kadareliკლინიკა პოდაგრას გავს, გამწვავების პერიოდს, ჯობია რევმატოლოგთან მიხვიდეთ, მაკა იოსელიანთან, იაშვილის კლინიკაში მუშაობს, მაგრამ მხოლოდ ბავშვებს არ იღებს, უფროსებზეც მუშაობს.
თუ გინდათ მაინც დასაზუსტებლად თითის ექო გაუკეთეთ ნინო დუმბაძესთან, ის დასვამს დიაგნოზს და სამკურნალოდ გაგიშვებთ შემდეგ შესაბამის სპეციალისტთან. არანაირ ქირურგთან არ მიიყვანოთ ჯერ.
FranziskanerWeissbierგადატვირთვის შედეგად შესაძლოა ანთება იყოს სახსარში, ტრაუმელის მალამო ისვით 1 კვირა დღეში რამდენჯერმე, თუ არ გაიარა, ექოსკოპია გადაიღეთ იდაყვის სახსრის.
zura199514ვერ მივხვდი, მოიხსენით უკვე თაბაშირი, თუ ისევ გიკეთიათ? შეგიძლიათ თაბაშირი ფიქსატორით შეცვალოთ, უფრო კომფორტულია, და თავიდან ხელჯოხით სცადეთ, დიახ, მაგრამ დიდხანს ნუ გამოიყენებთ, შეჩვევა იცის
Ramshackle95შესაძლებელია იოგები იყოს დაზიანებული, რომელიც კოჭის სახსრის სიმყარეს უზრუნველჰყოფს, ექო გადაიღეთ, რა მდგომარეობაშია სახსარი იმის დასაზუსტებლად.
* * *
koch404ძალიან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, რომელსაც უნიშნავენ ისეთი ტკივილების დროს, როგორიცაა სახსრების და კუნთების ძალიან ძლიერი ტკივილები , რომელსაც მაგალითად პარაცეტამოლი და იბუპროფენი ვერ აყუჩებს.
რაც შეეხება უკუჩვენებებს, საკმაოდ ბევრი აქვს, სისუსტე, თვალებიდან ბუნდოვნად დანახვა, პირის სიმშრალე, დაბალი არტერიული წნევა, ინსომნია, ოფლიანობა და კიდევ ბევრი სხვა.
თუმცა, თითქმის ყველა წამალს არანაკლები უკუჩვენებების და გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი აქვს ანოტაციაში, და მთლად ნუ ჩაურღმავდებით, ექიმს თუ ენდობით, მაშინ დალიოს, ოღონდ ეს ჩემი პირადი აზრია რა თქმა უნდა.
This post has been edited by takisha on 17 Jun 2017, 02:21