მოკლედ, ასეთი შეკითხვა მაქვს.
ჩემ დაზე ეჭვი აიღო ექიმმა რომ დიაბეტის საწყისი ეტაპი გაქვსო. მიზეზად აიღო შემდეგი სიმპტომები.
ქონდა შიმშIლის სასტიკი გრძნობა. სულ შიოდა, ჭამიდან 1 საათში უკვე შიოდა
მოთენთილობა ქონდა ჭამის მერე.
ძილიანობა და დაღლილობა უენერგიობა
გაუზომეს მაშინვე შაქარი ჭამამდე ჭამის მერე. ნორმის ფარგლებში ქონდა თავიდან
ისე დიაგნოზად დაუსვეს მანამდე რომ აქვს ჰიპოთირეოზი.
შემდეგ ხელმეორედ შეამოწმეს შაქარზე რაღაც პერიოდის მერე. უზმოზე ქონდა 125. ხოლო ჭამიდან 2 საათის მერე 110 ოღონდ მეორე დღეს. თან ჩაი დალია თაფლიანი პურით იმ დროს.
უზმოს დიდმა მაჩვენებლმა ექიმის ეჭვი კიდე განამტკიცა რომ საწყისი ფორმაო. დაუნიშნეს კიდევ დამატებით რაღაც გამოკვლევა, რომლის დროსაც უთხრეს რომ ინსულინ რეზისტენტობა გაქვს მაღალიო. რაღაც აბები დაუნიშნეს. და პერიოდულად შაქრის კონტროლი.
ჩემი და თავად არაა ისეთი რომ ტკბილეულს მიეძალოს და ტკბილის გარდა არ აინტეერსებდეს არაფერი. გახდომის მიზნით დიეტობდა სანამ ეჭვს აიღებდნენ და მაქსიმალურად ქონდა ამოღებული შაქარი კვების რაციონიდან. არც თეთრ პურს ჭამდა არც არაფერს ისეთს რაც წონაშI მომატების საშუალებას მისცემდა, მიუხედავად ასეთი მცდელობებისა მაინც ვერ დაიკლო ვერაფრით

.
გუშIნ ქონდა კონტროლის დრო დანიშნული, მოუწია სოფელში გაეკეთებინა ანალიზი, ადგილობრივ ექიმთან. უზმოზე 103 ქონდა შაქარი. შემდეგ საუზმედ მიიღო დიეტური საკვები (ვერმიშელი მაწვნით, ხაჭო, და მეორე დღის სოფლური დედას პური და ყველი.) პირველი გაზომვა 1 ექიმთან მოუწია, მეორე კი სხვა ექიმთან გააკეთა, პირველს თუ ეგრევე ციფრები ეწერებოდა გლუკომეტრს, მეორეს რაღაც კოეფიციენტი დაუწერა და "ექიმმა" ფიქრი დაიწყო 18 ზე უდნა გაემრავლებინა თუ 16 ზე, ბოლოდ 18 ზე გაუმრავლა და 151 გამოუწერა

.
ხო და შესაძლებელი არის რომ ასე გავარდნოდა შაქარი ასეთი საკვებით? პრაქტიკუალად 48 პუნქტით აიწია.
დედაჩემიც დიაბეტიკი იყო და მახსოვს როგორ ადიჩადიოდა მისი შაქარი როცა გლუკომეტრით იზომავდა. მასეთი გავარდნები დედაჩემსაც რომელიც 22 წლის სტაჟის დიაბეტიკი იყო, მასაც არ მოსდიოდა

.
მე ეჭვი ავიღე რომ მეორე ექიმის გლუკომეტრი აჯაზებდა რაღაცას. ხო და რას მეტყვით? ახლა კიდევ ვაპირებთ გადამოწმებას უკვე თბილისში.
ადამიანი დიეტობს, არ იტკბილებს თავს, არ იხეთქავს მუცელს არაფრით. ანუ ზომიერად ცხოვრობს. და შეიძლებოდა მაინც დიაბეტი დაწყებოდა?

ვერ ვიჯერებ.
ამ დროს არ აქვს ხშირი შარდვა, არ იჭყირპება წყლით და არ აქვს ლაქები კანზე არსად

. ასაკით 38 წლისაა.