I love chris 
ხსნარი დიდი არაფერი, მაგრამ პასტა სერიოზული რამეა.
დაჟე მაგის შემდეგ გოგოებს ცხვირიდან წერტილებიც უქრებოდა (ეს პასტა მართლა კაი რამეა, სიწითლესაც მაააააგრა შველის)
LooLaa არ ვიცი შენი პრობლემა როგორია, მაგრამ ზოგადად აკნესკენ მიდრეკილი ცხიამინი სახის წმენდა არ არის რეკომენდირებული.
ერთხელ როცა ირაკლი დარცმელიასთან ვიმკურნალე, გამიშვა ძალიან მაგარ კოსმეტოლოგთან ზედაპირული პილინგისთვის.
მაგრამ გამაფრთხილა რაც არ უნდა შემოგთავაზოს, სახის წმენდაზე არ დათანხმდეო.
მოკლეთ გამიკეთა პილინგი და ძაან მაგარი შედეგი მქონდა, ერთ კვირაში მეორეჯერაც გამიკეთა, ხოდა ამ პროცედურის დროს მითხრა,
მოდი ცხვირი ძალიან ცხიამიანი გაქვს და გაგიწმინდავო, ვიცი ირაკლი წინააღმდეგია სახის წმენდისო, მაგრამ მე ჩემი ხედვა მაქვსო.
დავთანხმდი და გავიწმინდე, ე.ი ამდენი ნამკურნალევი სახე ისევ ამეხა. მოკლედ გამიღიზიანდა ისე რომ თავიდან დამჭირდა დარცმელიასთან მისვლა.
რომ ვუთხარი ესე და ესეთქო გაბრაზდა და თქვა "ხომ გაახურეს ამ კოსმეტოლოგებმა დერმატოლოგების ამბიციებით საქმეო"
ხოდა მერე ამომიტივტივდა ყველა ის ფრაზა თავში, რომელიც ადრინდელ დერმატოლოგებს უთქვიათ ოდესღაც ჩემთვის, არაფრის დიდებით სახე არ გაიწმინდოო.
ისკიარადა, ზედაპირული პილინგი ხომ კარგი რამეა ზოგადად პოსტ აკნეს ლაქების გადაყვანის დროს, მაგრამ თუ გადაწყვეტთ პილინგის გაკეთებას, მხოლოდ მაშინ, როცა
ლაქები კარგად გამუქებულია (ვარდისფერი, ანუ ახლად ნამკურნალევი არ არის) შებრუნება იცის პროცესმა.