ერთი 5 წლის წინათ ზამთრის ცივ დღეს ქუჩაში ვიდექი და უცებ-წწწწწწწწწწწწწწ-ჩართო ჩემმა მარცხენა ყურმა, ვიფიქრე, გადამივლის მალე-თქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ერთი წამითაც კი არ ჩერდებოდა წუილი. ლამის იყო ჭკუიდან გადამიყვანა, ისე დავითრგუნე, რომ დეპრესია დამეწყო ამ სანგვინიკ კაცს, ღამეები არ მეძინა და თავში ათასი უბედური აზრი მომდიოდა, მოკლედ, ჩემი ცხოვრება თითქმის დამთავრებულად მიმაჩნდა...
ინეტში რომ დავქექე ინფოები, იმის მერე ხო ვააბშე მომეღო ბოლო...
ხოდა, ცოცხალ-მკვდარი მივლასლასდი ექიმთან, რომელიც ძალზედ გულისხმიერი და ხალისიანი ადამიანი გამოდგა, მას მერე რაც გამოკვლევებით თავის ტვინში პათოლოგიები გამოირიცხა, ამ ჩემმა ექიმმა ერთი საიდუმლო გამიმხილა, მე თავად მიწუის უკვე სადღაც 15 წელია, მაგრამ აღარ მესმისო, ასე რომ დაიკიდე, ტყუილად ფული არ გადაყარო მკურნალობაში, მალე შეეჩვევი შენს მდგომარეობას და ეგ წუილიც აღარ შეგაწუხებსო...
ვიფიქრე, მასხრად მიგდებს ეს ჩემისა - ეგ როგორ, რას ქვია - აღარ შემაწუხებს-თქო ?
რას ქვია და აი, ხალხი ხომ ცხოვრობს აეროპორტების სიახლოვეს, ხოდა მათ თვითმფრინავების ხმა აღარ აწუხებთ თან იმ დონეზე, რომ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, აღარც ესმითო, შენც ეგრე შეეჩვევიო-მომიგო ექიმმა.
ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც იმ პატიოსანი კაცის სიტყვები ამიხდა: აბსოლუტურად აღარანაირი წუილი აღარ მესმის ყურში, არადა, რეალურად ყური რომ მივუგდო - წუის და თან მერე როგორ, მაგრამ მე არაფერი მესმის...
დღეს ჩემს მაშინდელ დათრგუნულ მდგომარეობაზე უბრალოდ მეცინება... რავი, შეიძლება, იფიქროთ-პარადოქსს ვამბობ, მაგრამ ეგრეა, დამიჯერეთ.
ასე რომ, ყველას ვისაც ეს პრობლემა გაწუხებთ, გირჩევთ, გამოკვლევები ჩაიტაროთ და თუ რაიმ სერიოზული პათოლოგიები არ აღმოგაჩნდებათ, ექიმები ვერაფერ ხელმოსაჭიდს ვერ იპოვიან და ვერც მდგომარეობას გაგიუმჯობესებენ, შეეცადეთ ამ პრობლემის უბრალოდ დაკიდებას !
ვიცი, ძნელია, მაგრამ სავსებით რეალურია !
განსაკუთრებით ღამის საათებში ჭირს, როცა ირგვლივ სიწყნარეა, მე ეს პრობლემა იმით გადავჭერი, რომ ძველი აკვარიუმისტი ვარ და მთელი ღამე აკვარიუმში ჩადგმული წყლის ფილტრის ჩხრიალი მესმოდა, რომელიც ერთგვარად ახშობდა ჩემი ყურის წუილს და სადღაც 2-3 თვეში ეს წყეული წუილი უკვალოდ გაქრა... არა, კი არ გაქრა, რეალურად ისევ წუოდა, მაგრამ მე აღარ მაწუხებდა კი არა, აღარც კი მესმოდა....
დღეს ხანდისხან საგანგებოდ მივაყურადებ ხოლმე და ვრწმუნდები, არასად წასულა, აქ არის ჩემი წუილი, მაგრამ მე ის აღარ მესმის !
მესმის, გაგიჭირდებათ თავიდან ამის დაჯერება, მაგრამ ეგრეა და ჰე...
ნუ, თუ ძლიან ითრგუნებით და არც ჩემი და არც იმ ჩემი ექიმისა არ გჯერავთ, გირჩევთ კარგ ფსიქოლოგს მიმართოთ და ის აუცილებლად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას !
აბა, თქვენ იცით, კოლეგა "მოწუილეებო," ყოჩაღად იყავით, ყველაფერი კარგად იქნება !
ერთი ამ რუს ექიმსაც მოუსმინეთ, მგონი, ჭკვიანურს იძახის... მე მაგალითად ის მეორე სიტუაცია მქონდა (მაქვს) - ყბას რომ წინ გამოვწევდი, წუილი მიძლიერდებოდა...
ა. კიდო- ახლაც გამოვწიე ყბა და წუილი გავიგონე...
This post has been edited by chombe on 29 Dec 2013, 04:56