ძალიან დიდ ხანს ვაკვირდებოდი ჩემს თავს და ამიტომ არ მინდოდა გაუაზრებელი პოსტების დაწერა.
მოკლედ რა ცვლილებები მომიხდა ცხოვრებაში, როგორც გახსოვთ 1 კილოგრამ წონაზე ვსვამდი 0.5 მგ როაკუტანს, ანუ 80 კგ/40 მგ.
მკურნალობის ბოლოსკენ დღეგაშვებით, მერე სამ დღეში ერთხელ და ა.შ ანუ კლებითი სისტემით (ანტიბიოტიკოთერაპიაში როგორც ხდება აი ისე)
საბოლოოდ როცა დავანებე თავი როაკუტანს, დაახლოებით 2 კვირაში ისევ დამეწყო ყველაფერი თავიდან.
ალბათ წარმოიდგენთ რა დღეშიც ჩავვარდებოდი. ამას სასოწარკვეთა და დეპრესია არ ჰქია, ეს ისეთი მდგომარეობაა თავის მოკვლის ფიქრები რომ გეძალება უკვე
და ფილოსოფიურ ტრაქტატებში თუ თეოლოგიურ მსჯელობებში ცდილობ იმ ძაფის დაჭერას სადაც სიკვიდილის შემდეგ არ არსებობს სულთა სამყარო და ჯოჯოხეთი. მაგრამ ჯოჯოხეთის შიშმა და ქრისტიანულმა ინსტინქტებმა დამტოვა ცოცხალი.
დავიწყე როაკუტანის თემაზე მასალების კითხვა, უფრო მეტის ვიდრე მკურნალობის დასაწყისში მქონდა წაკითხული.
დასკვნა არის ასეთი, მოუსმინეთ ამ ადამიანს, რამდენჯერმე მოუსმინეთ ძალიან დაკვირვებით.
https://www.youtube.com/watch?v=JROpN_FbjLkდა აი მეც პირველი კურსის დასრულების შემდეგ ზუსტად 2 თვეში დავიწყე 1კგ/1მგ სისტემით მკურნალობა.
ხუთი თვე ვსვამდი 80 მგ-ს ყოველდღიურად, დილით 40 მგ, საღამოს 40 მგ.
მკურნალობის დროს განსაკუთრებული დისკომფორტი არ მიგვრძნია, ნუ ცოტა დისკომფორტი წელის არეში, თვალების დაღლა კომპთან.
ტუჩების ექსტრემალურად გამოშრობა. ეს უკუჩვენებები ჰქონდა მეორე კურსს.
ახლა 2 თვენახევარი გავიდა მას შემდეგ რაც მეორე კურსი დავამთავრე და რა შემიძლია ვთქვა ჯერჯერობით?!
კანის ცხიამიანობა ოდნავ დაბრუნდა მაგრამ არა იმ მაშტაბებით რაც ადრე მქონდა, ხანდახან აქა-იქ გამონაყარი ჩნდება წვრილი სახით, 2 დღეში რომ გადადის თავისით ისეთი. ჯერ ზაფხული არ მოსულა და სიცხეებიც არ არის, ასე რომ ცოტა უფრო გართულებებს ვერ გამოვრიცხავ.
მაგრამ ჩემი დაკვირვებებით და დასკვნებით, როაკუტანმა თავისი საქმე გააკეთა, თუ საბოლოოდ ვერ დამირეგულირა ცხიამიანობის პრობლემა, უდავოდ შემიმცირა მაინც. ხოდა რაც მთავარია, ისეთი არაფერი მემართება, ადრე რომ მქონდა, ეს ჩემი აზრით მიღწევაა.
დღევანდელი გადმოსახედიდან როაკუტანმა მოახერხა ის, რომ დღევანდელი და მომავალი სახის პრობლემები მოვაგვარო მხოლოდ გარეგანი საშუალებების გამოყენებით და არა ორალური პრეპარატებით. მაგალითისთვის, დუაკ გელს მივმართავ თუ რამეა. ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ იმიტომ რომ ისეთი ტიპის გამონაყარი არ გამომდის რომ რაიმე სერიოზული წასასმელით ვიმკურნალო.
ჩემი რჩევა იქნება მათთვის ვინც როაკუტანით აპირებს მკურნალობას, რომ თუ გინდათ ტყუილა არ ყლაპოთ ეს მძიმე პრეპარატი, მიიღეთ მხოლოდ 1კგ/1მგ-ის შეფარდებით 5 ან 6 თვე. და არანაირი დოზის შემცირებები და კლებითი სისტემები. თუ მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ უფრო პატარა დოზით, მაშინ ძალიან სთხოვეთ ამ კონკრეტული პოსტის წაკითხვა.
როაკუტანმა შეიძლება 100%-ით ვერ მომიგვარა პრობლემა, მაგრამ მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი არსებობა. აშკარად დადებითი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში.
This post has been edited by beqaG on 16 Feb 2015, 14:45