ძალიან მინდა თავი დავანებო მოწევას ძლიერ მოტივირებულიც ვარ მაგრამ ყოველგვარი მოტივაცია მიქრება როცა ვფიქრობ თუ რა მძიმე და დეპრესიული ცხოვრება მექნება

კარგად რო შეჭამ და სიგარეტს ვერ დააყოლებ გემრიელად
ქალთან სექსი გექნება სექსის მერე ვერ წამოწვები ვერ გააბოლებ
სადმე დასასვენებლად გასართობად წახვალ ვერ მოწევ
ქუჩაში სამსახურში ხალხში ურთიერთობისას ყველა ეწევა შენ ჯიბეებში ჩაილაგე ხელი და არმოწიო
იმის თქმა მინდა რომ ცხოვრებას აზრი ხალისი ეკარგება. ვიცი მესმის სიგარეტი არც აზრს აძლევს ცხოვრებას არც ხალისს მაგრამ გეხმარება განტვირთვის მხრივ. რაუნდა ვაკეთო სამსახურში ისედაც სტრესულ სამსახურში თავი რით განვიტვირთო? ან სამსახურიდან დაღლილი რო მოხვლა და ვერ წამოწვები და ვერ გააბოლებ
არვიცი სხვისთვის როგორ არის მაგრამ ჩემთვის ცხოვრება აზრს კარგავს. რამდენიმე მცდელობისას ისეთი დეპრესია დამეწყო ისეთი აღრენილი დავდიოდი ორჯერ შარშიც გავეხვიე თავს ვერ ვაკონტროლებდი

მოკლედ მთელი დღე რაუნდა აკეთო ესე მუდოსავით იჯდე არ მოწიო და რაუნდა აკეთო? მე მზესუმზირას და საწუწნ კამფეტებს ვერ ჩავანაცვლებ სისულელეა უფრო გამაგიჟებს

ან თავისუფალ დროს რა ვაკეთო პოემები ვწერო?
რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას მოწევასთან 18 წლიანი სტაჟი მაქ და ეს 18 წელი ძალიან ბევრს ვეწეოდი. ბოლო დროს 15-20 წუთში ვეწევი ხოლმე როგორც ჩავაქრობ ეგრევე ვუკიდებ მოკლედ მოწევაში ძალიან თავზე ვარ გასული. მოკლედ მომსპო გამანადგურა აუცილებლად უნდა დავანებო. მაგრამ მერე უხალისო ცხოვრება მაშინებს. სიგარეტის მოწევით სიამოვნებას ვიღებ. ვიღვიძებ ვეწევი. შევჭამ ვეწევი. სახლიდან გავდივარ ვეწევი. სამსახურში ვარ ვეწევი მოკლედ ყველგან ცხოვრებას მიადვილებს. და უცებ ჰოპ პენსიონერივით დავიწყო ხელები უკან და ესე ვიარო

ეხლა სოფელში ვარ და იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია დლით მზის ამოსვლისას აივანზე რო გააბოლებ. მუხის ძირას სუფრას რო გაშლი და აბოლებ და თუ გადავაგდებ ალბათ სოფელშიც აღარ ჩამოვალ სიამოვნებას ვერ მივიღებ რავქნა ბაღჩა ვთოხნო? შრომის მერე ლობიო ვჭამო არ გავაბოლო და დავიძინო? არვიცი თქვენ როგორ ხართ მაგრამ ჩემთვის სრული კოშმარია. სიგარეტის დანებება ჩემთვის ცხოვრების თავისუფლების წართმევის ტოლფასია მის გარეშე არაფერი მინდა არაფერს ვაკეთებ ცხოვრება ქვრება უფერულდება/ ჰოდა რავქნა ვისნმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა დაწრეთ როგორ გაუმკლავდით?