერთხელ მაინც !!!
გიყვართ ბრამსი?.......
An evil dictator of taste.......... ©
Don't cry, buy a bag and then get over it..........
Только у баранов послушные овечки. У льва – гордая львица!!! .......
U are like snow, beautiful but cold...... ©