ძალიან კარგია,თირკმელებიც რომ წესრიგშია,მოკლედ ძალიან კარგად მიდიხარ და უფლის წყალობით ყველაფერი სასიკეთოდ უნდა დამთავრდეს,აუცილებლად გაიმარჯვებ,შენ უკვე დაიმსახურე ეს შენი ისტორიით!..
დანარჩენს მერე მოგწერ კიდევ.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საინტერესო უნდა იყოს ალბათ ეს სტატია-კვლევა, ნახევარი დღე კი გადავაყოლე.

"ც ჰეპატიტი: მკურნალობა და სტიგმა,მასთან დაკავშირებული.
აბსტრაქტი.
ც ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირება წარმოადგენს ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, გლობალურ ქრონიკულ ინფექციურ დაავადებას მსოფლიო მასშტაბით. სავარაუდოდ დედამიწის მოსახლეობის 3% ანუ 170-200 მლნ ადამიანია დაინფიცირებული აღნიშნული ვირუსით.ინფიცირების უმეტეს შემთხვევებში დაავადება ასიმპტომატურია, პაციენტი ათწლეულების მანძილზე წარმოადგენს ვირუსის ქრონიკულ მატარებელს, არ არის რა ინფორმირებული ამის შესახებ. ც ჰეპატიტის მიერ გამოწვეულ ყველაზე სერიოზულ გართულებებს შორის უნდა აღინიშნოს ღვიძლის ციროზი და ჰეპატოცელულარული კარცინომა, რაც აღინიშნება პაციენტთა 20-40%-ში, რომლის საბოლოო შედეგიცაა ღვიძლის უკმარისობა და პაციენტის სიკვდილი. ც ჰეპატიტის ვირუსი, აღმოჩენილი 25 წლის წინ, 1989 წელს,წარმოადგენს რნმ ვირუსს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოიაზრება როგორც ერთ ერთი ონკოგენური.ჰეპატოცელულარული კარცინომა წარმოადგენს ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს ონკოდაავადებათა შორის, იკავებს რა მეხუთე ადგილს მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით მთელ მსოფლიოში. მისი შემთხვევები დღითი დღე მატულობს დასავლეთის ქვეყნებშიც, ძირითადად ც ჰეპატიტის გავრცელების მასშტაბების მატების გამო. ც ჰეპატიტი არ არის მხოლოდ ღვიძლის და შესაბამისად მხოლოდ ციროზის გამომწვევი დაავადება, ის ასევე მიეკუთვნება მენტალურ, ფსიქოლოგიურ, ინტიმურ და სოციალურ დაავადებას. სტიგმა, რომელსაც ატარებს დაინფიცირებული ადამიანი,ხშირად შემზარავია, მოიცავს რა სხვადასხვა სახის გართულებებს პაციენტთა კატეგორიისთვის. აღნიშნულის, სტიგმის გამოწვევის ძირითადი მიზეზია ადექვატური ინფორმაციის უქონლობა დაავადების შესახებ თვით მედიცინის დარგის მუშაკთა შორისაც კი. თუმცა, როგორც მედიცინის დარგის სპეციალისტებს, ასევე თავად დაავადებულებს და მათთან დაახლოებული პირებს, ოჯახში თუ საზოგადოების ფენებში, გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეთ რომ აღნიშნული ვირუსული დაავადება რეალურად განკურნებადია და რომ განკურნებაში იგულისხმება ტოტალური და სრული ელიმინაცია ვირუსის ადამიანის ორგანიზმიდან. ც ჰეპატიტის მკურნალობა დაიწყო გასული საუკუნის 80-იან წლებში,განკურნების მაჩვენებლით მხოლოდ 6%. ნაბიჯ ნაბიჯ ც ჰეპატიტის თერაპიის ეფექტურობა მატულობდა და დღესაც მატულობს სრულიად ახალი კლასის, ე.წ. პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტების გამოყენებით, აღწევს რა სადღეისოდ 80-90% განკურნების მაჩვენებელს.
ც ჰეპატიტი და მისგან განკურნება.
ც ჰეპატიტი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე გავრცელებულ ინფექციურ,ქრონიკულ დაავადებას: მიახლოებითი მონაცემებით იგი მოიცავს 170-200 მლნ ადამიანს, მაშინ როდესაც ბ ჰეპატიტით და აივ-ინფექციით იგივე რიცხვი შეადგენს 350 მლნ და 34 მლნ შესაბამისად. არ არსებობს ვაქცინა ც ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ. ბ ჰეპატიტის პრევენცია იოლია ვაქცინაციის მეშვეობით. სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლად ც ჰეპატიტის ითვლება მისი მაღალი რისკი ქრონიკულში გადაზრდის, 80%-მდე. მეორე მნიშვნელოვან მახასიათებელს ც ჰეპატიტის წარმოადგენს სიმპტომების არქონა ათწლეულების მანძილზე, მანამდე, სანამ დაავადება არ გადავა ღვიძლის ციროზის დეკომპენსირებულ ფაზაში და ჩამოყალიბდება ჰეპატოცელულარული კარცინომა.
ფაქტიურად ციროზი არის ყველა ქრონიკული ღვიძლის დაავადების საბოლოო ფაზა. მისი ნატურალური ისტორია ხასიათდება ე.წ. ასიმპტომატური ანუ კომპენსირებული ფაზით, რასაც შემდგომში, წლების ან ათწლეულების შემდეგ მოსდევს ე.წ. დეკომპენსირებული ფაზა-სტადია. დეკომპენსირებულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2 წელიწადს შეადგენს.
აღნიშნული ფაზის ძირითადი მახასიათებელია დაავადების სწრაფი პროგრესირება ციროტიკული ღვიძლისთვის შესაბამისი, კლინიკური გართულებების მკვეთრი გამოვლინებებით,გამოწვეულის პორტული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბების გამო. ეს გართულებებია: ასციტი, სეფსისი(ძირითადად გამოწვეული სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტით) ვარიკოზული სისხლდენა,სიყვითლე, მენტალური გადახრები(ენცეფალოპატია) თირკმელთა უკმარისობა,კახექსია.
ღვიძლის ციროზი სამედიცინო თვალსაზრისით წარმოადგენს ერთ ერთ ყველაზე ონკოგენურ სიტუაციას. ჰეპატოცელულარული კარცინომის ჩამოყალიბება რეალურ ფაქტს შეადგენს, ხდება რა მისი განვითარება ციროზის შემთხვევათა 1-4% ში ყოველწლიურად,ზოგიერთ სამედიცინო ცენტრებში იგი წარმოგვიდგება ც ჰეპატიტის მიერ გამოწვეული ღვიძლის ციროზის ყველაზე ხშირად ფიქსირებული კლინიკური გართულებად.
დეკომპენსირებულ ფაზაში მყოფი პაციენტის ცხოვრების ხარისხი მეტად კომპრომენტირებულია კლინიკებში ხშირი ჰოსპიტალიზაციისა და გამოწერის ფონზე. ამ ფაზაში სიცოცხლისუნარიანობის საშუალო ან ხანგრძლივი შენარჩუნების მიზნით, ერთადერთ რეალურად ეფექტურ საშუალებად რჩება ღვიძლის ტრანსპლანტაცია. მაგრამ ოპერაციამდე, თუ ვირუსი აქტიურია, რეინფექცია გარდაუვალია.
ც ჰეპატიტის ვირუსი 25 წლის წინ, 1989 წელს იქნა აღმოჩენილი. აღმოჩენამ გახსნა გზა დიაგნოსტიკური ტესტების ჩასატარებლად და საფუძველი დაუდო ვირუსოლოგიის, მოლეკულარული ბიოლოგიის და ფარმაკოლოგიის შესაბამისი მიმართულებების კვლევებს. თავდაპირველად მკურნალობის ეფექტურობა მხოლოდ 6% შეადგენდა და დღესდღეობით იგივე მაჩვენებელმა, ახალი ტიპის მედიკამენტების გამოყენებით, შესაძლოა 80-90% მიაღწიოს.
ც ჰეპატიტის მკურნალობა მაგალითია თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობების, გამოიყენოს სამეცნიერო ბაზის საშუალებით მოპოვებული უპირატესობები კლინიკურ პრაქტიკაში. ბოლო 25 წლის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი გამოიყენებოდა სხვადასხვა წარმატებით; თავდაპირველად, ადამიანის რეკომბინანტული ინტერფერონი (INF კვირაში სამჯერ,ეფექტურობა 6%). 1995 წელს ბაზარზე გამოჩნდა რიბავირინი,გამოყენებული კომბინაციაში ინტერფერონთან ერთად,რამაც ეფექტურობა აწია 34-42%-მდე. 2001 წელს, გამოჩნდა პეგილირებული ინტერფერონი, რომლის გამოყენებაც დაიწყო კვირაში ერთხელ ინექციების სახით, ეფექტურობამ რიბავირინთან ერთად შეადგინა 45% 1 გენოტიპის მქონე პაციენტებისთვის და 70-80% მესამე გენოტიპის მქონე პაციენტებისთვის. 2011 წელს მორიგი ნაბიჯი იქნა გადადგმული, დამტკიცებული იქნა რა ორი პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების პრეპარატი ძველ სტანდარტულ პრეპარატებთან კომბინაციაში,რამაც მკურნალობის ეფექტურობა 1 გენოტიპის მქონე პაციენტებში აამაღლა 70-80% მდე ზოგ შემთხვევებში.(სამმაგი თერაპია, ტელაპრევირი,ბოცეპრევირი+პეგინტერფერონი-რიბავირინი).

სადღეისოდ მსოფლიოში ტარდება სწრაფად მზარდი კლინიკური კვლევები ახალი,პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების პრეპარატების შესაქმნელად,რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა დანიშნულება,ძირითადად შედიან რა ვირუსის რეპლიკაციისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილების ბლოკირების პროცესებში( (NS 3/4, NS5A, NS5B Polymerase,)
ამ სახის მედიკამენტებიდან აღსანიშნავია კლინიკურ კვლევებში უკვე გამომჟღავნებული ეფექტურობით ცნობილი პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების პრეპარატები,როგორებიცაა სოფოსბუვირი,დაკლატასვირი,ასუნაპრევირი, ABT-450, ფალდაპრევირი,სიმეპრევირი,დელეობუვირი,მათგან ზოგიერთი მიიღება მხოლოდ ორალური სახით, 12 კვირის განმავლობაში, მხოლოდ რამდენიმე ადვილად გადასატანი გვერდითი მოვლენებით, გააჩნიათ რა პოტენციალი ვირუსის ელიმინაციის შემთხვევათა 80-90%-ში.
ფაქტია რომ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ც ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელმა 6%-დან თავდაპირველად მოიმატა 90%-მდე დღეისათვის, კვირაში სამჯერ ინექციებიდან 48 კვირის განმავლობაში, დღეში რამდენიმე კაფსულამდე მხოლოდ 12 კვირის განმავლობაში.
სხვა მნიშვნელოვან მიღწევად პაციენტთა ცხოვრების ხარისხის და განკურნების მაჩვენებლის გაუმჯობესების თვალსაზრისით, შეიძლება ჩაითვალოს ღვიძლის ელასტოგრაფიის განმსაზღვრელი აპარატის, ფიბროსკანის შექმნა. ეს არის ულტრასონოგრაფიის პრინციპზე შექმნილი აპარატი,რომელიც გამოირჩევა საკმაოდ კარგი სიზუსტით ღვიძლის ფიბროზის სტადიის შესაფასებლად, განსაკუთრებით ციროზის პირობებში. აღნიშნული აპარატის გამოყენებამ ცალკეულ სამედიცინო ცენტრებში ღვიძლის ბიოფსიის ჩატარების აუცილებლობა შეამცირა 90%-ით.
ც ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტურობა ფასდება მნიშვნელოვანი მომენტის თანახმად, ე.წ. ვირუსული დატვირთვა 24 კვირის შემდეგ მკურნალობის კურსის დასრულებიდან, უნდა იყოს ნეგატიური მგრძნობიარე ტესტის მონაცემებით. თუ ასეთი მოხდა, 99%-ზე მეტი პაციენტების აღარ იქნება პოზიტიური ც ჰეპატიტის ვირუსის მიმართ აღარასდროს.
ც ჰეპატიტისგან განკურნება.
ეს არის ერთადერთი გლობალური ქრონიკული ვირუსული დაავადება,რომლისგანაც განკურნება შესაძლებელია, სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებებისგან განსახვავებით, როგორებიცაა ბ ჰეპატიტი და აივ-ინფექცია და მათი სახით მსოფლიოში 350 და 40 მლნ ადამიანია დაინფიცირებული შესაბამისად, დაავადების ქრონიზაციის პირობებში სრულად განკურნება ფაქტიურად შეუძლებელია.
სამედიცინო საზოგადოება დიდი ხნის მანძილზე ც ჰეპატიტთან მიმართებაში ერიდებოდა სიტყვა „განკურნების“ გამოყენებას. თუმცა დღეისათვის სავსებით შესაძლებელია ამ სიტყვის მართებულად „ხმარება“, მაგრამ მაინც ზოგიერთი შეზღუდვით. ფაქტიურად ვირუსისგან განთავისუფლება სამუდამოდ ხდება. უკვე დამტკიცებულია რომ ვირუსი არ გვხვდება განკურნების შემდეგ არც ღვიძლის უჯრედებში და არც მონონუკლეარულ სისხლის უჯერედებში,როგორც ვარაუდობდნენ ზოგიერთი სპეციალისტები. არ აღინიშნება აგრეთვე ე.წ. მიმალული ანუ ოკულტური ჰეპატიტი,როგორც ხდება ქრონიკული ბ ჰეპატიტის შემთხვევაში( ბ ჰეპატიტის ვირუსი ნეგატიურია ან ფიქსირდება ვირემიის დაბალი მაჩვენებელი, HBsAg ძირითადი ანტიგენი ნეგატიურია და რჩება რისკი ვირუსის გააქტიურების იმუნოსუპრესიის ფონზე).
თუმცა ყველაფრის მიუხედავად სიფრთხილით მიდგომაა საჭირო ციროზიანი პაციენტებისადმი,ვინაიდან განკურნების შემდეგ ჰეპატოცელულარული კარცინომის ჩამოყალიბების შანსი მიუხედავად იმის რომ მკვეთრად კლებულობს, მაინც რჩება.ეს გარემოება წარმოადგენს ერთ ერთ ძირითად მიზეზს ნამკურნალევი იქნენ ც ჰეპატიტის მქონე პაციენტები მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ფიბროზის არსებობის პირობებში, რათა მაქსიმალურად შემცირებული იყოს შანსი მოვლენების არასასიამოვნო მიმართულებით განვითარების, სანამ არის ამის შესაძლებლობა.ღვიძლის ციროზის პირობებში, პაციენტის შანსი განუვითარდეს ჰეპატოკარცინომა, ყოველწლიურად 1-4% შეადგენს.
ც ჰეპატიტის ვირუსის განკურნებისგან გამოწვეული რეზულტატის მნიშვნელობა უაღრესად საგრძნობია.ეს დაავადება მისაჩნევია გლობალურ პრობლემად.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დეფინიციით, ქრონიკული ც ჰეპატიტი არის ფიზიკური, მენტალური და სოციალური დაავადება, ახდენს რა გავლენას გლობალურად ინდივიდუალზე, ოჯახურ წყვილებზე,ოჯახზე უშუალოდ და საზოგადოებაზე ზოგადად.
არსებობს რამდენიმე მითი ც ჰეპატიტთან მიმართებაში:“თითქმის ყოველთვის ლეტალური,ბევრად მძიმე,ვიდრე შიდსი (acquired immunodeficiency syndrome (AIDS), არაგანკურნებადი, გვერდითი მოვლენები თერაპიის უმძიმესი და უამრავი“ და ა.შ.ყველაფრის მიუხედავად, განკურნებისგან გამოწვეული სარგებელი, განკურნების,რაც ითვალისწინებს გლობალური მიდგომით ფიზიკურ,მენტალურ და სოციალურ ასპექტებს, მრავალნაირია.
ც ჰეპატიტისგან განკურნებით მიღებული სარგებლები:
ნეგატიური ვირუსული დატვირთვა სამუდამოდ, შემთხვევათა 99%-ში;
ნეგატიური ვირუსული დატვირთვა ღვიძლში;
ვირუსის განეიტრალება მონონუკლეარულ სისხლის უჯრედებში;
გენოტიპის დადგენის შეუძლებლობა;
ზოგიერთ შემთხვევებში, რამდენიმე წლის შემდეგ, anti-HCV ტესტი ანტისხეულებზე,ნეგატიური ხდება, რასაც ეწოდება „სერორევერსია“;
ამინოტრანსფერაზების((AST, ALT) და GGT ნორმალიზაცია;
ცვლილებები ექოსკოპიური გამოკვლევების თანახმად(ღვიძლის კონტურების ნორმალიზაცია,პორტული ვენის დიამეტრის შემცირება პორტული ჰიპერტენზიის პირობებში);
ლიმფური კვანძების გაქრობა ღვიძლის მიმდებარედ(ჰელიუმი);
ელასტოგრაფიის მაჩვენებლების შემცირება;
ციროზში პროგრესირების რისკის შემცირება;
ციროზის შემობრუნება ზოგიერთ შემთხვევებში;
საყლაპავის ვარიკოზის გაქრობა;
ღვიძლის კიბოში გადაზრდის რისკის შემცირება;
ღვიძლის დეკომპენსირებულ ფაზაში გადასვლის რისკის შემცირება( ასციტი, სიყვითლე, საყლაპავის ვარიკოზის დროს სისხლდენის რისკი,ენცეფალოპატია);
ვირუსის გააქტიურების შანსის ნულამდე დაყვანა პაციენტებში ღვიძლის ტრანსპლანტაციით;
ცხოვრების გაუმჯობესებული ხარისხი;
ფსიქოლოგიური ზეგავლენის შემცირება( შფოთვა,დეპრესია);
სქესობრივი გზით დაავადების გადატანის რისკის გაქრობა;
პერინატალური გზით დაავადების გადადების რისკის გაქრობა;
ც ჰეპატიტთან ასოცირებული სხვა დაავადებებისგან განკურნება(პორფირია კუტანეა-მგლურა, ნეუროპატია,კრიოგლობულინემია, ელენთის ლიმპომა);
პირადი,ოჯახური და სოციალური სტიგმის შემცირება;
მკურნალობის რენტაბელურობის დამტკიცება;
სარგებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის;
ღვიძლის დაავადებისგან გარდაცვალების რისკის შემცირება;
ნეუროკოგნიტიური გაუმჯობესება მდგომარეობის;
ც ჰეპატიტისგან განკურნება.
ც ჰეპატიტისგან განკურნების ზოგიერთი სარგებელი.
თერაპიის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ც ჰეპატიტის ვირუსის სრული ელიმინაცია.მკურნალობის საბოლოო შედეგი კი განისაზღვრება მყარი ვირუსული პასუხით.(SVR). მას შემდეგ,რაც აღნიშნული მიზანი მიიღწევა, მყარი ვირუსული პასუხი განკურნების ტოლფასია პაციენტთა 99%-ზე მეტში.
თუ ტესტი,შესრულებული 24 კვირის შემდეგ მკურნალობის დასრულებიდან,ნეგატივს აჩვენებს, შეგვიძლია ვილაპარაკოთ პაციენტის „განკურნების“ შესახებ. ახალი თერაპიის რეჟიმების დანერგვის პირობებში,პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების პრეპარატების გამოყენებით, მყარ ვირუსულ პასუხზე ტესტის ჩატარების ვადა მცირდება 24-დან 12 კვირამდე. ტესტი უნდა შესრულდეს თანამედროვე, მეტად მგრძნობიარე პჯრ აპარატურის გამოყენებით ვირუსის აღმოჩენის ქვედა ზღვარით 50 IU/mL ან უფრო ნაკლებით. თუ მკურნალობის დაწყებისათვის პაციენტს უკვე აღენიშნებოდა ღვიძლის ციროზი,მყარი პასუხის მიღების შემდეგ,რამდენიმე წლის განმავლობაში ჰეპატოკარცინომის განვითარების რისკი კვლავ რჩება, რაც აქედან გამომდინარე ითვალისწინებს მსგავსი პაციენტების ექოსკოპიურად შემოწმებას ყოველ 6 თვეში არასასურველი სცენარის გამოსარიცხად.
როდესაც მყარი პასუხი მიიღწევა, როგორც წესი ყველასთვის საერთო, მნიშვნელოვანი სარგებელი სახეზეა: იმ შემთხვევაში,თუ არ არსებობს სხვა მიზეზი მაჩვენებლებზე ზეგავლენის,როგორებიცაა მაგ. ალკოჰოლის გამოყენება ან სიმსუქნე, AST, ALT ან GGT მაჩვენებლები სამუდამოდ ნორმალიზდება.
ვირუსოლოგიური თვალსაზრისით, ვირუსი აღარ ფიქსირდება აღარც ღვიძლში და აღარც პერიფერიულ მონონუკლეარულ სისხლის უჯრედებში მეტად მგრძნობიარე აპარატურით ტესტირების პირობებში. გენოტიპი ხდება და რჩება ნეგატიური,ვინაიდან აღარ არის ვირუსი ორგანიზმში მის განსასაზღვრავად.
ერთი გარემოება,რაც მცირე კონფუზს იწვევს არის ის რომ ვირუსისგან განკურნების მიუხედავად ტესტი ანტისხეულებზე მაინც დადებითს აჩვენებს.ეს ინდექსი დროთა განმავლობაში მცირდება და საბოლოოდ შესაძლოა ნეგატიურიც გახდეს რამდენიმე წლის შემდეგ,როგორც ეს ხდება მწვავე ინფექციის შემთხვევებში.
ფიბროსკანის აპარატზე მაჩვენებლები მცირდება ძირითადად რამდენიმე თვის შემდეგ.ექოსკოპიის მიხედვით ღვიძლის კონტურები ნორმალიზდება,პორტული ჰიპერტენზიის შემთხვევაში პორტული ვენის დიამეტრი იკლებს.ლიმფური კვანძების გაქრობა წარმატებული თერაპიის შემდეგ აღმოჩენას წარმოადგენს,ზოგიერთი კლინიკური კვლევის შესაბამისად ეს კვანძები პირდაპირ კავშირშია ვირუსის რეპლიკაციის ხარისხთან.
ღვიძლის დაავადებასთან მიმართებაში,ციროზისკენ პროგრესირების რისკი მცირდება.ზოგიერთ შემთხვევებში ადგილი აქვს ციროზის რეგრესირებასაც კი. ფაქტად რჩება და უნდა აღინიშნოს რომ ეს კონდიცია (ციროზი) აღარ ითვლება შეუქცევადად,როგორც ვარაუდობდნენ სპეციალისტები წლების მანძილზე; საყლაპავის ვარიკოზის გაქრობის ფაქტიც აშკარაა და სახეზეა.მეორეს მხრივ კვლავ რჩება შემცირებული რისკი ჰეპატოკარცინომის განვითარების,ისევე როგორც დაავადების დეკომპენსირებულ ფაზაში გადასვლის.
იმ შემთხვევაში,თუ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ჩატარების აუცილებლობა სახეზეა, ვირუსის გააქტიურების შანსი ოპერაციის შემდეგ, ნულდება.პაციენტთა 95%-ზე მეტს,რომელთაც ჩაუტარდათ გადანერგვის ოპერაცია ც ჰეპატიტისგან გამოწვეული ღვიძლის ციროზის გამო, კვლავ რჩება ც ჰეპატიტის ვირუსზე დადებითად და 50% განუვითარდებათ ღვიძლის დაზიანების მწვავე ფორმა ოპერაციიდან რამდენიმე წელიწადში,თუ არ ჩატარდა ანტივირუსული თერაპია. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ციროზიან ან მძიმე ფიბროზის მქონე პაციენტებს მკურნალობა ჩაუტარდეთ რაც შეიძლება დროულად.
აღინიშნება ცხოვრების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება,მათ შორის ქრება ფსიქოლოგიური მომენტები,დაკავშირებული შფოთვასა და დეპრესიასთან.
მკაცრად კავშირში განკურნებასთან, სქესობრივი ან პერინატალური გზით ვირუსის გადაცემის შანსი ქრება. სახეზეა ასევე მეტად მნიშვნელოვანი მომენტი,დაკავშირებული მყარ ვირუსულ პასუხთან ც ჰეპატიტის მკურნალობის შემდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ც ჰეპატიტი,გარდა ღვიძლის დაავადების, ასევე ინფექციურ და გადამდებ დაავადებას წარმოადგენს. სპეციალისტები ვთვლით რომ სიტყვა „განკურნება“ „ეკუთვნის“ არა მხოლოდ უშუალოდ პაციენტს, არამედ ასევე მის ოჯახსაც, ცოლ-ქმრულ წყვილებს და ა.შ. ეს არის აგრეთვე ინტიმური დაავადება. არსებობს პაციენტთა კატეგორია, რომლებიც ოჯახში ან ცოლქმრულ ურთიერთობებში მალავენ დაავადების არსებობას, ეშინიათ რა მოსალოდნელი უარყოფითი რეაქციების მათი მხრიდან.
არსებობს მრავალი მტკიცებულება ც ჰეპატიტთან ერთად მასთან თანამდევი სხვადასხვა დაავადების გაქრობის ან გაუმჯობესების მისგან განკურნების შემდეგ,ისეთი დაავადებების, როგორებიცაა წითელი მგლურა, ჭინჭრის ცხელება,პოლინეუროპატია,კრიოგლობულინემია,ელენთის ლიმპომა და ა.შ.
ქვეყანაზე და დაავადების გავრცელების მასშტაბებზე დამოკიდებულებით,დამტკიცებულია რომ ანტივირუსული თერაპია რენტაბელურია ფინანსური თვალსაზრისით. პერსონალური,ფსიქოლოგიური,ოჯახური და სოციალური სტიგმის შემცირება უდიდეს სარგებელს წარმოადგენს ყველასათვის.სტიგმა წარმოადგენს უცილობელ რეალობას,რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ც ჰეპატიტის მართვის პირობებში, ასევე მაშინ, როდესაც შეგნებული იქნება აღნიშნული დაავადების გავრცელებისგან გამოწვეული პრობლემის სიმწვავე.
დასკვნა
ვითვალისწინებთ რა გლობალურ მიდგომას ც ჰეპატიტის მკურნალობასთან მიმართებაში, ჩვენ ვთვლით რომ ამ დაავადებისგან განკურნება წარმოადგენს რეალურ სარგებელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით,პირველ რიგში გართულებების თავიდან აცილების რისკის შემცირების და ნაადრევი სიკვდილის აღკვეთის თვალსაზრისით ღვიძლის დაავადებისგან.თერაპიისადმი ხელმისაწვდომობის პირობებში,დაავადება სავსებით განკურნებადია და მკურნალობის ეფექტურობა მკვეთრად ზრდის დაინფიცირებულთა სიცოცხლისუნარიანობის ხარისხს. ქრონიკულ ც ჰეპატიტს გააჩნია ჩუმი ეპიდემიის სახე, იკვეთება როგორც გლობალური დაავადება თანამდევი მძიმე სტიგმატიზაციის ხარისხით, მაგრამ გამოირჩევა დღეისათვის მისგან საბოლოოდ და რეალურად განკურნების მაღალი მაჩვენებლით.“
http://www.wjgnet.com/1007-9327/full/v19/i40/6703.htm