მოკლედ, დღეს მომივიდა ანალიზების პასუხები და მინდა თვითონ ავადმყოფები(თუ ყოფილები) ისევ შემოვიდნენ და პოსტონ
იმიტომ, რომ როგორც ვხვდები, ექიმის დანიშნულება არის მხოლოდ ანალიზების დათვალიერება და მერე ამის მიხედვით დოზის გამოწერა და შემდეგი ანალიზის თარიღის ზუსტი დადგენა
და ამასაც არ აკეთებენ
კონსულტაცია კიდევ 50 ლარია
რისთვის იღებენ ამ ფულს?
ქეთი ასათიანთან დავდიოდი
პირველი თვის შემდეგ ცოტა მაკლდა ნორმამდე
დამიბარა 2 თვის მერე და რეცეპტის ფურცელზე დაუწერია, ქვევით ჩაეწერეო. მანამდე თვითონ ჩამწერა და რა თქმა უნდა არ მომსვლია აზრად, იქიდან გასვლამდე დამეხედა იმ ფურცლისთვის.
თან ამის უფლებაც მაქვს, რადგან სიმპტომებში არის მეხსიერების პრობლემა
მაგან კიდევ უნდა იცოდეს ეს და გაითვალისწინოს.
მახსოვდა 27 მაისს უნდა მივსულიყავი. დამავიწყდა საათი. დავრეკე და ჩაწერილი არ ხარო. მომიწია კიდევ ორი კვირით გვიან ჩაწერა.
მივედი როგორც იქნა, გამგზავნა ანალიზებზე.
პასუხს უნდოდა კიდევ 1 კვირა.
ეს თვითონ შეეძლო სცოდნოდა და ტელეფნზე ეთქვა, რომ ანალიზებზე ეგრევე მივსულიყავი
ბოლო-ბოლო მოვიდა პასუხები და უკვე დავწერე აქ, მაღალი ფუნქცია გადამქცევია დაბალ ფუნქციად. ხმა არ ამომიღია, დავიკიდე, ქეთიმ იცის, რას აკეთებს
მითხრა, ეხლა ორივე ჰორმონი მიიღეო, ბიოფსია გაიკეთეო და პასუხი რომ მომივა, მე დაგირეკავო
ველოდე, ველოდე
დავურეკე და როგორ თუ შენ დამირეკე, როცა მე გითხარი, მე დაგირეკავო
მერე წასულა საქართველოდან. ესენი უკვე დავწერე აქ
სხვა ექიმსაც ვკითხე
ბოლოს სხვასთან წავალ მეთქი, ვიფიქრე და მაინც მივწერე, იქნება მიპასუხოს
მიპასუხა 1 კვირის მერე
ხა ხა ხა ეხლა ვნახე სმს. ივლისის ბოლოს მოდი
მე კიდევ მანამდე გავიკეთე ლიმბახში გამოკვლევები, 1 დღეში მომივიდა პასუხები და ვარ ისევ იქ, სადაც ვიყავი მკურნალობის დაწყებისას
ანუ მაქვს ისევ ფარისებრის მაღალი ფუნქცია
ნორმალურია ეხლა ეს ქალი?
მაგის დანიშნულებით ივლისის ბოლომდე და პლუს კიდევ ერთი კვირა უნდა მესვა ეს თიროქსინი და უნდა გავტრუპილიყავი?

პლუს არაფერში დამახარჯინა 900+ ლარი
ოთხჯერ ანალიზები და ეხო, ბიოფსია და მაგის "კონსულტაციები"
This post has been edited by gramatikikina on 26 Jul 2016, 22:03