ვიცი რა რთულია კანის პრობლემები და მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.
მოკლედ ახლა ვარ ამერიკაში და სანამ საქართველოში ვცხოვრობდი არც მიფიქრია, რომ დერმატიტი მქონდა. კანი ბუნებრივად გადაკრიალებული მაქვს ტანზეც სახეზეც. გამონაკრის მსგავსი რაიმე სკოლაშიც კი არ მქონია

ჩამოვედი ამერიკაში და აქაური კლიმატი არ მომიხდა როგორც ჩანს. ძაან სიმშრალეა
მოკლედ ნელნელა დამეწყო ხელებზე ლაქები თითებზე აქერცვლები + ამას ალერგიული ვარ ზოგადად.
მოკლედ მივედი ექიმთან დერმატიტი მითხრა, მაგრამ ძაან ჯიუტი ვარ არ დავუჯერე თავიდან იმიტომ, რომ აქ ექიმი ერთი წამით დაგხედავს მითუმეტეს როცა რიგი აქვს და დანიშნულებას ასისტენტი გაძლევს.
ხოდა სტეროიდი დამინიშნა რომლებიც ერთი ორჯერ წავისვი ბევრი ვერაფერი შედეგი ვნახე და ისედაც ვერ ვიტან ამ სტეროიდებს (წესით რეგულარულად უნდა წამესვა)
საბოლოო ჯამში დავადგინე რომ მართლა დერმატიტი იყო რომელიც დაბადებიდანვე აქვს ადამიანს იგივე ეგზემა , იგივე დიათეზი.
საუცხოოდ ლაპარაკობს ამაზე კულუმბეგოვი ვიდეოს დაგიდებთ
ახლა რა გავაკეთე მე:
გადავყარე ისე როგორც სუნამოს ალკოჰოლის შემცველი სახის კრემები, ასევე ტანის საპონი და დასაბანი გელები რომლებიც შეიცავს პარაბენს.
ჭურჭლის გარეცხვა თუ მომიწია აუცილებლად ხელთატმანით რომელიც ლატექს არ შეიცავს , ჭურჭლის სარეცხი ეს ფეირები და პალმპლივებიც გადავყარე და მხოლოდ ბავშვის ჭურჭლის სარეცხი მაქვს. ასევე ტანსაცმლის სარეცხი ეს ტაიდები და რაღაცეები რომ არის არცერთს არ ვიყენებ რომელსაც სუნი აქვს და ქიმიურია ესენიც ჰიპოალერგიული მაქვს
ვაკონტროლებ საკვებსაც რადგან ეგ არ იწვევს, მაგრამ პროვოცირებას უკეთებს ისევე როგორც ალერგიული საჭმელი ასევე ტკბილიც.
ახლა რაც შეეხება კანის მოვლას :
ტანის დასაბანად გირჩევთ ამაზონზე არის თბილისშიც იქნება მაღაზიებში აფრიკული საპონი ან ჩაის ხის საპონი რომელიც არ შეიცავს პარაბენებს და არის ნატურალური.
სახის დასაბანადაც ვიბან ისეთი დასაბანით რომელიც მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს შეიცავს
კანს სულ ვიტენიანებ ძლიერი დამატენიანებლებით მუდმივად. განსაკუთრებით კარგად ტენიანდება კანი ნოტიო ახალ დაბანილ კანზე როცა ისმევთ კრემს

ბანაობა არ შეიძლება დიდხანს მაქსიმუმ 12 წუთი.
და ჩემი აღმოჩენა შვრია . მოკლედ შვრია ყოფილა დერმატიტი -ეგზემისთვის პირველი. საბანაოდ შვრია კრემების სახით შვრია.
ისე 3 რამეს ვიყენებ ლავანადა შვრია და ჩაის ხე
ჩემი ყველაზე დიდი პატივისცემა ავენოს შვრიის ხაზს ეგ არის ჩემი გადამრჩენელი
გირჩევთ დასატენიანებლად კანის მოვლის 3 ბრენდის ლოსიონებს
https://www.amazon.com/Aveeno-Emollients-Fr...y%2C148&sr=1-16https://www.amazon.com/Vanicream-Moisturizi...ty%2C148&sr=1-7https://www.amazon.com/CeraVe-Moisturizing-...y%2C148&sr=1-11აქვე დავდებ კულუმბეგოვის ვიდეოს. ძალიან ამომწურავად ამბობს აქაც ამერიკაში ყველა ექიმი ამას ღაღადებს რასაც ქვია
პ.ს. კიდევ დავამატებ მე მტვერზეც მაქვს რეაქცია ასევე ქიმიური საღებავების სუნზე ამასაც ვცდილობ ავერიდო.
კანს რომ დაიმშვიდებთ ასე მარტივად აღარ გექნებატ ყველაფერზე რეაქცია როგორც მკურნალობამდე
* * *
მაგისთვის არსებობს აკნეს შრამებისთვის წასასმელი ისედაც შრამების კრემები და პლასტირები. ნახე ამაზონზე მოიძიე და ხალხის გამოცდილებაც ნახე რომელს უფრო ბევრი კომენტარი და კარგი შეფასება აქვს . ეცადე ნატურალური მოძებნო.
https://www.paulaschoice.com/ingredient-dic...letter&crefv1=Pაქ წერია კრემში რომელი ინგრედიენტი რას იწვევს და კაი რომელია
This post has been edited by lilu777 on 10 Jul 2020, 02:55