ესეიგი 10 წელი ვეწეოდი სიგარეტს, მეტიც შეიძლება, ბოლოს მოვწიე 2 თებერვალს,
3 თებერვალს რაღაცნაირი ცუდი შეგრძნება მომცა სიგარეტის მოწევამ და არ მესიამოვნა საშინლად, ისე საერთოდ არც მსიამოვნებდა მაინცდამაინც სიგარეტის მოწევა ბოლო პერიოდში, ანუ მოთხოვნილება მქონდა და ძალიან მინდოდა მარა რო მოვწევდი შუა ღერზე უკვე აღარ მსიამოვნებდა მოწევა, ხოდა ავდექი და 3 თებერვლიდან აღარ მოვწიე, პირველი 3 დღე იმდენად მაღიზიანებდა რომ მოთხოვნილებაც არ მქონია 3-4 დღის შემდეგ დამწყო მოვლითი მოთხოვნილება ისიც ძალიან უსაქმურად თუ ვიქნებოდი მაშინ მაგრამ მარტივად ვაგორებდი და სადღაც მარტის დასაწყისიდან იმდენად დავივიწყე რომ ეხლა მგონია რო მოვწიო გული ამერევა იმდენად მეზიზღება ))
ხო პლიუს არანაირი ხველება არ მქონია ამ პერიოდის განმავლობაში
არანაირი კბილების ტკივილი არ მქონია ამ პერიოდის განმავლობაში
ერთადერთი თავის ტკივილი გამიმძაფრდა და დღემდე მომსდევს თავბრუსხვევაც მოვლითი და იმედი მაქ რო იცის ამ ამბავმა.
ძალიან მარტივად ვლაპარაკობ სეილება მაგრამ აი ეხლა იმდენად გაძვირდა სიგარეტი რო უბრალოდ პრინციპის გამოც უნდა დავანებოთ თავი.
მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები ყველას!
დამიჯერეთ სიგარეტის გარეშე ძალიან კარგია ცხოვრება
P.S არცერთი ღერი არ მომიწევია 3 თებერვლიდან და ნელ ნელა დანებების არ მჯერა

)