მე გეტყვით ჩემს მეთოდს თუ როგორ დავანებე თავი, თუ დაგეხმარებათ ძალიან მოხარული ვიქნები
akaki
ვეთანხმები ამ ადამიანს და ავხსნი რატომ
არსებობს ორი კატეგორია მწეველების:
I.რომელიც ეწევა ბევრს
II.რომელიც ეწევა ცოტას
მე პირველს განვეკუთვნებოდი დაახლოებით 5 წელი. ვეწეოდი ორ კოლოფამდე, ხანდახან მესამეზეც გადავდიოდი და აუცილებლად ძლიერს, დავიწყე მაშინ ჯერ კიდევ ოქროსფერი სობრანიეთი და ავედი წითელ მალბორომდე.
ძალიან ბევრჯერ ვეცადე თავის დანებებას, მაგრამ ერთი სრული დღეც ვერ ვძლებდი უსიგარეტოდ. ერთადერთი რეკორდი მქონდა 1 კვირა, ისიც ანგინა დამემართა მაღალი სიცხეებით და მაშინ უბრალოდ მთელი დღეები მეძინა, როგორც კი კარგად გავხდი ისევ განვაახლე.
ჩემი მეთოდი რაში მდგომარეობს
ზუსტად როგორც აკაკიმ თქვა, უნდა გააუფასურო სიგარეტი შენს ცხოვრებაში, მაგალითად საღამოს 10 საათზე დაგიმთავრდა? არ ჩახვიდე არ იყიდო. 10 საათზე 2 ღერი სიგარეტით მოდიხარ სახლში და უნდა იყიდო? არ იყიდო. დილით ყავასთან ერთად ეწევი? მარტო ყავა დალიე და გარეთ როდესაც გახვალთ შემდეგ მოწიეთ და მრავალი სხვა მსგავსი ხრიკით. გააუფასურეთ ის თქვენს ცხოვრებაში. ესე გაგიადვილდებათ, იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად ტვინმა იცის, რომ მაინც მოწევთ ოღონდ ეხლა არა. იმიტომ, რომ როდესაც თავს ვანებებდი ნიკოტინის მოთხოვნილება იმდენად არ იყო, რამდენადაც უბრალოდ სიგარეტი, რომ არ მქონდა. მოწევის დროსაც ტრაგედია იყო ჩემთვის სიგარეტის არ ქონა უბრალოდ. შეიძლება ჯიბეში მდებოდა და რაღაც პერიოდით საერთოდ არ გამხსენებოდა ან ისეთ ადგილას ვიყავი, რომ ვერ მოვწევდი და დიდად არც მინდებოდა, მაგრამ როგორც კი სიგარეტი ჯიბეში არ მქონდა ან 10 ღერს თუ ჩამოცდებოდა უკვე პანიკები მეწყებოდა, მარტო სიგარეტის არ ქონაზე ან მის ცოტა რაოდენობაზე ვფიქრობდი.
ბოლოს რა გავაკეთე, ესეთი დაკიდებით 2 კვირაში 2 კოლოფიდან 5-6 ღერზე ჩამოვედი და კვირა დღეს ვუთხარი თავს, რომ უბრალოდ ყოველდღიურად არ მოვწევდი და დალევის შემთხვევაში მოვწევდი, არც კოლოფი გადამიგდია (14 ღერი იყო შიგნით

) შევინახე უჯრაში, ანუ რას ნიშნავს ეს? სიგარეტი მქონდა, მაგრამ უბრალოდ არ ვეწეოდი და გაცილებით მშვიდად ვიყავი ამის გამოც და იმის გამოც, რომ როცა დავლევდი მაშინ მოვწევდი. 1 თვის შემდეგ აღმოვჩნდი სუფრაზე, სადაც ჩემი სიგარეტი წავიღე და მოვწიე კიდეც 4-5 ღერი. შემდეგ მეორე სუფრაზე შემთხვევით აღმოვჩნდი, როდესაც სიგარეტი არ მქონდა წაღებული და არც მომიწევია (სხვას არასდროს არ ვართმევდი არც ერთ ღერს). შემდეგ ისევ დაგეგმილ სუფრაზე წავიღე და იქაც 4-5 ღერი მოვწიე და ესე. ერთი 4 ლარიანი კოლოფი რამდენიმე საათი რომ მყოფნიდა ეხლა რამდენიმე თვე მეყო

არის კატეგორია, ვინც იძახის, რომ მაინც მწეველი ხარ და ა.შ. დაე ჩათვალონ ესე.
ალკოჰოლი - ხანდახან კარგია, მაგრამ ყოველდღიურად კლავს
მარიხუანა - ხანდახან კარგია, მაგრამ ყოველდღიურად შეიძლება არ კლავს, მაგრამ ორგანიზმს მაინც სპობს
სიგარეტიც - იგივე
და სტატიებშიც და წიგნებშის ზუსტად ის არის, რომ თქვენ დაანებებთ სიგარეტს თავს და არასდროს აღარ მოწევთ. რაც აპანიკებს ადამიანს, იმიტომ, რომ უყვარს ის სიგარეტი რაც არუნდა ეზიზღებოდეს, გონია, რომ კარგ სიტუაციებში დასალევთან ერთად როდესაც მართლა ასწორებს, ვეღარ მოწევს და ამ სიამოვნებას ვეღარ მიიღებს და კარგავს მისთვის იმ სიამოვნებას ის ყველა ადგილი და სიტუაცია და შემდეგ მაინც ეწევა.
ამიტომ ამ დედამიწაზე თითქმის ყველაფერი კლავს ყოველდღიური და გადამეტებული, ამ მეთოდით მიუდექით, ვისაც მსგავსი ფიქრები გაქვთ და თუ ეცდებით 100% შედეგს გამოიღებს. ყველაზე არ იმოქმედებს, იმიტომ, რომ ეს ე.წ. "ლომკები" სხვადასხვანაირი აქვთ ადამიანებს.
მაგრამ თავიდან ხო ყველამ გასართობად დავიწყეთ? და მიეცით გასართობი სახე ისევ და არა "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი" და აუცილებელი როგორიც ჭამა, კბილების გახეხვა, ბანაობა და ა.შ. არის
რაც შეეხება კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს ერთ მარტივ მაგალითს შევხედოთ: პროცენტულად ჩემი აზრით სიგარეტის გამო მწეველ ქალებს უფრო ნაკლებად ემართებათ ვიდრე კაცებს და რატომ? იმიტომ, რომ ქალები ეწევიან სუსტ სიგარეტს და ცოტას (ყველა არა რათქმაუნდა), კაცები ძირითადად ძლიერს და ბევრს + სვამენ ბევრს.
როდესაც "პა პრაზდნიკამ" ვეწევით არამგონია იმდენად ზრდიდეს ამ დაავადების რისკებს, როგორც ისედაც არამწეველ ადამიანს შეიძლება დაემართოს.
ეს ვისაც ჰიპოქონდრია აწუხებს. ამით დაიმშვიდეთ თავი, ღმერთმა ყველას გვაშოროს მსგავსი დაავადებები მწეველებსაც და არამწეველებსაც
წარმატებები, რამდენი მიწერია