სინთეტური ვიტამინები სრულიად იდენდურია ბუნებრივი ვიტამინესბის. ეს ნიშნავს, რომ სინთეზირებული ვიტამინები თავისი სტუქტურით და თვისებებით, აბსოლუტურად მსგავსია ბუნებრივის. უფრო მეტიც, როდესაც სწავლობენ ვიტამინების საკვებიდან ათვისების დონეს უნდა ითქვას რომ საკვებიდან არც ისე სრულად აითვისება. ისიც, ორგანიზმმა უნდა "იშრომოს" იწვალოს, რომ როგორმე მოიპოვოს ეს ვიტამინები საკვებიდან. რაც შეეხება სინთეზიებულ ვიტამინებს აქედან ბევრად უკეთესად და უფრო სრულად შეითვისება. როგორც არ უნდა იკვებო და შეადგინო შენი კვების რაციონი, იმ რაოდენობას მაინც ვერ მიიღებ, რაც მითუმეტეს მოვარჯიშე ადამიანს ჭირდება
* * *
ფაქტია, რომ ხშირად ადამიანები ვერ იღებენ ჯანმრთელობისათვის საჭირო ნივთიერებებს თავიანთი საკვები რაციონიდან. ძალიან ძნელია, თუ არა შეუძლებელი, რომ საკვებისაგან მიიღოთ ყველაფერი, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება ჯანმრთელობისათვის. ამ რაოდენობის საკვების მიღება ყოველდღე – უბრალოდ შეუძლებელია.
მაგალითად: იმისათვის რომ მიიღო ჩვეულებრივი ადამიანისათვის რეკომენდებული ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობა, ყოველდღე უნდა მიირთვა ნახევარი პური, ბურღულეული, ბრინჯი ან სპაგეტი, 1კგ ხილი, 1კგ ხორცი, თევზი, 1კგ ბოსტნეული, 3 ჭიქა რძე, იოგურტი და ყველი!
ექპერტების აზრით, ესეც კი არ არის საკმარისი: თანამედროვე ცხოვრება კიდევ უფრო მეტ მოთხოვნილებას ქმნის ძირითადი ვიტამინებისა და მინერალების მიმართ. დაბინძურებული ჰაერი, არასწორი კვება და გადამუშავებული საკვები – იმ ფაქტორების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ზრდიან ორგანიზმის მოთხოვნილებას ვიტამინებისა და მინერალების მიმართ. მოწევა პირველ ადგილს იკავებს სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის. მწეველებს, მათ შორის პასიურ მწეველებსაც, სჭირდებათ კიდევ უფრო მეტი ვიტამინი და მინერალი რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ორგანიზმზე მოწევის უარყოფითი ეფექტი.
This post has been edited by Nielsen on 13 Sep 2013, 21:34