ასაკი დაწერეთ მეუღლის, მე-2 ტიპის დიაბეტი მნიშვნელოვნად ართულებს სიტუაციას,სულაც არ არის გამორიცხული თავად მე-2 ტიპის დიაბეტი ც ჰეპატიტის მიერ იყოს პროვოცირებული,საკმაოდ ხშირია მსგავსი შემთხვევები,სამწუხაროდ,

პირველ რიგში ფიბროზის სტადიაა დასადგენი და შემდეგ უნდა განისაზღვროს მოქმედების სტრატეგია, ყველაფერი ფიბროზის სტადიაზეა დამოკიდებული.
ვერაფერსაც ვერ გეტყვით, ალბათ აზრიც არა აქვს,რამდენი ექიმიც არის,იმდენი მოსაზრება აქვთ,

ტაქტივინი, ახლა გადავავლე თვალი, ჩვეულებრივი იმუნომოდულატორია,ანუ იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს, ხელს უწყობს რა ადამიანის მიერ საკუთარი დამცავი უჯრედების,იგივე ინტერფერონების დამატებით გამომუშავებას, რა თქმა უნდა,ც ჰეპატიტის ვირუსზე არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, როგორც ასეთი!..
Foresterმოსალოცია ნამდვილად და გილოცავ კიდეც, თავისთავად ძალიან კარგი ამბავია ნულოვანი ფიბროზი მაგრამ დაავადებას ყურადღება უნდა მიექცეს მაინც, ჩემის აზრით ან ძალიან ახალგაზრდა ხარ, ან კიდევ დაინფიცირება ახალი მომხდარია,თუნდაც 5 წლის წინ, დროგამოშვებით,თუნდაც 2-3 წელიწადში ერთხელ ღვიძლის ფუნქციები გადაამოწმე ხოლმე,ჯერჯერობით მეტი არაფერიც არ არის საჭირო.
cxumeli12 რა თქმა უნდა,დაწერეთ როცა გენებოთ, არის ბ ჰეპატიტის თემა მაგრამ მაგარი "ჩაწოლილია", სჯობია ისევ აქ დასვათ კითხვები, ვეცდები დაგეხმაროთ ყველას თქვენც, რაღაც რაღაცეები მესმის ბ ჰეპატიტისაც.
gorgettoვერ გავიგე რა გინდა მეგობარო,რახან ც ჰეპატიტის თემაა, აქ ნარკომანები კი არ არიან,

ყოველი შემთხვევისთვის,აქ ვინც პოსტავს, არავის ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია არასოდეს,ისე დაინფიცირდნენ ც ჰეპატიტით, დიდი ხანია, განსაკუთრებით საქართველოში, გასცდა ეს დაავადება ნარკომომხმარებლების კატეგორიას,იმდენად დიდია ავადობის მაჩვენებლები!

თავისთავად,ნარკოტიკების გამოყენებაზე, ხალხის დევნა მართებულად არ მიმაჩნია,მაგ ხალხს თავისი გაჭირვება ეყოფა,მითუმეტეს იმ პირობებში,როგორშიც მათ უწევთ ცხოვრება საქართველოში, ისედაც განწირულია ყველა, ვინც ე.წ. "კროკოდილს"იყენებს!...
დაგილაიქე ისე.

პ.ს. ზუსტად ჩვენს თემასთან დაკავშირებით ვათვალიერებდი ქსელს, ორი დღის წინ "აფეთქდა" ამერიკის მედია საშუალებები ამ "კროკოდილზე", მაგარი პანიკაა ატეხილი,რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა ამერიკაში მისი გამოყენების, ყველაზე საშიშ ნარკოტიკად მიიჩნევა ეს კუსტარულად დამზადებული საშუალება დღესდღეობით, დეტალურად შეისწავლეს სპეციალისტებმა როგორც ჩანს მისი მოქმედება, მათი სიტყვებით, სიცოცხლის განგრძლივობა სუბიექტების, რომლებიც აღნიშნულ "ნარკოტიკს"იყენებენ, 2-3 წელიწადს არ აღემატება!
--------------------------------------------------------------------
ეს კი ინფორმაცია ახალი პრეპარატების შესახებ,სანამ ჩვენ აქ ინტერფერონის გაიაფებას ველოდებით, აგერ პარასკევს ფდა ოფიციალურად დაუმტკიცებია პირველი ახალი ტიპის ინჰიბიტორი ც ჰეპატიტის სამკურნალოდ ოფიციალურად მისაღებად, მე ხშირად ვახსენებდი 8 დეკემბერს სოფოსბუვირის დამტკიცებას, როგორც ჩანს ამ ახალმა პრეპარატმა დაასწრო, 8 დეკემბერს პირობა ძალაში რჩება,

მაგასაც აუცილებლად დაამტკიცებენ.
" ფდა ამტკიცებს ახალ რეჟიმს ც ჰეპატიტის სამკურნალოდ.
დღეს, პარასკევს,ფდა დაამტკიცა ოლისიო(სიმეპრევირი),როგორც ახალი თერაპიის რეჟიმი ც ჰეპატიტის სამკურნალოდ.
ც ჰეპატიტი არის ვირუსული დაავადება,რომელიც იწვევს ანთებით პროცესებს ღვიძლში, რაც იწვევს ღვიძლის ფუნქციების გაუარესებას და ღვიძლის უკმარისობას.ც ჰეპატიტით დაინფიცირებულთა უმრავლესობას არ უფიქსირდებათ დაავადების არანაირი სიმპტომები სანამ ღვიძლის დაზიანება შესამჩნევი არ გახდება, რისთვისაც საჭიროა მრავალი წელი. ამ კატეგორიის პაციენტთა უმრავლესობას დაავადება ც ჰეპატიტის ქრონიკულ ფორმაში გადასდით. მათგან ზოგიერთს დამატებით უვითარდებათ ორგანოს დანაწიბურება ანუ ფიბროზი,რასაც შემდგომ,წლების შემდეგ გაუარესებულ ღვიძლის ფუნქციონირებამდე, ციროზამდე მივყავართ, მისთვის დამახასიათებელი ისეთი გართულებების თანხლებით, როგორებიცაა სისხლდენა, სიყვითლე, სითხის აკუმულირება მუცლის ღრუში, ინფექციები ან ღვიძლის კიბო.
ოლისიო წარმოადგენს პროტეაზის ინჰიბიტორს,რომელის ბლოკირებას უკეთებს ც ჰეპატიტის ვირუსის რეპლიკაციისათვის აუცილებელ სპეციფიურ ცილებს. იგი განხილული უნდა იქნას კომბინირებული ანტივირუსული თერაპიის შემადგენელ კომპონენტად. კლინიკურ კვლევებში მისი ეფექტურობა გამოკვლეული იქნა ადრე არსებულ სტანდარტულ ორ პრეპარატთან, ინტერფერონთან და რიბავირინთან კომბინაციაში გამოყენებისას. ოლისიო განკუთვნილია მოზრდილთათვის კომპენსირებული ღვიძლის დაავადებით( დაზიანებული ღვიძლი ჯერ კიდევ ნორმალური ფუნქციონირებით) , ციროზის ჩათვლით,რომელთაც ჯერ კიდევ არ გაუვლიათ ანტივირუსული თერაპია (ნაივ პაციენტები) ან რომელთათვისაც ადრე ჩატარებული მკურნალობა ინტერფერონის და რიბავირინის კომბინაციით არაეფექტური აღმოჩნდა.
"ოლისიო წარმოადგენს ფდა მიერ დამტკიცებულ მესამე პროტეაზის ინჰიბიტორს ც ჰეპატიტის სამკურნალოდ და უზრუნველყოფს მედიცინის მუშაკებსა და პაციენტებს ამ სერიოზული დაავადების ახალი და ეფექტური მკურნალობის რეჟიმით.“-ამბობს ედვარდ კოქსი,ფდა-ს მიერ პრეპარატების კლინიკური კვლევების ცენტრის დირექტორი,მედიცინის დოქტორი.
2011 წელს ფდა მიერ ც ჰეპატიტის სამკურნალოდ დამტკიცდა ორი პირველი პროტეაზის ინჰიბიტორი-ტელაპრევირი (ინსივეკი) და ბოცეპრევირი (ვიქტრელისი). ოლისიოზე ფდა მიერ დაკვირვება ხდებოდა ე.წ. პრიორიტეტული განხილვის პროგრამის ფარგლებში,რაც ითვალისწინებს დაჩქარებული წესით ისეთი პრეპარატების დამტკიცებას, რომელთა გამოყენებაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ თერაპიას ცალკე აღებული რომელიმე დაავადების, ალტერნატიული მკურნალობის რეჟიმების არარსებობის პირობებში, ან როდესაც არ აღინიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა კონკრეტული დაავადების მკურნალობის მიმართულებით.
ოლისიოს ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლეული იქნა 5 კლინიკურ კვლევაში ნაივ და მკურნალობა გამოცდილ 2026 რანდომიზირებულად განაწილებულ პაციენტზე,რომლებიც კვლევის პროცესში იღებდნენ ოლისიოს პეგინტერფერონთან და რიბავირინთან,ან პლაცებოსთან ერთად, ან პლაცებოს პლუს პეგინტერფერონი და რიბავირინი. კვლევების ძირითად მიზანს შეადგენდა დადგენა ვირუსის არარსებობის 12 კვირის შემდეგ თერაპიის კურსის დასრულებიდან, რა კრიტერიუმითაც განისაზღვრება პაციენტის განკურნება ც ჰეპატიტის ვირუსისგან.
შედეგებმა აჩვენა რომ ნაივ პაციენტთა 80%-მა, რომლებიც იღებდნენ ოლისიოს პეგინტერფერონ რიბავირინის კომბინაციაში, მიაღწია მყარ ვირუსულ პასუხს, შედარებით პაციენტთა 50%-თან, რომელიც ღებულობდა მხოლოდ პეგინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციას. ერთ ერთ კლინიკურ კვლევაში მკურნალობა გამოცდილი პაციენტების მონაწილეობით, რომელთაც მკურნალობის კურსის შემდეგ ვირუსი დაუბრუნდათ (რელაფსერები) მათმა 79%-მა, რომელიც იღებდა ოლისიოს და პეგ ინტერფერონ რიბავირინის კომბინაციას, დაუფიქსირდა მყარი ვირუსული პასუხი, შედარებით 37%-თან პაციენტების, სტანდარტული ანტივირუსული თერაპიის გავლით.
სხვა კვლევაში ოლისიოს ეფექტურობა სტანდარტულ პრეპარატებთან(პეგინტეფერონი და რიბავირინი) ერთად გამოცდილი იქნა მკურნალობა გამოვლილ პაციენტებზე, რელაფსერების, ნაწილობრივ მოპასუხეების ადრინდელ თერაპიის კურსზე ან საერთოდ არამოპასუხე(ნულოვანი მოპასუხე) პაციენტების ჩათვლით. ოლისიოს დამატებამ მკვეთრად გაზარდა განკურნების მაჩვენებელი ყოველ ზემოთაღნიშნულ პაციენტების კატეგორიაში.
ერთგვარი შემცირება პრეპარატის ეფექტურობის შემჩნეული იქნა 1a გენოტიპის მატარებელ პაციენტებზე NS3 Q80K ცილის პოლიმორფიზმით, გენოტიპის,რომელიც ყველაზე გავრცელებულია ამერიკაში. ოლისიოს დანიშნულებაში ნათლად არის მითითებული აღნიშნული მომენტი, დასახელებული ცილის და გენოტიპის დადგენის შემთხვევაში ალტერნატიული თერაპიის კურსის შესარჩევად.
კლინიკურ კვლევებში პაციენტებზე დაკვირვებისას ოლისიოს პეგინტერფერონთან და რიბავირინთან ერთად მიღებისას ყველაზე გავრცელებულ გვერდით მოვლენად აღინიშნა კანზე გამონაყარი (ფოტოსენსიტიურობის გამოვლენის ჩათვლით), ქავილი და პირღებინების შეგრძნება. დასახელებული იქნა ცალკეული შემთხვევები სერიოზული გამოვლენის ფოტოსენსიტიურობის, რაც პაციენტთა ჰოსპიტალიზაციით იქნა დასრულებული. პაციენტებს უნდა განემარტოთ, რათა მათ თავი შეიკავონ დიდხანს მზეზე ყოფნისგან ან გამოიყენონ დამცავი საშუალებები არასასურველი რეაქციების თავიდან ასაცილებლად ოლისიოთი და პეგინტერფერონ რიბავირინის კომბინაციით მკურნალობის ჩატარებისას.და ბოლოს, ოლისიო არ გამოიყენება ცალკეულად ც ჰეპატიტისგან განსაკურნავად.“
http://www.fda.gov/NewsEvents/Newsroom/Pre...s/ucm376449.htm