kravai9სხვასთან მიდი. მე პირველად ვისთანაც დავდიოდი თავიდან ყურადრებიანის შთაბეჭვილებას ტოვებდა და ისიც ზედმეტი წალები და გამოკვლევები არ გვინდაო, მეუბნებოდა. მაგრამ ექოსკოპიას მაკეთებინებდა თვეში ერთხელ. მეუბნებოდა, ეგ კეთილთვისებიანი არისო, ეტყობა სურათს და არ გინდა ბიოფსიაო.
ერთხელაც მივედი და მეკითხება, შენ ქირურგმა გაგსინჯა ხელითო? არა მეთქი
უიო, ეხლავე შემოვიყვანო. შემოიყვანა ქირურგი, მომკიდა ყელში ხელი, მომისინჯა
უი უიო
მართალია სხვა შემთხვევაში ბიოფსიაზე არ გაგიშვებდი, მაგრამ ცოტა ხსნის წინ გვქონდა შემთხვევა, როცა ესეთი კვანძი ვიღაცას ავთვისებიანი აღმოაჩნდა და ამიტომ შენც მიდიო
წავედი რა მექნა :დ
ნუ იქაც მითხრეს, რომ არაფერი არაა და ანალიზის პასუხები მაილით გადაუგზავნეს ამ ექიმს
იმის მერე ამ ქალმა დამიკიდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
კონსულტაცია ვერ დამინიშნა, ხან სად იყო, ხან სად. არადა ახალი გამოკვლევის თარიღი იყო დასადგენი და დანიშნულება გასაკონტროლებელი
ბოლოს ამის გამო სხვასთან წავედი.
ეხლა ვფიქრობ, ეგ იყო მიზეზი, რომ დამიკიდა. ეტყობა ვერ გარისკა ჩემთვის ოპერაციის შემოთავაზება
სხვა შემთხვევაში რა საჭირო იყო ქირურგის ხელით გასინჯვა ამდენი ექოსკოპიის შემდეგ
თან ბიოფსიაზე თვითონ მითხრა, ვისთან მივსულიყავი. ეგ იაფად აკეთებსო.
მივედი, რაღაც სორო აღმოჩნდა და იყო უამრავი ხალხი. მთელი დღე ვიდექი რიგში.
სამ თვეში განმეორებითი დამინიშნეს. რა საჭირო იყო, არ ვიცი.
და სხვა ექიმმა, ვისთანაც მერე მივედი, შემდეგი ექოსკოპია დამინიშნა 6 თვის შემდეგ. არ შეიძლება ერთთან დიდხანს სიარული :დ