გამარჯობათ
მაქვს ასეთი გამონაყარი სასქესო ორგანოზე და მის მიდამოებში, სადღაც 2 მილიმიტერი დიამეტრის ზომის, აი ამის ფოტოც

რა არის ეს?
ვიზუალურად თუ ვიმსჯელებთ რა დაავადებია შეიძლება იყოს და ასევე რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი?
ჯერ კიდევ ერთი ცალი ასეთი პატარა გამონაყარი შევნიშნე 2016 ნოემბერის თვეში სასქესო ორგანოზე, მსგავსი რამ არასოდეს მქონია და რადგანაც გარკვეული დროის მერე გამიქრა, ყურადღება აღარ მივაქციე...
მერე კიდე გამოვიდა სხვა ადგილას და გარკვეული დროის მერე ისევ გაქრა, ახლა 4-5 ადგილას მაქვს და უკვე ვხვდები რომ ექიმის კონსულტაცია მჭირდება, იქნებ დამაკვალიანოთ?
დერმატოლოგს ეხება ამის გამოკვლევა?
ასევე მაქვს მეორე პრობლემა, მას შემდეგ რაც სავალდებულო ჯარი მოვიხადე 2012 წლიდან, მარჯვენა ფეხის ცერა თითზე დამეწყო ფრჩხილის პრობლემა, ფრჩხილი ამოდის ჰორიზონტალურად გამტყდარი. ფრჩხილი ტყდება მოდის ახალი - მერე ისევ ტყდება, მერე ისევ ახალი მოდის და ეს ცილკი მეორდება სულ. რამდენიმე წლის მერე, გადამივიდა მარცხენა ფეხის ცერა თითზე და იქაც ასე გამტყდარი ამოდის.
ცხელ სეზონებზე, როდესაც ფეხი ჩახურებულია, ფრჩხილსა და ნუნას შორის მაქვს მცირე ჩირქოვანი გამონადენი, მგონი წითელი ფერის.. ტკივილით არ მტკივა, ერთადერთი მტკივა თითის დაჭერით ნუნის მიდამოები, მაშინ როდესაც გამტყდარი ფრჩხილი უკვე გამოსასვლელად ემზადება.
ადრე ვიკითხე ამის შესახებ აქ და ერთმა თქვა,
პარონიქია არისო, თუმცა სოკოს ააქვს წითელი გამონადენი ცხელ ამინდში როდესაც ფეხუ ჩახურებულია ძალიან?
აი ფოტოებიც

აი როგორც ხედავთ ნუნა აღარ მეზრდება მას შემდეგ რაც ფრჩხილი ასე მეზრდება

მარცხენა ფრჩხილზე რომ შავი მოსჩანს, ეგ შავი ფერის ნასკის გამოა, ნაპრალებში ჯდება ხოლმე ნასკის ნაწილები..
ადრე მივედი ავერსის დერმატოლოგთან, ვანახე ეს, რაღაცა მაზს ვისმევდი სულ, ერთი რაღაც აბიც გადავყლაპე, სახელი აღარ მახსოვს, რაღაც გარკვეული დროით თითქოს ეშველა, თითქოს აღარ მოდიოდა გამტყდარი ფრჩხილი მაგრამ მაინც ამოვიდა.
რას მირჩევთ? რა დაავადება მაქვს ამ ფრჩხილებზე?
This post has been edited by lasha16 on 11 Apr 2017, 04:03