მინუს ორზე არავინ დაგბრაკავს.
არც პლუს ორზე.
მინუს ან პლუს 6 უნდა იყოს რომ დაგბრაკონ
-----------------------------------------
ჰო არანაირი კითხვა არ მაქვს ))
უბრალოდ ისე შემოვიხედე...
რა ვიცი ვის რაში გამოადგეს და დავწერ მაინც...
----------------------------------------------
(თუ არის შესაბამისი თემა იქ გადაიტანეთ პოსტი)
----------------------------------------------------------------
2 თვის წინ დამიდგინეს კერატოკონუსი ორივე თვალზე.
მე-2 მე-3 სტადია.
სიმპტომები : ბუნდოვნად ვხედავდი ყველაფერს, განსაკუთრებით ღამით (აი თითქოს გაბლარულად)...
გამიუარესდა მხედველობა ... 20 % ზე დამივიდა.. ცილინდრზე მინუს 3 მქონდა..
ტექსტების კითხვა განსაკუთრებით მიჭირდა...
მოკლედ რამდენიმე დღის წინ გადავინერგე რკალები (თითო-თითო დამჭირდა ორივეზე)
ოპერაცია გავიკეთე დვალთან (ორთაჭალაშიც კეთდება, მაგრამ იქ თითქმის ორჯერ ძვირი ჯდება)
ახლა კარგად ვგრძნობ თავს )) მხედველობაც გამიუმჯობესდა (თუმცა ოპერაცია დაავადების პროგრესირების ზრდის შესაჩერებლად გაკეთდა)
მტკივნეული ოპერაციის შემდგომი პირველი ორი დღე არის, როცა გრძნობ ქავილს და წვას.. მაგრამ გაძლება შეიძლება
----------------------------------------------
მოკლედ თუ ვინმეს გაქვთ ეს დაავადება მკითხეთ და გიპასუხებთ ))
იმდენი გავიგე უკვე დისერტაციას დავიცავ