annittaვულგარული აკნე, არის ჩემი დიაგნოზი.
ბოლო წლებია პერიოდულად მიწევს აქაურ ექიმებთან ვიზიტები.
მგონი ყველა დერმატოლოგი გავიცანი. ზოგი 10 დღიან ანტიბიოტიკოთერაპიას გინიშნავს და ზოგიც 2-3 თვიანს, კლებითი სისტემით,
შედეგი არის საუკეთესო იმ პერიოდში სანამ ანტიბიოტიკებს ვიღებ, მაგრამ ვწყვეტ თუ არა ეგრევე მიბრუნდება პრობლემა.
ამდენი ანტიბიოტიკებისგან უმეტესობა მათგანზე რეზისტენტობა ჩამომიყალიბდა და ღმერთმა დაიფაროს რაიმე სერიოზული რომ დამემართოს მომავალში
ჩათვალე რომ ანტიბიოტიკები ვერ მიშველის!!!
არადა თუ ანთება რეალურად გამოკვეთილია სახეზე ანტიბიოტიკების გარეშე ვერ ჩაიცხრობ და რა უნდა გააკეთო, ხარ ასე გაურკვევლობაში და დეპრესიაში.
მთელი პრობლემა არის რომ კანში ცხიმოვან ჯირკვლები მომატებულად აწარმოებენ ცხიმს რომელიც ფორების გავლის შემდეგ კანის ზედაპირს ესმევა (გადაჭარბებული რაოდენობით თორემ ნორმალური რაოდენიბით აუცილებელიც არის) ამ ცხიმში განსაკუთრებულად კარგად გრძნობენ ბაქტერიები თავს.
როცა გადაჭარბებული რაოდენობით გამოიყოფა ცხიმი, ფორები მათ გამტარიანობას ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყობს და იჭედება, ანუ ფორები იხურება.
ფორების გაჭედვაში გარქოვანებული მკვდარი კანის ნაწილებიც მონაწილეობენ, ხოდა ეს ყველაფერი ვერ გამოდის ზედაპირზე და შედეგი სახეზეა კომედონის სახით, ნელნელა იზრდება ეს კომედონები, შიგნით ბაქტერიებიც მრავლდებიან, მომატებული ბაქტერიების საწინააღმდეგოდ იმუნიტეტი იწყებს ბრძოლას და ამ ბრძოლის შედეგად ჩნდება მკვდარი კონსისტენცია რასაც ჩირქი ჰქვია. მოკლედ მთელი ორკესტრია რა!!!!
ისეთი კომპლექსური მკურნალობა უნდა ამ ყველაფერს რომ რავიცი.
მოკლედ, ამ ცხიმოვან ჯირკვლებს ააქქტიურებს ადამიანის ჰორმონალური სისტემა, კერძოდ ანდროგენები!!! ხოდა ამ ანდროგენების კონტროლი ძალიან ძალიან რთული ამოცანაა, უკიდურეს შემთხვევაში, აი ძალიან გართულებული აკნეს დროს, ცისტურ აკნეს რომ ეძახიან, აი სახეზე ძალიან დიდი კვანძები რომ აქვთ და საშინელ ვიდზე რომ არიან, აი ამ დროს ინიშნება სპეციალური პრეპარატი, რომელსაც როაკუტანი ჰქვია და სპეციალური რეცეპტის გარეშე ვერ შეიძენ, ზოგადად ამ დერმატოლოგები ძალიან უკიდურეს შემთხვევაში ნიშნავენ ამას, მაგრამ შედეგი რათქმაუნდა აქვს. აბსოლიტურად გილაგდება ყველაფერი, მაგრამ იცით რის ხარჯზე? კანიც სხიმოვან ჯირკველბის სრულიად ატროფირების ხარჯზე. ანუ შენი კანი ვეღარ იპოხება ცხიმით, რომელიც ამდენ პრობლემას გიქმნიდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ანუ შენი კანი მთლიანად გამოშრება. პლიუს ამას იმატებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა, ღვიძლი ზღვარზე მუშაობს და ძალიან გადატვირთულია ამ დროს (ეს უკუჩვენებები მიმდინარეობს მკურნალობის პერიოდში) მოკლედ 6 თვიდან 1 წლამდე ხდება ამ პრაპარატის მიღება მე რამდენადაც ვიცი და მთელი ეს პერიოდი ძალიან ისე ხარ რა!!! ხოო თავის ტკივილებიც გაქვს და დეპრესიული შემოტევებიც გაქვს.
აი წარმოიდგინე ვისაც ცისტური აკნე არ გვაქვს (იოლ ან საშუალო ფორმებში ვისაც გვაქვს) რა უნდა ვქნათ, ვინც მზად ვართ რომ ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადავდგათ და მივიღოთ როაკუტანი.
ხოდა რაღაც ალტერნატიული უნდა გამოვძებნოთ რა. მე ამ დღეებში დავაკვირდები ერთ ფრიად საინტერესო ექსპერიმენტს ჩემთვის, ჩემი მეგობარი აპირებს ოზონოთერაპიას მიმართოს და ინტრავენური და შემდეგ უკვე სახეზეც შეიშვას ოზონის ინექციები. ვნახოთ, რუსეთში უკვე გაიდლაინებშიც უწერიათ ოზონოთერაპია აკნეს დროს. ხოდა აი ველოდები შედეგებს. როგორ იმოქმედებს.
http://1tv.ge/video/15813მანამდე კი დაიბანეთ დილა-საღამოს ანტიბაქტერიული გელებით, ავენე, ვიში, ოქტენისანი, ჯიჯი. თინდერმი. ამათგან ავენე ყველაზე ეფექტური გამოდგა ჩემს შემთხვევაში, ისე კი ყოველ 2 თვეში ერთხელ ცვალეთ დასაბანი საშუალებები.
გამოსავალი მაინც არსებობს და ეს არის ბრძოლა და იმედი!!!!
* * *
მერე უკვე ნამკურნალევზე პოსტ აკნეს ლაქების გადასაყვანად ცივ სეზონში ჩაიტარებთ ქიმიურ პილინგს, ან ზედაპირულს ან საშუალო სიღრმის.
ნაწიბურების და შრამების შემთხვევაში კი ღრმას პილინგს!
ხოდა ეგაა, ერთი უნდა დაუჭირო მუღამი სწორი ცხოვრების რეჟმს და დარეგულირდება ყველაფერი