Misplacedგამორეცხვაც დამინიშნა, სანთლებიც, მერე მიკროფლორა დაგერღვევაო და იმის აღმდგენიც დამინიშნა და ანტიბიოტიკი არ ვიცი, მაგ ორი წამლის გარდა, ყველა გამორეცხვის არისო
ქეთი ვეშაპიძე ეწოდება
კიდევ მოვყვები ბარემ მაგის გმირობებს. მივედი ჩივილით, რომ მგონია სოკო მაქვს. გასინჯვისას თითი შემთხარა სწრაფი მოძრაობით სასტიკი სახით, თან თვალებში მიყურებდა და ნუ იძაბებიო მეუბნებოდა
მერე მიხვდა, რომ კი არ დავიძაბე, მეტკინა და ა, გტკივაო ?

დაკომპლექსებული ვეგონე და ჩემთვის თვალის ახელა უნდოდა ეტყობა.
ყელზე პატარა ეროზია გაქვსო. გამიკეთა ნაცხის ანალიზი, გამაგზავნა ეხოსკოპიაზე 50ლ. მივედი, კითხულობს შედეგებს
მეუბნება ეხოსკოპიამ ის აჩვენა, რაც მე ვთქვიო

. არაფერი ისეთი არააო. ეროზიას მედიკამენტებით ვუმკურნალო თუ მოვყინო, მაგის გასარკვევად კოლპოსკოპია უნდა გაიკეთოო, წადი ავერსში 50 ლარად გაგიკეთებენო. დანიშნულება არ მომცა ჩემს პრობლემაზე, კოლპოსკოპიის პასუხი თუ არ მეცოდინება დანიშნულებას ვერ მოგცემო და მე თვითონ ვიმკურნალესავით.
ავერსში არ მინოდა მისვლა და უფრო ახლოს ჩემთან ვიპოვე გუგლით 30 ლარად. გავაკეთე, მივიტანე პასუხი და ავერსში რატომ არ მიხვედიო, დამიწყო კამათი.
რა შემოგთავაზეს იქო? მიკროტალღურით მოწვა მეთქი
მერეო მოყინვა უფრო იაფიაო. რა დაგიფასესო? 100ლ. რას ლაპარაკობ, მოყინვა 150 ღირსო და ეგენი გატყუებენ, ეგ აპარატი არავის აქვს თბილისში და გატყუებენო
მერე დააყოლა, ეგ 250ლ-ზე ნაკლებად არ კეთდებაო
პარატი ტუ არავის აქვს, როგორ კეთდება 250-ად, არ მიკითხავს
ეხლა მიყურებს თვალებში და მეუბნება, დანიშნულება რომ დავწერო, ახალი კონსულტაცია უნდა გავაფორმო, უკვე თვე გავიდა პირველი კონსულტაციიდან და უფასოდ ხომ არ ვიმუშავებო
წავედი გადავიხადე, მერე რა თუ მაგან მგზავნა სხვადასხვა გამოკვლევებზე და კონსულტაცია დანიშნულების გამოწერასაც ნიშნავს
მოვედი, წერს, გაავსო ფურცელი და იძახის, აბა რა ვქნა, იაფი არ დაჯდება მკურნალობა, მაგრამ ხომ უნდა იმკურნალო?
ეხლა ვუყურებ და რახან გამორეცხვა დამინიშნა, ვეკითხები, რომელია მაგ წამლებიდან ეროზიის სამკურნალო და რომელი ჩემი ინფექციის, რომელიც ნაცხის პასუხიდან მიიღო მეორე დღესვე
ეს ყველა შენი ინფექციის სამკურნალო არისო
ორი თვე იმკურნალებ ამ წამლებით, მერე მოხვალ ესე სექტემბერში გვექნება მოყინვის აპარატი, ჯერ არ გვაქვს მაინც და მოგიყინავთ
აჰაა
ხო კაი ვიღაცაა?
მერე გუგლით ვნახე რა რისთვის იყო, ეს სეკნიდოქსი ამოვირჩიე, მივედი აფთიაქში 30 ცალი მომეცით მეთქი და ორი ცალია კოლოფში და 10 ლარი ღირსო
1 კოლოფი ავიღე, მერე ვიყიდი დანარჩენს მეთქი, წამოვედი გავხსენი ანოტაცია და მერე იცით რაც :დ
ეხ...სადაა არჩერი მოვიდეს, გააპრავოს :დ
This post has been edited by gramatikikina on 26 Jun 2014, 12:20