ჭორია თქო გავიძახი ამდენი ხანია მარა ვინ მისმენ? აგერ დაიდო დღეს ნიუს.ჯი-ზეც
„სამედიცინო დაწესებულებები დაზღვევაზე დეზინფორმაციას ავრცელებენ“
სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" სამედიცინო დაწესებულებებს დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია“- მოუწოდებს ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე დაზღვევის პროგრამა გაუქმდა ან შეჩერდა და გააგრძელოს საქართველოს მოქალაქეების სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშობას და მოსახლეობის მომსახურებას სადაზღვევო პირობების შესაბამისად.
დაზღვეულ მოქალაქეებს ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებლობა აქვთ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე, რომელიც უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
სს სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მოსახლეობის ჯანმრთელბის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თბილისში მცხოვრები 0-5 წლის ჩათვლით ბავშვების, სტუდენტების, ასაკით პენსიონერების, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, აგრეთვე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჯანმრთელობის დაზღვევას ახორციელებს.
კომპანიამ სრულად შეასრულა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები, აშენდა „არქიმედეს კლინიკები“ წნორში, ლაგოდეხსა და სენაკში, მიმდინარეობს რიგით მეოთხე საავადმყოფოს მშენებლობა დედოფლისწყაროს რაიონში." - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ თემაზე "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" წარმომადგენლები ხვალ, 12 საათზე "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენციას გამართავენ.
ნიუს.ჯი