ფორთოლეიკოციტების რიცხვი ითვლება 2 მაჩვენებლით. ერთი არის პროცენტობა (ანუ, ცალკეული ტიპის ლეიკოციტის წილი საერთო მასაში, მაგალითად ლიმფოციტების, ნეიტროფილების, მონოციტების წილები საერთო ლეიკოციტებში, რაც 100%-ზე იანგარიშება) და მეორე არის აბსოლუტური რაოდენობა, ანუ რამდენი ცალი კონკრეტული ტიპის უჯრედია 1 ლ სისხლში.
გრანულოციტების რაოდენობა გაქვს მომატებული საკმაოდ. გარდა ამისა, გრანულოციტებში ჭარბობს ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები (ახალგაზრდა ფორმები) და სეგმენტბირთვიანებიც მაღალია. ანუ, ჰემოპოეზი არის გადართული მიელოპოეზზე (რომელიც აყალიბებს მონოციტებს და გრანულოციტებს). მონოციტებიც ზედა ზღვარზეა.
ანალიზის ეგეთი პასუხის მიზეზი ყველაზე ხშირად არის მწვავე ანთებითი პროცესი.
ლეიკემია ყოფილიყო, ლეიკოციტების საერთო რიცხვი გაცილებით მაღალი იქნებოდა და გარდა ამისა, ბლასტური ფორმები იქნებოდა სისხლში. ისე, ანალიზის პასუხის ის კიდე არ გაქვს დასკანერებული მაინცდამაინც, სადაც ლიმფოციტების დახასიათება უნდა ყოფილიყო.
თუ კარბამაზეპინს იღებ, პირდაპირ უწერია ანოტაციაში:
http://www.aversi.com/annotations.php?id=7...o&drug_id=10733სისხლმბადი ორგანოების მხრივ: შესაძლებელია - ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, იშვიათად – ლეიკოციტოზი, აგრანულოციტოზი;
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!