Garcon_Frშეიძლება სუბიექტურად საერთოდ არ აწუხებდეს პაციენტს ლაგამი (ტუჩის, ენის, არის ასევე კიდევ რამდენიმე მცირე ჭიმები, ლაგმის მსგავსი პირის ღრუში) და უარყოფითი პროგნოზის თვალსაზრისით მიზანშეწონილი იყოს ჩაჭრა ან ამოჭრა (ფრენულოტომია ან ფლენულექტომია). საქმე იმაშია რომ ლაგამი თავისთავად წარმოადგენს იოგს, რომლითაც რბილი ქსოვილი მიმაგრებულია ძვალზე. თუ აღინიშნება ლაგმის დაბალი ან მაღალი მიმაგრება, ანუ კბილის ყელისკენ უფრო, ხშირად "ქაჩავს" კბილისირგვლივ ღრძილს და აშიშვლებს ფესვს. ეს პროცესი ასაკთან ერთად მიმდინარეობს, ამიტომ პროფილაქტიკის მიზნითაც ხშირად ატარებენ ამ პროცედურას. იუთუბზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოები.
ნუ მეტყველების თვალსაზრისით ერთმნიშვნელოვნად საჭიროა ლაგმის კორექცია.
ასევე ორთოდონტიული თვალსაზრისით, თუ საჭიროა კბილებს შორის სივრცის დახურვა, შეიძლება ხელი შეუშალოს ან რეციდივი გამოიწვიოს.
"ზასაობისას" თუ ტრავმირდება, დიდი შანსია მართლაც საკორექციო იყოს.