ამ ყველაფერს დავუმატეთ მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია:
მიღებულ ტომოგრამებზე ვლინდება საშვილოსნოს ექსტირპაციის შემდგომი მდგომარეობა
ტაკვიდან კრანიულად და მარცხნივ ისახება 4,5/2,5 სმ ზომის სოლიდური კვანძოვანი წარმონაქმნი, გამოყოფილია თეძოს სისხლძარღვებისგან.
ანალოგიური წარმონაქმნი ისახება ასევე კონტრალატერალურად, ზომით -3,4 სმ.
დუგლასის ფოსოში ისახება 6,0/3 სმ ზომის კისტურ-სოლიდური წარმონაქმნი, რომელოც იწვევს ზეწოლას სწორ ნაწლავზე.
სწორი ნაწლავის სანათურში თხიერი შიგთავსის ფონზე არამკაფიოდ დიფერენცირდება პოლიპოიდური წარმონაქმნი.
ორი 1,6 სმ ზომის ქსოვილოვანი წარმონაქმნი ისახება დესცენდოსიგმოიდური კოლინჯის სანათურში
მარჯვენა თეძოს საერთო სისხლძარღვის მიმდებარედ ისახება ორი 1,6 სმ-მდე ზომის ლიმფური კვანძი.
მენჯის ღრუში ისახება დიდი რაოდენობით სითხე.
დიდი ბადექონი და ჯორჯალი გასქელებული და და ინფილტრირებულია.
ვიზუალიზებულ ძვლებში მეორადი დაზიანების სარწმუნო ნიშნები არ ვლინდება.
მარჯვენა თეზოს ძვლის სხეულში ისახება მცირე ზომის კისტური ჩანართი. შარდსაწვეთი და ანუსი დაწეულია.
არსებული მრტ კვლევით ვლინდება წარმონაქმნები მენჯის ღრუში, ასციტი, პერიტონეული კარცინომატოზის მრტ სურათი.
ონკოგინეკოლოგი ფიქრობს, რომ საჭიროა ქირურგთან კონსულტაცია ოპერაციასთან დაკავშირებით.
ვარაუდობენ, რომ საკვერცხის პრობლემაა, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ამბობენ, ოპერაცია აჯობებსო.
ძალიან დავიბენი, სრულ გაურკვევლობაში ვარ, მეშინია, პაციენტი 82 წლისაა,
ხვალ საღამოს კახა თოდუასთან მივდივარ, თუმცა ისიც არ ვიცი, მისი პაციენტი უფროა თუ ონკოგინეკოლოგის, მოკიდებს ხელს თუ არა, ან მართლა ოპერაციაა ერთადერთი სწორი გადაწვეტილება?
ძალიან გთხოვთ, სანამ თოდუასთან მივალ, რამე მითხარით, ან პირადში მომწერეთ ალტერნატიული კარგი ონკოქირურგების/გინეკოლოგ ქირურგების კოორდინატები