გამარჯობა :უნიკოტინობოლი:
ამ თემაში მიწერია უკვე, შევხსენდები - 2013 წლის 24 დეკემბერს დავანებე თავი. NO ლომკა, NO წონის მატება, NO ელ-სიგო, NO "ტაბექსი"
მცდელობები მანამდეც მქონდა, მაგრამ მხოლოდ ალენ კარის შემდეგ დავანებე ძალდატანების, წვალების გარეშე.
ახლა, 2017 წლის 2 და შემდეგ 7 იანვარს მოვწიე თითო-თითო ღერი. არ მომინდა მოწევა, უბრალოდ, შეგნებულად ავდექი და მოწიე, აკრძალვები არ მომწონს
ცხოვრებაში და ამის გამო თითქოს ეს აკრძალვა გავაქრე. პირველი ღერის შემდეგ ორი დღე ფილტვებში ნიკოტინის გემოს ვგრძნობდი. მეორე ღერის შემდეგ აღარ.
ამით რა მინდოდა მეთქვა. ჰო, სიგარეტი, სინამდვილეში, მავნე კი არა უაზრო ჩვევაა და ადამიანი, როგორც მწეველი, არ არსებობს.  
კიდევ, თუ ადამიანს გულწრფელად სიამოვნებს მოწევა, არ ხდის დამოკიდებულს და არ უშლის ხელს - დაე, მოწიოს რამდენიც უნდა და ეს ცუდი ტონი
არ უნდა იყოს. საკითხავი ისაა, თუ არსებობს ასეთი რამ ბუნებაში, რომ მწეველი იყოს ბედნიერი და თავისუფალი, ის ხომ დამოკიდებულია სიგარეტზე?
ჩემი დანებების მოტივიც ეს იყო - არ მომწონს დამოკიდებულება რამეზე ან ვინმეზე. კიდევ ის, რომ ქალს განსაკუთრებულად აზიანებს და აუშნოვებს
სიგარეტი.
ხოლო, ახალ წლებზე იმ ორი ღერის მოწევით, რაღაცნაირად შევურიგდი ჩემს ძველ მეგობარს და უკვე აკრძალული კი არაა, კონტაქტი აღარ მაქვს უბრალოდ. 
ნუ, მას შემდეგ ერთხელ კიდევ მომინდა. უკვე მომინდა, თუმცა იმ მომენტში არ მქონდა ის ერთი ღერი და ახლა რომ ვუფიქრდები, შეიძლება იმან
გადაწყვიტა ჩემი გზა, შეიძლება ცოტა ხანში მეოთხეც მომეწია და კვლავ იგივე ციკლი - მწეველობის და შემდეგ დანებების. 
შეიძლება ვინმეს გამოგადგეთ ჩემი გამოცდილება.  
 This post has been edited by Estrella on 4 Feb 2017, 22:02