გამარჯობათ
15 წლის რომ ვიყავი ექიმმა დაადგინა ჰიპოთირეოზი(არ ვიცი სწორად გამოვთქვამ თუ არა სიტყვას, ამიტომ მაპატიეთ ^^)...
იმის მერე ვმკურნალობ, ვმკურნალობ, მაგრამ როგორც ჩანს დიდად კარგი სპეციალისტი არ ყოფილა ამ სხვა რაიმე პრობლემა იყო და არ ეშელა ამ ჩემ TSH-ს...
წელიწადნახევრის წინ სანახევროდ პროფესიონალთან ვიყავი მგონი, ეუთიროქსი შემიცვალა ელ-თიროქსინით...
თავიდან მომცა შედეგი, უკეთ ვიგრძენი თავი, მაგრამ მერე, ან ჩემი არეული არასტაბილური მკურნალობის ან სხვადასხვა რაღაცების ბრალი იყო და 4+ზე ავიდა.
შემდეგ უკვე ნახევარს წელზე მეტია სტაბილურად ვსვამ 25 მგ ელ-თიროქსინს...
რამდენიმე დღის წინ გავიკეთე TSH ანალიზი და 5.* მომცა შედეგი...
ახლა 22 წლის ვარ...
დამაინტერესა რა იყო ეს "დაავადება", რას იწვევდა და ა.შ.
გადავხედე და როგორც აღმოჩნდა საკმაოდ სერიოზული პრობლემა ყოფილა, რომელიც ჩემ ცხოვრებისეულ პრობლემებთან პირდაპირკავშირშია...
14-15 წლამდე ძალიან სხარტად ვაზროვნებდი, შემდეგ დაიწყო ნელ-ნელა რეგრესი, კომპიუტერთან პასიურ მდგომარეობაში ჯდომა(იქამდე ძალიან აქტიურად ვცხოვრობდი)...
შემდეგ ნელ-ნელა მხედველობა და გონებრივი შესაძლებლობები აშკარად დამიქვეითდა.
2010-დან 2014-მდე -0.5-დან -3-მდე "ჩავედი".
გონებას რაც შეეხება პირველ კლასში რა მათემატიკური აზროვნებაც მქონდა ისიც კი აღარ შემრჩა.
მაღაზიაშიც კი დიდხანს ვჭოჭმანობ ხოლმე რა ვიყიდო...
სწრაფად ვერ ვიღებ გადაწყვეტილებებს...
დიდი მონდომებით ვკითხულობ(პროფესიულის გარდა) მხატვრულ ლიტერატურას, მაგრამ ემოციურ ფონს განვიცდი, საერთო "ულუფას" ვიღებ, თუმცა დეტალები და ვთქვათ ლათინური ტერმინები, სიტყვები იშვიათად მამახსოვრდება(რამდენჯერმე სპეციალურად გამეორების შემდეგაც კი)...
სამსახურშიც პრობლემა მაქვს სწრაფ აზროვნებაზე, საკმაოდ ნელა ვაკეთებ საქმეს... თუმცა ვაკეთებ...(პროფესია: Software Developer)
ამ ბოლო დროს დამჩემდა თავის ტკივილი, სისუსტე, მოთენთილობა, პასიურობა... საქმის ფეხებზე დაკიდება...
რამდენად ამძიმებს ჰიპოთირეოზის მდგომარეობას სტრესი?
ნუ 1 თვეა დაახლოებით ფსიქოლოგიური სტრესი არ მომკლებია თან საკმაოდ მძიმე ფორმებში(სამსახურს არ ეხება, ურთიერთობის თემაა)
ჰო სიგამხდრე მავიწყდებოდა (182სმ/54კგ)...
ეს იდეაში დაქვეითებული მეტაბოლიზმის გამოწვეული "პრობლემა" უნდა იყოს, თუმცა ჯარიდან კი მიხსნა

ჩემი "თეორემა" ასეთია: ბავშვობაში ფიზიკური აქტივობის ფონზე ნაკლებ ზიანს აყენებდა ჩემ ორგანიზმს ჰიპოთირეოზი, შემდეგ პასიურ მდგომარეობაშ ყოფნით გაიფურჩქნა და მთელი თავისი ავლადიდებით მიჰყო ხელი ჩემი ჯანმრთელობის ნგრევას...
ნუ შეიძლება სისულელეა, მაგრამ ჩემი ამ საკითხში უმოკლესი განათლებით ეს დავასკვენი, ამიტომ დიდი სიამოვნებთ მივიღებდი ამ თემასთან დაკავშირებით კრიტიკასა და შესწორებას...
საბოლოო ჯამში ჯანსაღად თუ არეულად ყველაფერი მოვყევი და ვისაც წაკითხვა არ დაეზარება და რაღაცას მირჩევს წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ ^^
This post has been edited by ANuB1S on 17 Sep 2014, 14:09