დღეს მესამე დილაა რაც ვისვამ და ჯერ-ჯერობით მიწითლებს სახეს, ოღონდ სახის დასაბანი საშუალება კიარა, მეორე სამკურნალო გელი, და მერე დამატენიანებელს რომ ვისვამ კიდევ უფრო მიწითლდება, ოღონდ უფრო მეტად ტუჩების ირგვლივ და ცხვირის გვერდითა ადგილებში, სადაც კანი უფრო მგრძნობიარეა.
თუმცა რეცენზიებში ყველას უწერია რომ პირველი კვირა ასეთი შეწითლებები გექნებათო, სიმართლე გითხრა ძალიან ცუდი შეგრძნებაა ასეთი გაწითლებები, მაგრამ ვნახოთ,
მოკლედ მე ამის წასმა რომ დავიწყე კანზე გამონაყარი არ მქონია, მხოლოდ ლაქები და ერთადერთი პატარა მუწუკივით რომელიც რაღაც პერიოდი ძალიან დაპატარავებულ მდგომარეობაში იყო, ოდნავ შეყვითლებული ფერით, ხოდა ეს რომ დავიწყე ეგრევე დათრგუნა და გაქრობის პირას დააყენა, ანუ მე რომ გამონაყარი მქონოდა როგორც ვაკვირდები აი ძალიან ეფექტურად იმუშავებდა, ნუ ამას მე კი არა ათიათასობით მომხმარებელიც აღნიშნავს,
უბრალოდ ჯერ მხოლოდ მესამე დღეა ტესტის და მეტი ინფორმაციის დაწერა არ შემიძლია, იმის გარდა რომ ეს სიწითლე დიდ დისკომფორტს მიქმნის,
ირაკლის რაც შეეხება თუ გინდა ჰკითხე, მაგრამ ვიცი მაგი რასაც გეტყვის და გულში მეცინება მაგის პასუხზე

ერთი კვირის თავზე დავპოსტავ, ამ დროისთვის მეტი გამოცდილება მექნება.
ნორსულფაზოლინს რაც შეეხება, არა არანაირად არ გაგიღიზიანებს, ძალიან ამშვიდებს კანს რასაც ჰქვია და აშრობს სუპერ.
უბრალოდ არ ვიცი შენ როგორც ამბობ პერიოდულად თუ შეიძლება ამისი გამოყენება,
მაგის შეძენ შეგიძლია ლუბლიანას 5-ში, კანის ინსტიტუტი რომ არის, აი ნინოშვილიდან რომ გადავიდნენ.
თუმცა (არ ვარ დაწმუნებული) მარჯანიშვილის მეტროსთან რომ არის აფთიაქი, აი რეცეპტების მიხედვით რომ ამზადებენ.
მაგათ რომ უთხრა ნორსულფაზოლინის სანჯღრი მინდაო, ნიუჟელი ვერ დაგიმზადებენ ფორმულის გარეშე?! მგონია რომ კი
ხოდა თუ მაგასაც დაამზადებინებ, მაშინ იცოდე ისიც იცოდე, რომ სანამ მაგას წაისვამ, ძალიან ეფექტურია თუ ლევომიციტინის ხსნარით
გაიწმინდავ სახეს, ანუ ბამბას დაასველებ ამ ხსნარით და გადაისვამ მთელ სახეზე, რომ შეგაშრება მერე გადაისვი.
ანუ დღეში ორჯერ გადაისვი ეს ხსნარი, ხოლო სანჯღრი დაწოლის წინ ერთი ან ორი საათით ადრე და დაიტოვე.
ვისაც არ აქვს სამსახური და გასვლა არ უწევს გარეთ, მაშინ დღისითაც შეუძლიათ წაისვან და ძილის წინ ჩამობანა.
რაც შეეხება იხტიოლ-გოგირდ-ნაფტალანიანი პასტა, მაგასაც იმ კანის ინსტიტუტში ამზადებენ, ოღონდ არ ვიცი მარჯანიშვილის აფთიაქში
თუ დაგიმზადებენ ფორმულის გარეშე, ნუ შენ ცადე თუ გინდა მაინც