ხალხო, ერთი მარტივი კითხვა მაქვს.. ინტრიგნული უფრო სწორად

რამდენიმე დღის წინ მქონდა კორპორატიული ფართი, 80იანების დრეს-კოდით
ჰოდა გადავწყვიტე იმდროინდელი სტილის სათვალეც გამეკეთებინა
ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე შესაფერისი სათვალეები, პახოდუ არამხოლოდ 0.
და ბარემ ჩემი ზომა ავიღე (-1.5)
ჰოდა რავი ძაან ჩვეულებრვიად მეკეთა მთელი საღამო,
როგორც ჩემი, ექიმის მიერ გამოწერილი და ოპტიკის მაღაზიაში სპეციალურად შეკვეთით დამზადებული შორი ხედვის (Distance) სათვალეები.
მარა, შემდეგ წესიერად ვნახე ლეიბლი და აღმოჩნდა რომ აწერია "Reading Glasses"
და რომ არის მხოლოდ ახლოს ხედვისთვის: "For near visions and reading use only.... Not for driving or vehicle operation" და ა.შ.
მაგრამ..
-1.5 (და ზოგადად, მინუსი) ნიშნავს რომ პირიქით, შორს ხედვისთვის არის და არა ახლო ხედვისთვის

და ამ დროს გამოიყენება diverging ლინზები, რომლებიც განსხვავებული ფორმის და ფუნქციების მქონეა ვიდრე პლუსის დროს საჭირო converging ლინზები:
ჰოდა რანაირად არის მინუს სათვალე ახლო "კითხვისთვის" განკუთვნილი?
რაც დავძებნე, "Reading" სათვალე საჭიროა როდესაც ადამიანის თვალის ლინზა ელასტიურობას კარგავს, ძირითადად 40 წლის შემდეგ, და შესაბამისად უჭირს ახლო მანძილზე დაფოკუსება. ე.წ. Presbyopia.
და რაც ფაქტიურად იგივე შორსმხედველობაა: ორივე შემთხვევაში ფოკუსი რეტინადან შორს, უკან გადადის (ახლომხედველობის შემთხვევაში პირიქით - რეტინამდე ხდება ფოკუსირება)
შესაბამისად ამ დროს საჭიროა converging ლინზა...
გვაბოლებენ?

თან განსხვავებაც არაფერი არაა ჩემს ახალ "Reading" და ძველ "Distance" საათვალეების შორის: ორივეთი აბსოლუტურად ერთნაირად კარგად ვხედავ შორ მანძილზე, ანუ ორივე ფაქტიურად Distance-ია

ნეტში, იუთუბზე, რავი ყველაგან ვეძებე და ნორმალური ახსნა არსად არაა.
ვინმე მცოდნე ოფთალმოლოგი არ შემოდის თემაში რომ გამარკვიოს რა ხდება?
მიმაგრებული სურათი