ძალიან რთულია მაგ პრინციპით "სიმართლის" დადგენა ))
8 წლის წინ ოფთალმიჯში სიარულზე ვთქვი უარი, როცა მითხრეს რომ ლაზერული ოპერაცია მჭირდებოდა ბადურის გასამაგრებლად
ორ ექიმთან გადავამოწმე და ვაიმე არა რა ბადურის ჩამოშლა და რა ოპერაციაო. იმის მერე მივედი ახალ მზერაში
წელიწადში ერთხელ დავდივარ და ვამოწმებ
ახლა უცბად მომიწია მაგ კურაციოს ექიმთან მისვლა (ჩემი ექიმი არ იყო აქეთ)
და ეს მეუბნება ვაიმე ბადურის გასამაგრებელი ოპერაცია გჭირდებაო.
დავაღე ისევ პირი.
საღამოს დავურეკე ჩემს ექიმს და მითხრა რომ თუკი გაელვებები მომიმატებდა უკვე უნდა მეფიქრა ოპერაციაზე. ანუ რეალურად ბადურა მართლა გაცრეცილია,მაგრამ ეს თვლის რომ თუ არ მაწუხებს მანამდე არაა სასურველი ოპერაციის გაკეთება.
რამაზი (კურაციოს ექიმი) კი თვლის რომ უკვე გასაკეთებელია და მაგ სიმპტომებს არ უნდა დაველოდო.
თუმცა ფაქტია ეს გაელვებები გაზაფხულზე დამეწყო ძალიან იშვიათად. და ბოლო 10 დღეა მომიმატა )
---
Unicoაი ასეთ სიტუაციაში- არ ვიცი რა და როგორ გირჩიო

თავად ვარ ისე არეული
ახალ მზერასაც ეყოლება უკმაყოფილო ხალხი,ოფთალმიჯსაც,ნიუ ჰოსპიტალსაც და საერთოდ ყველას.
ეგ ბუნებრივი მომენტია.
თუმცა აღარ ვიცი უკვე რა პრინციპით უნდა შეირჩეს ექიმი და როგორ უნდა ენდო ამდენი რამის მერე.
რამდენიმესთან ამოწმებ და უარესად გაბნევენ,პასუხისმგებლობასაც გაურბიან და იქით გაკისრებენ.
მართლა 10 ექიმთან ხო ვერ მივალ?
რომც მივიდე ყველას თავისი აზრი/თეორია აქვს

---
მიდი მაშინ რამაზ ცინცაძესთან (კურაციოში ან ჯაბადარში)
მაგ დონეზე ნამდვილად კარგად გაგსინჯავს და გეტყვის რა პრობლემაა ))