მოდერებო, არ ვიცი ვერ ვიპოვე ალერგიაზე ტემა, თუ არის მიაერთეთ რა

, ნუ წამიშლით
მოკლედ. ბავშვობაში ვიყავი სასტიკად ალერგიული, დიათეზიანი. ხელებზე მაყრიდა და ნიგოზის ჭამის გამო ბევრჯერ სიცხეც მოუცია (არა და როგორ მიყვარს ეგ დალოცვილი). ახლა ნიგოზზე მხოლოდ ენა მებუშტება

. მაგრამ მაქვს გაზაფხულზე ბალახების ალერგია, ძირითადში ზურგზე წყლულოვანი გამონაყარი ბეჭების არეში.
მოკლედ ვარ ალერგიული.
ახლა რა მემართება და რის გამო გაწუხებთ. ბოლო 2 თუ 3 წელია, სადღაც ნოემბრის ბოლოდან მეწყება ცხვირის ჩაკეტვები, რომელიც გრძელდება სადღაც თებერვლამდე, ნუ ყოველ შემთხვევაში შარშან და შარშანწინ ასე მოხდა, აი როგორც გრიპისას ცხვირი მეკეტება სულ ბოლომდე, გამონადენი ცხვირიდან მაქვს მაგრამ ცოტა, ამავ დროს, მეხვევა გაუტავებლად თავბრუ, მტკივდება თავი თვალების ან თვალის არეში, მაღლითა მხარეს. აგრეთვე მეცვლება ხმის ტემბრი. სანამ რამე ცხვირის გამხსნელს არ ჩავიწვეთებ, ვარ საშინელ დEღეში, არა და არ მსიამოვნებს ამ ცხვირის წამლის შედეგები

. წნევას მიწევს მაღლა

.
რას ფიქრობთ არის ეს ალერგია?
სამსახურში ოთახი სადაც ვზივარ არის სარდაფში, არ ნიავდება კარგად, სავენტილაციო მილი რომელიც ამ ოთახში გადის უერთდება ამ ოთახის პარალელურ ოპთახს, რომელშIც ადრე ტირი იყო. საიდანაც საღამოობით შმორის და თოფის წამლის სუნი მოდის ხოლმე.
სხვა ოთახში წასვლის ვარიანტები არა მაქვს. თანაც მერე სახლშიც მეჭედება საღამოს უკვე, თუ ძილის წინ არ ჩავიწვეთე ღამე გათენება მომიწევს უჰაერობისგან

რა ვქნა?
პოლიპები არაა, მამაჩემს ქონდა, 2 ჯერ გავუკეთეთ ოპერაცია და ვიცი რაც არის. ისეთნაირად არ მჭირს

მირჩიეთ რამე
მადლობა წინასწარ