გამარჯობა,
ვიცი რო ეს თემა ეხლა რასაც დავწერ ბევრჯერ არის განხილული ფორუმზე, მაგრამ მაინც მინდა წამოვწიო.
მოკლედ გარდატეხის ასაკის მერე სახის კანი მაქვს ძაან ცუდ მდგომარეობაში, ასევე მაქვს ჭარბთმიანობა.
დერმატოლოგთან დავდიოდი სოსო კობახიძესთან. ცოტა მომიწესრიგა სახე მაგრამ რომ ვკითხე მთლიანად რატომ არ ალაგდება ეს გამონაყარითქო მიპასუხა ჰორმონების ბრალიაო (ქალიშვილი ვარ, 26 წლის).
ამის მერე დავიწყე ჰორმონებზე მკურნალობა. აღმოჩნდა რომ მომატებული მაქვს ჩიყვის ჰორმონი, თირკმელზედა ჰორმონი, პროლაქტინი.
მოკლედ იმდენი მასვეს ეს ჰორმონალური წამლები: დიანე, იარინა, დექსამეტაზონი და ა.შ რომ მკერდზე გამიჩნდა კისტოზური წარმონაქმნები. მთლიანად ვაბრალებ მაგ წამლებს იმიტომ რომ მანამდე არაფერი არ მჭირდა. მოკლედ მკერდზე ბოლოს მითხრეს შეიძლება ოპერაცია დაგჭირდესო.
ამ ყველაფრის მერე მირჩიეთ როგორ მოვიქცე. სახეზე გამონაყარი ისევ მაქვს, ჭარბთმიანობაც მაწუხებს. ჰომეოფატიურმა წამლებმაც არ მიშველეს.
ექიმებთან ვისთანად დავდიოდი: მაია ჯანაშია (თუ გვარი არ მეშლება) და სოფო კვალიაშვილი.
ერთ-ერთმა მამოლოგმა კი მითხრა მარტო ჭარბთმიანობის და გამონაყარის გამო თუ სვავ ამდენ წამლებს კარგად ყოფილა შენი საქმეო, პატრონი არავინ გყავს რო დაგარიგოსო

)) გამომრჩა მეთქვა, რომ ციკლი აბსოლიტურად წესრიგში მაქვს და მქონდა ყოველთვის. ამ წამლების შედეგად კი ერთხელ ციკლი სამი კვირით გადამიცდა, ამის მერე შევშინდი და დავანებე ყველაფერს თავი

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს მიერ დასახელებულ ექიმებს არანაირ შეურაცხყოფას და ჩრდილს არ ვაყენებ. ძალიან კარგი სპეციალისტები არიან, უბრალოდ რამდენადაც მე ვხვდები ჰორმონების თემას დღევანდელი მედიცინა კვლავაც ვერ იცნობს