ვაა მაგარი თემაა
ყველას ვუსურვებ თავის დანებებას სიგარეტზე
მეც 5 თვეა აღარ ვეწევი არადა ძალიან დამოკიდებული ვიყავი და ბევრს ვეწეოდი
სიგარეტთან ერთად ყავასაც ბევრს ვსვავდი
ეხლა სიგარეტს და ყავას ერთად დავანებე თავი

არავინ არასოდეს თქვას როდესაც მინდა მაშინ დავანებებ თავს სიგარეტს, დიდი ნებისყოფა მაქვსო
როდესაც ამას ამბობს გულში სხვაგვარად ფიქროსბს იცის რომ ძალიან გაუჭირდება და თავს თვითონ იიმედებს

ხო კიდევ მინდა ავღნიშნო რომ, გამონათქვამი: ნელ-ნელა სიგარეტს თავს დავანებებ ესეც სუსტი ნებისყოფის ადამიანის გამონათქავამია ( შეურაწმყოფად არავინ მიიღოს)
ნელ ნელა სიგარეტზე თავის დანებება მე პირადად აფსურდად მიმაჩნია ვერ ანებებ თავს მაინც
თუ ანებებ ან ერთი ხელის მოსმით უნდა გადააგდო ( და ყველაზე მთავარ 4-5 დღიან ჯოჯოხეთში იცხოვრო და შემდეგ მთელი ცხოვრება სამოთხეში გაატარო)
თუ არადა უნდა დანებდე ეშმაკს და მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთში იყო
მე პირადად ერთი ხელის მოსმით გადავაგდე
როდესაც მინდებოდა სასუსნავებს მივირთმევდი, ყურადღება ან თამაშებზე გადამქონდა, ან უცბად სუფთა ჰაერზე გავდიოდი და ღრმად ჩავისუნთქავდი და ცოტას შვებას ვგრძნობდი
4-5 დღე ძალიან გამიჭირდა
ჯირყვლების ტკივილი და პირის ღუს გამოშრობა, მაგრამ წყალსაც ვსვავდი ბლომად ძალიან ეხმარება მოთხოვნილების დაძლევაში
4-5 დღის მერე უკვე ნელ ნელა შემიმცირდა მოთხოვნილება , 10 დღის მერე სუნი ოდნავ ცუდად მხდიდა
30 დღის შემდეგ სულ გამიქრა მოთხოვნილება
მოვიმატე წონაში 7-8 კილო
მაგრამ ვარჟიში დავიწყე და კარგ ფორმაშიც ჩავჯექი

ეხლა მაგრად მისწორდება რომ არამწეველების რიცხვს მივეკუთვნები
ცხოვრებას სულ სხვა თვალით უყურებ
ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამ
თავიდან სრულიად გამიქრა ის ფიქრები რომ როდესმე ცუდი ავადმყოფობა შემხვდება სიგარეტის მოწევის გამო ( ეს ფიქრები ყველა მწეველს თან დაყვება მუდამ)
და ყველაზე მთავარი მინდა აღვნიშნო !!!!!!!!! ნერვოზი მქონდა ძალიან ძალიან საშინელი და რაც სიგარეტს და ყავას თავი დავანებე 40-50% ით შემიმცირდა სიმპტომები
ეს იყო ჩემი ისტორია

ყველას წარმატებებს გისურვებთ