მოკლედ ჩემი სიმპტომები ინტერნეტში რომ მოვიძიე დიაგნოზი მუნი შემრჩა ხელში იქნებ რამე სხვა დაავადებასაც აქვს იგივე სიმპტომები

რამდენად შეიძლება მუნი მჭირდეს

თან ატიპიური შემთხვევა, რადგან სრულად ყველა ჩამონათვალი არ მჭირს. აქვე მითითებული იყო რომ თუ ჰიგიენას ხშირად მიმართავ უფრო ძნელი გამოსავლენიაო. ჩემს შემთხვევაში: დამახასიათებელი ძლიერი ქავილი, რომელიც ძლიერდება ღამით, ან ლოგინში ჩაწოლის შემდეგ სითბოში.
მე და ჩემი 3 წლის შვილი ერთ ლოგინში ვწევართ და მუნი რომ იყოს მასაც ხომ უნდა გადადებოდა რამე ამდენი ხნის განმავლობაში. ბავშვს არაფერი არ აღენიშნება.
მოკლედ სხეულის ნაზ ადგილებში :
1. კუდუსუნთან ე.წ. სამკუთხედის ზონა ( ამ ადგილას 3 წლის წინანდელი მშობიარობის შემდგომს ნახეთქივით დამრჩა და კაი ხანს დისკომფორტს მიქმნიდა) მგონი არც გაუვლია ამ დრომდე უბრალოდ ფორმა იცვალა და ეხლა კანი იფრცქვნებასავით;
2. ყურს უკან, ზოგჯერ საერთოდ სუფთად მაქვს კანი, ამ წუთას კი მთელი ზოლი ნახეთქივით მაქვს და შეხების დროს მეწვის;
3. მკერდის ქვეშ - ძლიერი ქავილის შედეგად გადატყავებული პრიალა წითელი, ზოგჯერ კი შინდისფერი კანი. ხელის შეხებამდე ფუფხებივით გამხმარი კანი მაქვს და რასაც ქვია იფშვნება ( აქ პრობლემა ზაფხულში დამეწყო) ე.წ. გიპიური ქსოვილის ბიუსტჰალტერიც შევცვალე, რადგან მეტად აღიზიანებდა. რამდენიმე დღის წინ ერთი ციცქნა ხორცმეტივითაც შევნიშნე, რომელიც მეორე დღეს მომძვრა. მაქვს ხალიც ამ დაზიანებულ ადგილას და მენერვიულება. ვისვამდი პიმაფუცინის კრემს, თუმცა არა სისტემატურად, ანუ ერთჯერადი წასმა ამილაგებდა ამ სიწითლეს და კანსაც შვება ქონდა, ზედმეტად აღარ ვისვამდი, შემდეგ ისევ იწყებოდა.
4. სველი ჭიპი, ეს ყველაზე ბოლო გამოვლინებაა. აღწერილობით ემთხვევა ომფალიტს, თუმცა ცალკე დაავადებად განვიხილო თუ ამ ყველაფერთან კავშირშია არ ვიცი. ვიმუშავებ, ვიწმინდავ პერეკისით, თუმცა არ მშველის. პერეკისით დამუშავებიდან რამდენიმე საათში გამხმარი ფუფხებივით რჩება.
ან რომელ ექმის მივადგე, ვის მირჩევთ, ან რა ჯანდაბა მჭირს და მართლა მუნიანი ვარ????