გამარჯობაა.
დღეს წავაწყდი ამ თემას. თავიდან კითხვა დავიწყე,მერე ვნახე,რომ ძალიან მოქმედებს ეს თემა ჩემზე და გავანებე თავი. თუმცა ვხედავ ბევრს აინტერესებს ოპერაციასთან, დაზღვევასთან და .. მოკლედ ფარისებრის გარშემო (ირიბი გაგებით) არსებული საკითხები.
მე მოვყვები ჩემს ისტორიას და გარკვეულ რჩევებსაც მოგაწვდით,იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს.
შარშან, 18 ნოემბერს გავიკეთე ოპერაცია. სრულად ამომკვეთეს ფარისებრი ჯირკვალი. ოპერაცია გამიკეთა კოტე მარდალეიშვილმა. ვიტყვი , რომ არაჩვეულებრივი ადამიანია. (თუ ვინმეს ექიმებზე ცუდი ან არც თუ ისე კარგი წარმოდგენა გაქვთ,პირობას გაძლევთ რომ კოტეს ნამდვილად არ შეხედავთ ამ თვალით. ) არც ამპარტავანი,არც უხეში , მხოლოდ საკუთარი საქმის პროფესიონალი . მართალია ძვირი, მაგრამ რას ვიზამთ
თუ უკვე მიხვედით იმ ზომამდე,რომ საჭიროა ოპერაცია და თუ ისიც გადაწყვითეთ რომ კოტესთან მიხვალთ, მიდით ძალიან ადრე.რომ ცოცხალი რიგი დაიჭიროთ. იმაზე ადრე,ვიდრე კონსულტანტი გოგოები იწყებენ მუშაობას. ანუ დილის 09:30 მდე. თუ არ გინდათ ცოცხალი რიგი,შეგიძიათ ჩაეწეროთ.ამ შემთხვევაში კონსულტაციის ფასი 100 ლარია. ცოცხალი რიგის შემთხვევაში 70.
კოტეს მიერ დანიშნული ანალიზების შემდეგ, დადგინდება ოპერაციის მაშტაბები. თუ ოპერაციისთვის დაზღვევას მიმართავთ,მაშინ მეორე დგეს ისევ მიბრძანდებით კლინიკაში,რათა კალკულაცია წამოიღოთ,რომელიც დაზღვევას სჭირდება. დაზღვევის პასუხი არის დაახლოებით 2-3 კვირაში. (ადგილზე რა თქმა უნდა მეტს იძახიან) 2 კვირის შემდეგ , ან როცა უკვე გადაირიცხება თქვენი თანხა,სადაზღვეოდან გამოიტანთ საგარანტიო წერილს (მგონი ასე ჰქვია) რომელსაც მიიტანთ კლინიკაში და დანიშნავთ ოპერაციის დღეს.
მ თ ა ვ ა რ ი !!!! ოპერაციაზე არ ინერვიულებთ . თვითონ ოპერაცია თქვენთვის არის ეს : დაიძინებთ და გამოიღვიძებთ. არიქა მეტკინება,არიქა სისხლის მეშინია,ვაიმე დანა უნდა დამადონ და სხვა მსგავსი ფიქრები არც გაბედოთ. მერწმუნეთ,რომ ოპერაციამდელი პერიოდი, ეს გამოკვლევები,ექიმის ლოდინი,დაზღვევაზე სირბილი,ოპერაციისწინანდელი გამოკვლევები უფრო რთულია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად,ვიდრე ოპერაცია. გაიღვიძებთ რეანიმაციაში,სადაც წესით ერთი ღამე უნდა გაატაროთ,თუმცა მე 2 საათი ვიყავი . კიდევ ერთხელ ვიძახი,არანაირი ნერვიულობა ოპერაციის გამო,თორემ რეანიმაციაში გარკვეული გართულებები ვლინდება ნერვიულობის ფონზე. ხო,კიდევ რაც ჩემი გამოცდილებით უნდა გაითვალისწინოთ არის ის რომ ყურადღებით შეარჩიეთ მკურნალი ექიმი. კოტე მხოლოდ ამოკვეთას აკეთებს და შემდეგ ჩაბარებული იქნებით მკურნალ ექიმს. ნე დაი ბოგ ჩემნაირი შეგხვდეთ. ახლაც რომ მახსენდება მისი გულგრილობები და ვადარებ სხვა მკურნალ ექიმებს,ამავე კლინიკის,ტვინში სისხლი მექცევა. ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე არ შემრცხვებოდა მისი შეცვლის მოთხოვნა,თუმცა ბიოფსიის პასუხი იმდენად დამთრგუნველი იყო ჩემთვის,სხვა რამეზე უბრალოდ ვერ ვფიქრობდი. (შეგნებულად არ ვწერ მის სახელს,თუ ვინმეს გენდომებათ,პირადად მოგწერთ,არ დაგზარდებით.) ჭრილობა ყოველდღე უნდა დაიმუშავოთ ბეტადინის ხსნარით (თურმე) და არა ჩემნაირად,ასე მითხრა ჩემმა ექიმმა,ხელი არ ახლო,ეგ ძველი მარლა რომ ჩამოგივარდეს მიიწებე,მორფოლოგიის პასუხისთვის რომ მოხვალ, მე გავაკეთებ რაც გასაკეთებელიაო.ხოდა მეც დაახლოებით 10 დღე ამ ჩამოვარდნილ და გაჭუჭყიანებულ მარლას ვიწებებდი.საბოლოო ჯამში მარლა კი არა,სკოჩების ბუდე იყო.გარდა ამისა,ეცადეთ მაქსიმალურად ჰკითხოთ რაც გაინტერესებთ და აუხსენით რომ ხართ დილეტანტები და არანაირი ვალდებულება არ გაკისრიათ სამედიცინო ენის ცოდნის.იმისთვის თუ მეათასე პაციენტი ხარ და მისთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია,თქვენს ცხოვრებაში ეს პირველად (და ღმერთმა ქნას უკანასკნელად მოხდა) აუცილებლად ჰკითხეთ რას უნდა ერიდოთ,რამდენი ხნით და ა.შ. ოპერაციაზე შემოსეირნებით არ დამთავრებულა მისი მოვალეობა. ჩემი ექიმისთვის ისედაც უნდა ამოგექაჩა ორი სიტყვა და იმასაც სამედიცინო ენაზე იძახდა.
და აი მორფოლოგიის დღეც. ჯობია ჯერ დაურეკოთ მკურნალ ექიმს და ჰკითხოთ არის თუ არა მორფოლოგიის პასუხი. ჩემნაირად 3 ჯერ არ ახვიდეთ ლისის ტბაზე. კეთილთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში სამყაროს მადლობას უხდით და ბრუნდებით უკან. დაახლობით 1 კვირის მერე იტარებთ ჰორმონებზე ანალიზს, რომლის მიხედვითაც დალევთ როგორც მე ვუწოდებ "ბენზინს". ნორმალურ ენაზე თიროქსინს.
პაპილური კარცინომის შემთხვევაში კი გადაწყვეტილებას იღებთ და ემზადებით რადიაქტიული იოდისთვის . ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია სად გაიკეთებთ. საქართველოშიც არის,თუმცა რეავიცი,რეავიცი. ჩემმა ნაცნობმა გაიკეთა პირველად უკრაინაში,შემდეგ სკანერზე საქართველოში იყო. სკანერის შემდეგ კოტესთან მისულს კი კოტემ უპასუხა : თითქოს სკანერზე იოდი არც დაგილევიაო. (მე არ ვაკნინებ ქართულ იოდს,როგორ გავბედავ კაცო , თუმცა ფაქტი ესაა. ფაქტის წინაშე კი ყოველგვარი არგუმენტი უძლურია.) დავამატებ იმასაც,რომ უკრაინაზე ძვირი ჯდება. უკრაინაში კეთდება კიევშიც და დნეპროპეტროვსკშიც.აქაც კი სხვაობაა. დნეპროპეტროვსკში უკეთესი შედეგები აქვთ,ვიდრე კიევში.
სირთულე მდგომარეობს რაში : მჭირდება იოდი და მოდი უკრაინეში გავფრინდე,არაა ეგრე.საჭიროა წინასწარ ჩაწერა საავადმყოფოში.პირველად ამას აკეთებს მარდალეიშვილის კლინიკა. ამისთვის ვინმე გიორგის უნდა მიმართოთ.გვარი სამწუხაროდ ვერ გავიხსენე.ისინი აგვარებენ ამ საკითხს,რომლისთვისაც დაახლოებით 200 ლარამდე იხდით. ჰორმონს რა თქმა უნდა არ სვამთ.ბოლო 10 დღე კი არ მიირთმევთ პროდუქტებს,რომელიც იოდს არ შეიცავს. მაგალითად ზღვის პროდუქტებს. აქ გეტყვიან, რომ ბოლო 10 დღე მხოლოდ მაკარონი და ქათმის ხორცი შეიძლება,მეტი არაფერიო. თუმცა უკრაინაში ამაზე სიცილს იწყებენ. არ შეიძლება მხოლოდ ზღვის პროდუქტები და შინაური რძის პროდუქტებიოო.მოამზადეთ იმდენი ტანსაცმელი,რომ იქ დღეში ორჯერ გამოცვლა შეძლოთ. ეს ტანსაცმელი შემდეგ იწვება.ასევე პირსახოცები დღეში 2 .და ყოველდღე ახალი თეთრეული. გაითვალისწინეთ ისიც,რომ იქ შეტანილს,უკან ვერ გამოიტანთ.წიგნები,ფენი და ჭურჭელი იქ არის.ასევე მაცივარიც.თუ მარტო მიდიხართ,სანამ ჩაგკეტავენ იქამდე მოამზადეთ თქვენთვის პროდუქტი,რომ საჭმლის მომზადება შეძლოთ. იქ შემოწვდილი საჭმლის ჭამა შეუძლებელია. თუ ვინმე მიგყვებათ,მაშინ მან უნდა შემოგაწოდოთ ყოველდღე. იქ ექთნებს დაუტოვებს და ისინი შემოაგდებენ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.იოდის დალევის დღეს,მოგაწვდიან კოსმონავტის ფორმაში გამოწყობილი ვიღაც პატარა ჭიქით სითხეს და იმას დალევთ.არანაირი გემო და სუნი.არც არაფერზე მოქმედებს.მხოლოდ ფარისებრის მიდამოში.5 დღის შემდეგ შეამოწმებენ რადიაციულ დონეს ორგანიზმში და გამოხვალთ საავადმყოფიდან.ეცადეთ დალიოთ ბევრი წყალი და მიირთვათ ბევრი კეფირი. აუცილებელია ორგანიზმიდან გამოიდევნოს ის რადიაცია.წინააღმდეგ შემთხვევაში 8 დღემდე ჩაიკეტებით. მთლიანად რა თქმა უნდა ვერ გა,ოდევნით რადიაციას,თუმცა განსაზღვრული დონე.არ დალიოთ თიროქსინი იმ სქემით , რომელსაც მარდალეიშვილის კლინიკაში წარუმატებელცხვირისოპერაციაგაკეთებული ქალი მოგაწვდის. დალიეთ იმ სქემით,რომელსაც მოგაწვდით უკრაინაში თქვენი მკურნალი ექიმი. შემდეგ მოვდივართ აეროპორტში და არ გვიკვირს რატომ იყვირა დეტექტორმა ჩვენი გავლის მერე,მერე რა რომ მთელი აეროპორტი გვიყურებს. პრობლემები ამაზე არ გექნებათ,რადგანაც დამადასტურებელი საბუთი გაქვთ თან უკრაინაში შემიძია ვთქვა რომ ყურადღებას არც აქცევენ. თუ შემდეგ 3 თვის განმავლობაში მოგიწიათ საზღვარგარეთ წასვლა,იცოდეთ რომ დეტექტორი ისევ დაიწყებს ყვირილს. 3 თვის მერე ესეც გაივლის.ხო,ვერიდებით ბავშვებს 1 თვემდე და ვიცავ ჩვენს საყვარელ ხალხს,იმ გაგებით რომ 2 მეტრის დისტანციით ვსაუბრობთ მათთან.ვჭამთ სხვა ჭურჭლით და ჩვენს ტანსაცმელსაც ცალკე ვრეცხავთ. ვინც გმტრობთ,იმას ჩაეხუტეთ. იოდის მიღების მერე მივხვდი,როგორ მიყვარხარ თქო (დევილ) იოდის მიღებიდან 6 თვეში კი უწევს სკანირება.სკანირებისთვის გავდივართ იგივე პროცედურას. ოღონდ ამ დროს უკვე თქვენ ურეკავთ საავადმყოფოს და ეწერებით. წყვეტთ თიროქსინის მიღებას 1 თვით ადრე. (3 კვირის მაინც) და ზღვის პროდუქტებისგან იკავებთ თავს ბოლო 10 დღე. ფასი: ჩაკეტვა , ანუ ის 5 დღე 800 $, ადგილზე იხდით და სკანერი 150 დოლარი. პირველი სკანერი მაინც ყველას უწევს. პირველი სკანერის მერე შეიძლება აღარც კი დაგჭირდეთ. თუმცა უკრაინაში კი გეტყვიან,რომ ყოველ წელს მოდი სკანერზე 5 წლის განმავლობაში და შემდეგ 4 წელში ერთხელო.
ეს ყველაფერი,რაც გამახსენდა. თუ კიდევ რამე დაგაინტერესებთ,იცით რაც უნდა ქნათ