რამდენიმე წლის წინ (77 წლის ასაკში) ჩატარებულია საშვილოსნოს ექსტირპაცია (დაწევა იყო)
ეს კი ბოლო 2 კვირაში ჩატარებული
მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:
პანკრეასის ექოგენობის მომატება
ნაღვლის ბუშტი მრავლობითი კონკრემენტით
მუცლის ღრუსა და მცირე მენჯში ფიქსირდება მცირე რაოდენობით თავისუფალი სითხე
ჭიპის ზემოთ, უშუალოდ კანქვეშ, აღინიშნება მკაფიოდ კონტურირებული ქსოვილოვანი წარმონაქმნი 21X23 მმ
მუცლის ღრუს, მცირე მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფია:
მცირე მენჯში აისახება საშუალო რაოდენობის თავისუფალი სითხე
ბადექონზე აისახება მრავლობითი მომრგვალო ფორმის, მცირე ზომის, ქსოვილოვანი სიმკვრივის იმპლანტები-კარცინომატოზი
პანკრეასი ნორმალური ზომის პარანქიმა კეროვანი ცვლილებების გარეშე, ვირზუნგის სადინარი დილატირებული არ არის
მარცხენა საკვერცხის საპროექციოდ ფიქსირდება არასწორი კონტურების და არაერთგვაროვანი სტრუქტურის წარმონაქმნი 26X23 მმ
კოლონოსკოპია:
სწორი და სიგმური ნაწლავის პოლიპი
გარედან ზეწოლა სიგმურ ნაწლავზე
პათოჰისტოლოგიური დასკვნა:
1 - მსხვილი ნაწლავის ჰიპერპლაზიური პოლიპი. ეპითელიუმის დისპლაზია (ატიპია) არ ვლინდება
2 - მსხვილი ნაწლავის ტუბულურ-ვილოზური ადენომები ეპითელიუმის საშუალო ხარისხის დისპლაზიით ICD-0-code:B263/0
3 - მსხვილი ნაწლავის ტუბულურ-ვოლოზური ადენომა
ონკომარკერი:
CEA - 19.25
CA - 959.2
შესრულდა მცირე მენჯში არსებული ასციტური სითხის დიაგნოსტიკური ასპირაცია
ციტოლოგიური გამოკვლევა:
გამოკვლეულ მასალაში ზომიერი ბაზოფილური სეკრეტის ფონზე აღინიშნება ჭარბი რაოდენობით ლიმფოციტები,
ზომიერი რაოდენობით ნეიტროფილური ლეიკოციტები და ჭარბი რაოდენობით რეაქტიული მეზოთელიოციტები
ციტოპათოლოგიური დიაგნოზი:
პერიტონეუმის რეაქტიული ცვლილებები
გული გამისკდება ალბათ

კიდევ რა გამოკვლევაა საჭირო, ან რომელ ექიმს მირჩევთ
შეიძლება, რომელიმე გამოკვლევა არაზუსტი იყოს? ხომ არ აჯობებს განმეორებითი კვლევა?