კაზეინი 2 + და საერთო IgE 628 (მაქს ნორმა 60), სისხლის საერთოში - ეოზინოფილები 14 %
ჩემს შვილს 1.6 წლის ქონდა ატოპიური დერმატიტი-მწვავე, მერე მუცელზე და კისერზეც გამოაყარა, თან საშინელი ქავილი
რძეზე მივიტანე ეჭვი, რადგან რომ დაიბადა ნუტრილონზეც მისცა ალერგია და ჰიპოალერგიულ ჰუმანას ვაძლევდით
ნელნელა დაიწყო ჭამა და ბოლოს ყველანაირ რძის პროდუქტს ჭამდა
მივიყვანე თელიასთან - დაუნიშნა დიეტა-მკაცრი, ატარაქსი - ქავილის მოსახსნელად და ლოკოიდის მალამო-ჰორმონი
მხოლოდ მალამო იყო ფაქტიურად ანტიჰისტამინური, რომ ვკითხეთ ესაა, მეტი არაფერი უნდაო
ანალიზები არაფერი არ გაუკეთა; სიმპტომურად ცოტა უშველა მაგრამ მკურნალობა არ იყო სრულყოფილი ... კონსულტაცია 50 ლარი
მერე ბიძინა კულუმბეგოვთან, ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრში, იქ გავიკეთეთ ანალიზები, სამივე 89 ლარი
კონსულტაცია 40 ლარი, მიმდინარე უფასოდ და მესამე 20 ლარი
მკურნალობა: დილით ერიუსი, შეადღეს პარლაზინი და ძილის წინ ატარაქსი
+ ცელესტოდერმის მალამო და კანის დატენიანება სპეც. საპონით და მაზით
+ დიეტა მხოლოდ ფაფა/პიურე/ხორცი და ზეითუნი და ვაშლი
ძალიან კმაყოფილი ვარ, ამოვისუნთქეთ და ბავშვი უკეთაა, სრულყოფილი მკურნალობა უტარდება
უპრობლემოდ ვურეკავ და მეილს ვწერ, ძალიან ყურადღებიანია, მართლა აინტერესებს პაციენტის ისტორია
ბავშვს კარგად ხანს ვერ ეღირსება რძე, მხოლოდ ჰუმანა 2. დიეტის გამო ხორცი გავზარდეთ და ყველაფერს იღებს დანარჩენსაც უკვე
http://radio1.ge/media-view/10058ინტერვიუა კვებით ალერგიაზე, საინტერესოა